ლიმონი მრავალწლოვანი, მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აზიის ტროპიკული და სუბტროპიკული რაიონებია: ჩინეთი, ინდოეთი, ბირმა. ინდოელი იოგები ლიმონს თვლიან უნივერსალურ სამკურნალო საშუალებად. მათი აზრით აუცილებელია ყველა ადამიანი ყოველდღიურად ღებულობდეს 1 ლიმონს. ლიმონის საშუალებით ორგანიზმის გაწმენდას მიმართავენ შარდმჟავას მარილების გამოსაყვანად. ეს მარტივი მეთოდი არ საჭიროებს მკაცრ დიეტას და ცხოვრების წესის მთლიანად შეცვლას. არ უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ შემდეგი პროდუქტები: ხორცი, კვერცხი, სოკო, ჩაი, ყავა, კაკაო, სპირტიანი სასმელები. მკურნალობისათვის გამოიყენება მხოლოდ ახალი ლიმონის წვენი, ამისათვის კი სასურველია თხელკანიანი ლიმონი. ლიმონით გაწმენდა: ყოველ დილას, უზმოზე ღებულობენ 1 ჩაის ჭიქა ცხელ ანადუღარ წყალში ჩაწურულ 1 ცალ ლიმონს. შეიძლება დღეში 2-3-ჯერ მიღებაც. ჭამის წინ. ლიმონიანი წყლის მიღების შემდეგ პირის ღრუში ივლებენ სოდიან წყალს (1 ჩაის კოვზი სოდა 1 ჭიქა წყალზე), რათა ლიმონის წვენმა არ დააზიანოს კბილები. მკურნალობის კურსი 10 დღეა. მკურნალობის შედეგი: ლიმონის წვენს ორგანიზმიდან შეუძლია გამოაძევოს ლორწო, რომელიც იწვევს მრავალ დაავადებას: ბრონქიტს, გრიპს, თივის ცხელებას, ფილტვის ანთებასა და სხვა. ლიმონის წვენი კურნავს რევმატიზმს. სახსრებიდან, ნაღვლის ბუშტსა და თირკმელებიდან გამოაქვს მარილები. ამაღლებს იმუნიტეტს. ამკვრივებს სისხლძარღვების კედლებს.
შენიშვნა: გირჩევთ გაიაროთ სრული დიაგნოსტიკა, რადგან არცერთი დაავადება ერთ ორგანოში არ წარმოიშვება სხვა ორგანოებში დარღვევების გარეშე. მხოლოდ კომპლექსური მკურნალობის შემთხვევაში აქვს ამ რეცეპტს დადებითი შედეგი. გაგიჩნდათ კითხვები - მიმართეთ საიტის ფორუმს!
სტატიის ავტორი: მაიკო ლომსაძე
ამ საიტზე კომენტარების დასატოვებლად თქენ უნდა შემოხვიდეთ მეტსახელით, ან თუ არ ხართ დარეგისტრირებული - დააჭირეთ აქ , დასარეგისტრირებლად
რეკლამა
ფორუმზე შეტყობინებები
დაამატა ekusha-gogi მაინტერესებს თუ იცით ანტისპერმულ ანტისხეულებზე როგ[ვრცლად...] 19 May : 01:49