ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამკურნალო ტექნოლოგიად ითვლება სინათლით მკურნალობა - სინათლო-თერაპია.
ადამიანის თვალის ბადურაზე მზის სხივების მოხვედრისას ორგანიზმში იწყება აქტიური ნივთიერებების_- დოფამინის გამომუშავება. ის მოქმედებს თითოეულ უჯრედზე, მოქმედებს ეპიფიზზე -_ტვინის საიდუმლოებით მოცულ ორგანოზე. დოფამინი ასტიმულირებს სიხარულის ჰორმონს, რომლის საშულებითაც დადებითისკენ იცვლება ადამიანის გუნება-განწყობილება. ის უზრუნველყოფს ადამიანის ნერვული სისტემის დამშვიდებას და მშვიდ ძილს. სამკურნალო ეფექტი აქვს არა ნებისმიერ სინათლის სხივს, არამედ იმას, რომლის ინტენსივობა 2500 ლუქსია. როდესაც გაზაფხული დგება დღე იმატებს და მზის სხივები უფრო ძლიერდება, სეზონური დეპრესია წყდება. შემუშავებულია სპეციალური ცხრილი, თუ როდის რამდენი კაშკაშა სხივი უნდა მიიღოს ადამიანმა. როდესაც ადამიანებს აქვთ საქმიანი ვიზიტები სხვადასხვა ქვეყნებში, ისმის კითხვა: რომელ საათებში უნდა მიიღონ მათ ფოტო-თერაპიული მკურნალობა. მაგალითად: თუ მოგიწევთ აღმოსავლეთის მიმართულებით გაფრენა, სადაც დროის განსხვავება 2 საათია, წინა დღის 7 საათზე უნდა გაიაროთ ფოტოტერაპია; თუ 5საათია განსხვავება, მაშინ სეანსი უნდა მიიღოთ დღის 10 საათზე. თუ გნებავთ, რომ მოიხსნათ დეპრესია, უგუნებობა მაშინ საცხოვრებელი ფართი გაანათეთ რაც შეიძლება მკვეთრი ნათებით. სწორედ ეს მეთოდი ამაღლებს ორგანიზმში სეროტინინების დონეს - ნივთირებებს, რომელიც დამაწყნარებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ამაღლებს გუნება-განწყობილებას, დაგეხმარებათ გახდეთ უფრო ბედნიერი.
სტატიის ავტორი:მაიკო ლომსაძე
სხვა საიტების ადმინისტრატორებს!
ნუ იპარავთ ამ საიტიდან სტატიებს!!!!!!!!
ან მიუთითეთ ეს საიტი მაინც!!!!!!!!!!!!!!!!
ამ საიტზე კომენტარების დასატოვებლად თქენ უნდა შემოხვიდეთ მეტსახელით, ან თუ არ ხართ დარეგისტრირებული - დააჭირეთ აქ , დასარეგისტრირებლად
რეკლამა
ფორუმზე შეტყობინებები
დაამატა ekusha-gogi მაინტერესებს თუ იცით ანტისპერმულ ანტისხეულებზე როგ[ვრცლად...] 19 May : 01:49