ფარსმანდუკის ბალახი გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო, სისხლის შემაჩერებელი მოქმედებით. იგი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, საჭმლის მონელებას, აძლიერებს ლაქტაციას მეძუძურებში, მადის მომგვრელია. ფარსმანდუკის პრეპარატებით მკურნალობენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს, მათ შორის გასტრიტს, კოლიტებს, წყლულს. ხალხურ მედიცინაში ფარსმანდუკს იყენებენ მცენარეული ნაკრებების შემადგენლობაში, რომელთა გამოყენებაც შეიძლება ტუბერკულოზისა და კიბოს სამკურნალოდ. ფარსმანდუკი სისხლდენის შემაჩერებელი მოქმედების გამო ძალზე ეფექტურია გინეკოლოგიურ პრაქტიკაში. მცენარის წყლიანი ნაყენი გამოიყენება პირის ღრუში ანთებითი პროცესების დროს, როგორც სავლები. აგრეთვე ჰემორიის დროს - ოყნების სახით.
სტატია მოგვაწოდა მაიკო ლომსაძემ
ამ საიტზე კომენტარების დასატოვებლად თქენ უნდა შემოხვიდეთ მეტსახელით, ან თუ არ ხართ დარეგისტრირებული - დააჭირეთ აქ , დასარეგისტრირებლად
რეკლამა
ფორუმზე შეტყობინებები
დაამატა ekusha-gogi მაინტერესებს თუ იცით ანტისპერმულ ანტისხეულებზე როგ[ვრცლად...] 19 May : 01:49