ჩინელი, ტიბეტელი, ბერძენი ექიმები ძველი დროიდან ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ბიო-ენერგეტიკულ დიაგნოსტიკას. ეს მეთოდი დიდად იყო გავრცელებული ძველ ეგვიპტეში, იქაური ექიმები სადიაგნოზოდ იყენებდნენ ეგვიპტის პირამიდებს, რომელთა შუაგულში, წვეროს ქვეშ მოათავსებდნენ ავადმყოფს და იმის მიხედვით, თუ როგორ ეცვლებოდათ გულის ცემა, ეწყებოდათ თუ არა თავბრუხვევა, ან გუნება განწყობილების ცვლილება, უსვამდნენ მათ შესაბამის დიაგნოზს და სწორედ ამას ეწოდებოდა ბიო-ენერგეტიკული დიაგნოსტიკა. ამ მეთოდმა სრულყოფა ჰპოვა XX საუკუნის საქართველოში და თამაზ ნანიტაშვილის მიერ შემუშავებულ იქნა პირამიდის მაკეტი, რომლის საშულებითაც ხდება პაციენტთა დიაგნოსტიკა. ამ მეთოდის არსი შემდეგში მდგომარეობს: ჯერ სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით ხდება ადამიანის ბიო ენერგეტიკის გაზომვა და დიაგნოსტირება, ხოლო შემდეგ პირამიდით მისი განკურნება. პირამიდის მაკეტში შესვლამდე პაციენტს უმოწმდებოდა პულსი, წნევა, გუნება-განწყობილება და პირამიდიდან გამოსვლის შემდეგ ეს პროცესი ისევ მეორდებოდა. შედეგი ძალიან დიდი იყო - პაციენტი თავს კარგად გრძნობდა, წესრიგდებოდა გულის ცემა, სტაბილურდებოდა წნევა და აღინიშნებოდა ამაღლებული გუნება-განწყობილება. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სუ ჯოკ თერაპიის მამა პაკ ჩჟე ვუ, რომელმაც კორეულ მედიცინაში თვისი სიტყვა თქვა ბიო-ენერგეტიკული დიაგნოტირების შესახებ. ის ამტკიცებდა, რომ ყოველი ბიოაქტიური წერტილი ადამიანის ორგანოების მდგომარეობის ამსახველია და ცალსახად იძლევა სიგნალებს პაციენტის დაავადებების შესახებ. ეს უტყუარი ინფორმაცია გასაოცარ შედეგებს იძლევა, რაგინდ მაღალი ხარისხის აპარატურითაც გინდათ შემოწმდეს ის. მისი აზრით დიაგნოსტირების ეს მეთოდი ემყარება მარტივ, ხელმისაწვდომ და გასაგებ ფენომენს, რომელიც ბუნებამ შექმნა და ადამიანმა გამოიყენა. ეს არის მრავალგზის გამოცდილი და აპრობირებული მეთოდი, რომელიც საჭიროებს ყველა აქტიური წერტილის ცოდნას, რომელიც შეესაბამება ადამიანის ორგანოებს, ეს აქტიური წერტილები მოისინჯება სამასაჟო ხელსაწყოთი. მტკივნეული წერტილები ასახავენ შესაბამისი ორგანოს დაავადებას. ეს წერტილები განთავსებულია სხეულის მთელ ზედაპირზე და მათ შორის მტევნებსა და ტერფებზე. პაკ ჩჟე ვუს შრომებში აგრეთვე მოყვანილია ჩაკრების საშუალებით დიაგნოსტირება, რომელიც შემდგომში მდგომარეობს: თითოეული ჩაკრა მიბმულია ადამიანის ორგანოსთან და საათების მიხედვით გააქტიურებული ჩაკრა საშუალებას გვძლევს, რომ ვიმსჯელოთ ამა თუ იმ ორგანოს მდგომარეობაზე. ძველი ბერძნები ასევე ბიო-ენერგეტიკულ დიაგნოსტირებას სარწმუნოების საშუალებით ახდენდნენ. ასე მაგალითად; ისინი ავადმყოფებს ეკლესიაში გუმბათის ქვეშ აყენებდნენ და თუ ავადმყოფი ვერ ძლებდა ეკლესიაში თუნდაც 10 წუთი, მას ფსიქო-ნერვულ დიაგნოზს უსვამდნენ. ასევე ახდენდნენ დიაგნოზირებას ავადმყოფებისა, რომლებიც დიდხანს ლოცვებზე ვერ ჩერდებოდნენ. ისინი ვარაუდობდნენ, რომ ავადმყოფი მძიმე სენით იყო ავად. ძველი ინდოელები სადიაგნოსტიკოდ იყენებდნენ მზის და მთვარის ენერგიებს. პაციენტები, რომელთაც დღის შუქი არ სიამოვნებდათ, ხასიათდებოდნენ ნერვული აღგზნებადობით. ასევე გამოარჩევდნენ პირებს, რომლებსაც მზის შუქი და სითბო არ სიამოვნებდათ. ასეთები უარყოფითი ემოციებით იყვნენ დატვირთულები. იმათ ვისაც მთვარის შუქი სიამოვნებდათ - მთვარეულებს ეძახდნენ და ცივი შხაპით მკურნალობდნენ. ქართული მედიცინის მამამთავარი დავით ბაგრატიონი თავის წიგნში “იადგარ დაუდი” ხშირად იყენებს ბოი-ენერგეტიკულ დიაგნოსტიკას. მის კრებულში აღნიშნულია, თუ რამდენად ზუსტად ახდენდა იგი ამ მეთოდით დიაგნოზირებას. “იადგარ დაუდში” ვკითხულობთ, რომ ხელის საშუალებით შეიძლება ადამიანის ავადმყოფობის განსაზღვრა. კერძოდ, ხელის გულით დიაგნოზირებისას, ექიმს ხელის გული უცხელდებოდა ან უცივდებოდა ამა თუ იმ ორგანოს პათოლოგიის დროს. მაგალითად, როდესაც იყო სანაღვლე გზების ანთება, ექიმს ხელის გული უცხელდებოდა და შიდა მხრიდან ლაქები უჩნდებოდა, ხოლო როდესაც ავადმყოფს ჰქონდა კუჭის წყლული, ხელის გული ექიმს გასინჯვის დროს უცივდებოდა და თითები უბუჟდებოდა. ფილტვების დიაგნოზირებისას ხელის გული მხოლოდ ცივდებოდა. ეს რასაკვირველია იყო მიახლოებით, თუმცა მარტივი და გასაგები დიაგნოსტიკა.
სტატიის ავტორი: მაიკო ლომსაძე
სხვა საიტების ადმინისტრატორებს!
ნუ იპარავთ ამ საიტიდან სტატიებს!!!!!!!!
ან მიუთითეთ ეს საიტი მაინც!!!!!!!!!!!!!!!!
10.0 - 1 vote
ამ საიტზე კომენტარების დასატოვებლად თქენ უნდა შემოხვიდეთ მეტსახელით, ან თუ არ ხართ დარეგისტრირებული - დააჭირეთ აქ , დასარეგისტრირებლად
რეკლამა
ფორუმზე შეტყობინებები
დაამატა ekusha-gogi მაინტერესებს თუ იცით ანტისპერმულ ანტისხეულებზე როგ[ვრცლად...] 19 May : 01:49