ასფურცელას ყვავილებს გააჩნიათ ჭიის საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ნედლეულში შემავალი ეთერზეთი განაპირობებს მის ჭიის საწინააღმდეგო და ბაქტერიოსტატიკურ ეფექტს. არსებული ექსპერიმენტალური მონაცემებით ასფურცელა აძლიერებს ნაღვლის სეკრეციას და ამცირებს მასში ლორწოს შემცველობას. იგი იწვევს ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ტონუსის მომატებას და აძლერებს მის სეკრეტორულ აქტივობას. ასფურცელას ხმარობენ მეტეორიზმის, კოლიკების, ფაღარათის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებების დროს, ქალებში თეთრად შლისას. ასფურცელა შედის მრავალი მცენარეული ნაკრების შემადგენლობაში, რომელსაც გამოიყენებენ ღვიძლისა და სანღვლე გზების დაავადების დროს.
სტატია მოგვაწოდა მაიკო ლომსაძემ
ამ საიტზე კომენტარების დასატოვებლად თქენ უნდა შემოხვიდეთ მეტსახელით, ან თუ არ ხართ დარეგისტრირებული - დააჭირეთ აქ , დასარეგისტრირებლად
რეკლამა
ფორუმზე შეტყობინებები
დაამატა ekusha-gogi მაინტერესებს თუ იცით ანტისპერმულ ანტისხეულებზე როგ[ვრცლად...] 19 May : 01:49