დათვის კენკრას ფოთლებს ახასიათებს ურინოანტისეპტიკური მოქმედება. იგი გამოიყენება წყლიანი ნაყენის სახით. დათვის კენკრას სამკურნალო მოქმედება დამყარებულია მჟავისა და ფერმენტების მოქმედებით არბუტინის დაშლაზე, რის შედეგაც მიიღება გლუკოზა და ჰიდროქინონი. ისინი გამოიყოფა თირკმელებით და ავლენს ანტისეპტიკურ და სადეზინფექციო მოქმედებას. არბუტინი აღიზიანებს რა თირკმლის ეპითელიუმს, ავლენს სუსტ შარდმდენ მოქმედებას. დათვის კენკრას ფოთლებს ახასიათებთ შარდმდენი, შემკვრელი და ბაქტერიოციდული თვისებები. მას იყენებენ თირკმლისა და საშარდე გზების დაავადებათა სამკურნალოდ. უპირატესად იგი ინიშნება ცისტიტების დროს. დათვის კენკრას ფოთოლი შედის შარდმდენი ნაკრებების შემადგენლობაში.
სტატია მოგვაწოდა მაიკო ლომსაძემ
ამ საიტზე კომენტარების დასატოვებლად თქენ უნდა შემოხვიდეთ მეტსახელით, ან თუ არ ხართ დარეგისტრირებული - დააჭირეთ აქ , დასარეგისტრირებლად
რეკლამა
ფორუმზე შეტყობინებები
დაამატა ekusha-gogi მაინტერესებს თუ იცით ანტისპერმულ ანტისხეულებზე როგ[ვრცლად...] 19 May : 01:49