სალბი 2 ჩაის კოვზ სალბის ფოთლებს ასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარეს. ფუთავენ. აჩერებენ 1 სთ. შემდეგ წურავენ. მიღება: 1/2 ჩაის ჭიქა თბილი სახით 3-4-ჯერ დღეში. შეიძლება ამ ნაყენის გამოვლებაც ანგინის, გინგივიტის, ყბაყურას დროს.
ნაკრები იღებენ 2 სუფრის კოვზ სალბს, 2 ს.კ. ანწლის ყვავილს, 2 ს.კ. ცაცხვის ყვავილს, 2 ჩ.კ. პიტნას, 2 ჩ.კ. კამას. ყველაფერს აქუცმაცებენ, ურევენ და ხარშავენ 10 ჩაის ჭიქა მდუღარეში, კარგია ამ ნახარშით ინჰალაციის გაკეთება 15-30 წუთის განმავლობაში დღეში ერთხელ, ძილის წინ. პროცედურის შემდეგ ბავშვს თბილად აწვენენ, საშიშია გაციება.
უცნაური საშუალება ყბაყურას სამკურნალოდ იღებენ თბილ და სუფთა ნამჯას, რომელზედაც იმ წუთებში იწვნენ ღორები. დებენ ამ ჩალას წითელი ფერის შალის ან ბამბის ქსოვილზე და ადებენ ბავშვს შესიებულ ადგილას. ავადმყოფობა 3 დღეში ქრება. ხალხური მედიცინა გვარწმუნებს, რომ ეს არის მრავალჯერ ნაცადი და ეფექტური საშუალება.
შენიშვნა: გირჩევთ გაიაროთ სრული დიაგნოსტიკა, რადგან არცერთი დაავადება ერთ ორგანოში არ წარმოიშვება სხვა ორგანოებში დარღვევების გარეშე. მხოლოდ კომპლექსური მკურნალობის შემთხვევაში აქვს ამ რეცეპტს დადებითი შედეგი. გაგიჩნდათ კითხვები - მიმართეთ საიტის ფორუმს!
სტატიის ავტორი: მაიკო ლომსაძე
ამ საიტზე კომენტარების დასატოვებლად თქენ უნდა შემოხვიდეთ მეტსახელით, ან თუ არ ხართ დარეგისტრირებული - დააჭირეთ აქ , დასარეგისტრირებლად
რეკლამა
ფორუმზე შეტყობინებები
დაამატა ekusha-gogi მაინტერესებს თუ იცით ანტისპერმულ ანტისხეულებზე როგ[ვრცლად...] 19 May : 01:49