ძიძოს ბალახს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. მას იყენებენ გარეგან საშუალებად ფურუნკულების დროს. ძიძოს ბალახს იყენებენ როგორც ტკივილგამაყუჩებელ და დამამშვიდებელ საშუალებას აღგზნებულობისა და უძილობის დროს. აგრეთვე როგორც ამოსახველებელ და დამარბილებელ საშუალებას სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების, მეტეორიზმის და მაღალი წნევის დროს. გარეგანი ფორმით მას იყენებენ ჩირქოვან ჭრილობებზე, ჩირქოვან მუწუკებზე, როგორც დამარბილებელი და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას. ამავე მიზნით გამოიყენება შუა ყურის ანთების და ყურიდან გამონადენის დროს. ამისათვის გამოიყენება ძიძოს ბალახის დუღილისას გამოყოფილი ორთქლი. რეკომენდირებულია ძიძოს ბალახის გამოყენება სახსრების რევმატიული შეშუპების დროს ცხელი აბაზანების სახით. ბულგარულ ხალხურ მედიცინაში მეტად პოპულარულია მისი გამოყენება თავის ტკივილის დროს. ამ მიზნით ძიძოს ყვავილებსა და ფოთლებს 10-15 დღის განმავლობაში დააყენებენ სპირტზე, შემდეგ გაწურავენ. მიღებულ სითხეში დასველებულ ბამბას დაიდებენ თავზე ტკივილის დროს. ძიძოს იყენებენ პირის ღრუს ანთებითი დაავადებების დროს. საყურადღებოა, რომ ძიძოს არასწორად გაშრობისას, მასში კუმარინისაგან წარმოიქმნება დიკუმარინი, რომელიც შესაძლოა მოწამვლის მიზეზი აღმოჩნდეს. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია შრობის ტექნოლოგიის ზუსტად დაცვა. დიკუმარინი აფერხებს ორგანიზმში პროტრომბინის გამომუშავებას, რის გამოც მოსალოდნელია სისხლჩაქცევების განვითარება. თავისთავად მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ დიკუმარინის აღმოჩენამ სათავე დაუდო ანტიკოაგულაციურ მკურნალობას. ამის საფუძველი გახდა ძროხებში ჰემორაგიული დიათეზის განვითარება, რომლებიც ძიძოს დამპალი ბალახით იკვებებოდნენ. ძიძოს ბალახის ხანგრძლივად გამოყენება იძლევა არასასურველი ეფექტების განვითარებას (გულისრევა, პირღებინება, თავისტკივილი, ძილიანობა).
სტატია მოგვაწოდა მაიკო ლომსაძემ
ამ საიტზე კომენტარების დასატოვებლად თქენ უნდა შემოხვიდეთ მეტსახელით, ან თუ არ ხართ დარეგისტრირებული - დააჭირეთ აქ , დასარეგისტრირებლად
რეკლამა
ფორუმზე შეტყობინებები
დაამატა ekusha-gogi მაინტერესებს თუ იცით ანტისპერმულ ანტისხეულებზე როგ[ვრცლად...] 19 May : 01:49