ტიბეტი ძველი დროიდან (ასევე ჩინეთი) გამოირჩეოდა მკურნალობისადმი მიდგომის თავისებური მათოდებით - ტექნოლოგიებით. ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღრიცხვამდე IV საუკუნეში იქაური ბერები ფლობდნენ ისეთ ზებუნებრივ ძალებს, რომელთა საშულებითაც მრავალი მოურჩენელი დავადება ინკურნებოდა. მათ ჰქონდათ შემუშავებული “ბიანშის” მეთოდი, რომელიც ძალიან პრიმიტიული იყო, მაგრამ სასურველ შედეგებს იძლეოდა. იმ პერიოდში ტიბეტსა და ჩინეთში ერთ-ერთი სამკურნალო იარაღი იყო მახვილი ქვა, რომლითაც ისინი გარკვეული ორგანოს უბნებს ააქტიურებდნენ მკაცრი დაჭერით და ამ ორგანოს განკურნებაც იწყებოდა. მერე და მერე “ბიანშის” მეთოდი შეცვალა “ჩჟენ ცზიუ” თერაპიამ. ეს იყო ჩხვლეტითა და მოწვით მკურნალობა, რომელიც დიდ შედეგებს იძლეოდა._ავადმყოფი არა მარტო ფიზიკურად, მორალურადაც მედგრად გამოიყურებოდა ამ მკურნალობის შემდეგ. ეს მეთოდი - ტექნოლოგია ითვალისწინებდა რეფლექტორული წერტილების გაღიზიანებას არა მარტო ჩხვლეტის გზით, არამედ თერმული ანუ მოწვის გამოყენებითაც. რაიმე გახურებული საგნის შეხებით საჭირო წერტილებში, რაც ზოგიერთ შემთხვევაში დამწვრობასაც კი იწვევდა. კანის იმ ადგილს, რომელიც უნდა გაღიზიანდეს, ეწოდება “სიე” ანუ წერტილი. ჩინური მედიცინის თავი და თავი ეს არის მკურნალობის მთელი სისტემა, რომელიც მოიცავს: აკუპუნქტურას, აკუპრესურას, ჩინურ მასაჟს, კონტაქტურ თერაპიას, ჩჟენ-ცზიუ თერაპიას და სხვას. ამ მკურნალობის მთავარი დედა აზრი დევს სამკურნალო ბალახების ნაირსახეობაში და მის დოზებში, არ შეიძლება ბალახების დალევა დიდი დოზებით ”ყველაფერი წამალია და ყველაფერი მომაკვდინებელი საწამლავია, მთავარია დოზები”, წერდა ავიცენა. დღეს კაცობრიობა ბრწყინვალედ იყენებს მკურნალობის ამ უძველეს მეთოდებს - ტექნოლოგიებს და დადებითი შედეგებიც სახეზეა. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ტიბეტურ-ჩინური ტექნოლოგიები ძირითადად ემყარება, არა მხოლოდ ბალახებით მკურნალობას, არამედ რეფლექსო-თერაპიიას. იმ დროინდელი ექიმები აღნიშნავენ, რომ ყოველი შინაგანი ორგანო დაკავშირებულია სხეულის კანთან რეფლექტორული გზებით და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში შინაგანი ორგანოს დაზიანება დაავადება თავისებურ გამოსახულებას ღებულობს კანზე, კუნთებში, სისხლძარღვებში, თვალებში. აქვე აღნიშნავენ, რომ როდესაც კეთდება ჩინური მასაჟი, მასაჟისტი ვალდებულია ჯერ დაწვრილებით შეისწავლოს პაციენტის ორგანიზმი, გარეგანი და საერთო მდგომარეობა, სად გამაგრებებია კერძოდ კუნთებში. ასევე დააკვირდეს კანის ფერს, თითების დაჭერისას როგორ რეაგირებს ესა თუ ის ორგანო, გამოჰკითხოს პაციენტს დაავადების ხანდაზმულობა, გაითვალისწინოს მისი სულიერი მდგომარეობა, განწყობა, პაციენტის სამუშაოს ხასიათი (ფიზიკური, გონებრივი), წლოვანება და ყველაფერი ამის შემდეგ განსაზღვროს თუ საიდან და რა წესით დაიწყოს რეფლექსო თერაპიია (მასაჟი). ცნობილია, რომ ადამიანის ფეხის ტერფში თავმოყრილია 72 ათასი ნერვის დაბოლოება, რომლებიც ემსახურებიან გარკვეულ შინაგან ორგანოებს. სწორედ ამას განიხილავდნენ და სათუთად უკვირდებოდნენ ჩინური მედიხცინის სწავლულები. ისინი ადამიანის ორგანიზმს განიხილავდნენ, როგორც ერთ მთლიან სისტემას და ამბობდნენ, რომ მის ერთ კუნჭულში აღმოცენებული დარღვევა დაავადება შეუძლებელია არ იწვევდეს მთელი ორგანიზმის ანომალიას - დარღვევებს სხვა ორგანოებში. ამიტომ ტიბეტურ-ჩინური მედიცინის მკურნალობის პოსტულატი მდგომარეობდა შემდეგში: “ვუმკურნალოთ არა ერთ ორგანოს, არამედ მთელ ორგანოთა სისტემას, რათა მივიღოთ სასურველი შედეგი”.
ძველი ტიბეტელ-ჩინელი სწავლულები, ხანგრძლივი დაკვირვების საფუძველზე, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადამიანების მკურნალობა მიმდინარეობდა გარკვეული სქემის მიხედვით, რომელშიც წრიულად განალაგეს წყალი, ხე, ცეცხლი, მიწა და ლითონი. თვლიდნენ, რომ წყალი წარმოშობს ხეს, ხე იწვის ცეცხლში, ცეცხლი ჰქმნის მიწას, მიწა - ლითონს, ლითონი - წყალს. ისინი ამ ყველაფერს და აგრეთვე მთვარის ფაზებსაც მკურნალობის დროს ითვალისწინებდნენ და გამოჯამრთელებაც არ აყოვნებდა. ამიტომ პაციენტებს ქვემოთ მოყვანილი სქემის მიხედვით ამზადებდნენ და იწყებდნენ მკურნალობას. “წყალი” - ყველაზე, პასიური და მძიმეა, ის აძლევს ორგანიზმს სტაბილურობას და გამოშრობისაგან იცავს; “ცეცხლი” - მხურვალე, აქტიური ელემენტია, ის აძლევს ორგანიზმს დიდ ენერგიებს; “ხე” - აღმავლობის განვითარების სიმბოლოა, მასში სიცოცხლის დიდი ნიშანწყალია, ის იძლევა ძალას არსებობისა; “ლითონი” - უკუ განვითარების, აქტიურობის დაცემის ელემენტია; “მიწა” - ეს არის ენერგიების მარეგულირებელი, რომლის გარშემოც ტრიალებენ ზემოთ აღნიშნული ელემენტები.
ჩინური მედიცინის ძირითადი არსი მდგომარეობს ბუნების ციკლურ ცვლაში. რასაც ორი ურთერთ საწინაღმდეგო ძალის - “ინის” და “იანის” ჭიდილი და პაექრობა განაპირობებს. “ინი” ქალური საწყისია -_პასიური, გრილი, მუქი და მიისწრაფვის ქვევითკენ. “იანი” მამაკაცური საწყისია:_მხურვალე, აქტიური, ნათელი და ზევით მიისწრაფვის. “ინი” ზრდისა და აღმშენებლობის ძალაა, რომელსაც სივრცეში გაფართოების ტანდენცია აქვს. “იანი” დამშლელი ძალაა, ფორმის მიმცემი, რომელიც ზღუდავს სივრცეში გაფართოების ტენდენციას. “ინი” ცდილობს შეანელოს ორგანიზმის გარემოზე რეაგირება, გაზარდოს ასიმილაციური პროცესები, “იანი” კი პირიქით ამძაფრებს ორგანიზმის რეაქტიულობას. ჩინურ-ტიბეტური მედიცინის მიხედვით “ინის” მატარებელი ორგანოებია ღვიძლი, გული, თირკმელები, ელენთა, პანკრეასი, ფილტვები. “იანის” მატარებელი ორგანოებია_ნაღვლის ბუშტი, შარდის ბუშტი, კუჭი, მსხვილი და წვრილი ნაწლავები. “ინის” სინდრომს მიეკუთვნება მაგალითად: სიფერმკრთალე, ხელ-ფეხის გაცივება, ნელი-სუსტი მაჯის ცემა, დაბალი წნევა, კუჭის შეკრულობა. “იანის” სინდრომს მიეკუთვნება: ლოყების სიწითლე, მაღალი სიცხე, ჰიპერტონია და სხვა.