სუ-ჯოკ თერაპიის მამამთავარმა კორეელმა ექიმმა პაკ ჩჟე ვუმ ჩამოაყალიბა ადამიანის გამოჯანმრთელების ურთულესი სისტემა. სუ-ჯოკ თერპია ეს არის მტევანსა და ტერფზე ზემოქმედებით მკურნალობის მეთოდი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის თვით შველის ყველაზე მარტივ და საპასუხისმგებლო ტექნოლოგიად, რაც კი სამკურნალო ტექნოლოგიები არსებობს. ყველა ადამიანი ვინც შეისწავლის მტევნისა და ტერფის შესატყვისობათა სისტემას, შეუძლია თავი დაიზღვიოს და განიკურნოს ნებისმიერი ავადმყოფობისაგან, ხელი შეუწყოს თავის ჯანმრთელობას და შეინაეჩუნოს ადამიანური ღირსება.
სუ ჯოკ თერაპია პაკ ჩჟე ვუმ გადმოგვცა ასე: “ეს მეთოდი მკურნალობისა, მივა ყველა ადმიანის გულთან და გონებასთან. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ჯანმრთელები, თუ გამოიყენებთ ამ სისტემას - ტექნოლოგიას”. პაკ ჩჟე ვუ აღნიშნავს, რომ ადმიანის სხეული ეს არის სიცოცხლის ფორმა, რომელიც წარმოადგენს პატარა, კარგად ჰარმონირებულ სამყაროს. ამიტომ სხეულს აქვს ყველაფერი აუცილებელი იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს თავის სიცოცხლეს და იარსებოს ბუნებაში, როგორც მთლიანმა დამოუკიდებელმა მოვლენამ. “სუ” ხელის მტევანია, “ჯოკ” - ტერფი. აქ ჩვენ განვიხილავთ მტევნისა და ფეხის შესატყვისობათა სისტემებს._ეს არის ადამიანის დისტანციური მართვის პულტები. ეს სამკურნალო სისტემები ფუნქციონირებენ როგორც თავისებური მცირე კლინიკები, რომლებიც ბუნებრივი გზით კურნავენ სხეულს დაავადებებისაგან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მტევანი და ტერფი ზუსტად იმეორებენ ჩვენი სხეულის აგებულებას და ისინი საშუალებას გვაძლევენ სწორად განვსაზღვროთ წერტილები და ზონები, რომელთა სტიმულირება საჭიროა გარკვეული ავადმყოფობის დროს. მტევნები და ტერფები ბუნების მადლით მსგავსია სხეულის აგებულებისა. ამ სამკურნალო სისტემის_საშულებით ბუნება ნათლად გვიჩვენებს თავის განზრახვას, ავლენს ადამიანისადმი დიდ სიყვარულს, რათა დაეხმაროს მას ავადმყოფობის დროს და განკურნოს იგი. აღვნიშნოთ, რა ღირებულებით გამოირჩევა სუ ჯოკ თერაპია და რით ახდენს ის ამდენი ადამიანის მოხიბვლასა და განკურნებას:
მაღალი ეფექტურობა, გამოყენების წუთიდანვე პაციენტს უჩნდება განკურნების, გამოცოცხლების შეგრძნებები;
გამოყენების აბსოლუტური უსაფრთხოება. ეს სისტემა ადამიანის მიერ არ არის შექმნილი, მან მხოლოდ მიაგნო მას. იგი თავად ბუნებამ შექმნა. ამაშია მიზეზი მისი ძალისა და უსაფრთხოებისა;
სუ ჯოკ თერაპიის გამოყენებით შეიძლება ვუმკურნალოთ ორგანიზმის ნებისმიერ ნაწილს, ნებისმიერ ორგანოს, სახსარს და სხვას. ამაშია მისი უნივერსალურობა;
ხელმისაწვდომია ყველა ადამიანისათვის. ეს მეთოდი სახეზეა და არ ხდება მათი დავიწყება (ვგულისხმობთ მტევნებისა და ტერფების წერტილებს), საკმარისია ერთხელ გაიგოთ და დაიმახსოვროთ, მერე მთელი სიცოცხლე ისარგებლებთ;
შესასრულებლად ეს თერაპია ძალიან მარტივია, ხელი და ცოდნა მუდამ თქვენთანაა.
აქამდე არ არსებობდა ასეთი მარტივი და ეფექტური მეთოდი - ტექნოლოგია, როგორიც სუ ჯოკ თერაპიაა. ეს თერაპია დამუშავდა სამხრეთ კორეელი მეცნიერის - პაკ ჩჟე ვუს მიერ. მან შესძლო არსებითად განევრცო ნემსით ჩხვლეტის ტრადიციული მეთოდი - ტექნოლოგია და პრაქტიკულად უმტკივნეულო მეთოდთა თეორია ჩამოეყალიბებინა. იგი მოიცავს მრავალ სადიაგნოსტიკო თუ სამკურნალო ინსტრუმენტს: თითების სამასაჟო რგოლებს, მეტალის ბურთულებიან მასაჟორებს, “ეკლიანი ღილაკებს” და სხვებს, რომლებიც პირდაპირ ამასაჟებენ წერტილებს. პაკ ჩჟე ვუ აღნიშნავდა, რომ ხელის მტევნებზე და ფეხის ტერფებზე განლაგებულია აქტიური წერტილები, რომლებიც შეესატყვისებიან სხეულის ყველა ორგანოს და ნაწილს. მათი სტიმულირება იწვევს გამოკვეთილ სამკურნალო და პროფილაქტიკურ მოქმედებას. მტევნებზე და ტერფებზე წერტილები განლაგებული არინ მკაცრი თანმიმდევრობით. სხეული და მისი შესატყვისობათა სისტემები მუდმივ ურთიერთობაში არიან. დაავადების დროს “სასიგნალო” ტალღა მიემართება დაზიანებული ორგანოდან ან სხეულის ნაწილიდან შესატყვისობის წერტილისაკენ და მოჰყავს ის აღგზნებულ მდგომარეობაში. წერტილი ხდება მკვეთრად მტკივნეული. ასეთი წერტილის სტიმულაციის დროს წარმოიშობა “სამკურნალო” ტალღები, რომელიც იწვევს დავადებული ორგანოს ნორმალიზაციას. სიარულისა და სირბილის დროს ხდება შესატყვისობათა წერტილების ბუნებრივი სტიმულაცია და სხეულის დაცვა ავადმყოფობისაგან, სწორედ ამიტომ არის ჯანმრთელობა ვარჯიშში. წერტილების ზუსტი შერჩევა და მათი სწორი სტიმულაცია წარმატებული მკურნალობის გარანტიაა! ზემოთ აღვნიშნეთ, რომ “ინი” და “იანი” ურთიერთ საპირისპირო ძალებია. ეხლა განვიხილოთ ადამიანის სხეულის ზედაპირზე მათი მდებარეობა. სხეულის “იან” ზედაპირი ბუნებრივად ღიაა მზის შუქისათვის, ე.ი. გარე ზედაპირი ხელებისა, ფეხებისა, ზურგის, თავის უკანა ნაწილი წარმოდგენილია ხელის მტევნისა და ტერფის ზურგის მხარეს. მტევნისა და ტერფის ზურგის მხარეზე ზემოქმედებით შეიძლება განიკურნოს პაციენტი ხერხემლის, თავის, მხრების, თირკმელების ტკივილისაგან. ხელისა და ფეხის შიდა ზედაპირი, სახე, მკერდი, მუცელი ეს სხეულის “ინ” ზედაპირია. სუ ჯოკ თერაპიის მკურნალობის დროს უნდა დავიცვათ შემდეგი წესები:
ავირჩიოთ ხელის მტევნის ან ტერფის ნაწილი, რომელიც შეესატყვისება ორგანიზმის იმ ნაწილს, რომელშიც შეჭრილია დავადება;
უნდა შეფასდეს ორგანიზმის “ინ”და “იან” ზედაპირის მიხედვით დავადების ლოკალიზაცის ზონა;
თუ დაავადება განთავსებულია თავზე, მაშინ უნდა განისაზღვროს მისი ლოკალიზაცია მტევანზე გამოსახული დიაფრაგმის ზონის ხაზთან მიმართებაში;
თუ დაავადება ეხება კიდურებს, მაშინ უნდა გაირკვეს, რომელ სახსრებს შორის არის ის განთავსებული.
დაავადების წარმოშობას ადასტურებს ცვლილებები შესატყვის წერტილებში, რაც გამოიხატება წერტილების მტკივნეულობაზე, კანის ფერის შეცვლაზე და დასნეულებული ორგანოების შესატყვის წერტილებს შიგნით პატარა ცხიმგროვების არსებობაზე. მკურნალობა იქნება ეფექტური, თუ ეს მოვლენები დაფიქსირდება მკურნალობის მიმდინარეობის თანავე.
სტატიის ავტორი:მაიკო ლომსაძე
სხვა საიტების ადმინისტრატორებს!
ნუ იპარავთ ამ საიტიდან სტატიებს!!!!!!!!
ან მიუთითეთ ეს საიტი მაინც!!!!!!!!!!!!!!!!
10.0 - 1 vote
ამ საიტზე კომენტარების დასატოვებლად თქენ უნდა შემოხვიდეთ მეტსახელით, ან თუ არ ხართ დარეგისტრირებული - დააჭირეთ აქ , დასარეგისტრირებლად
რეკლამა
ფორუმზე შეტყობინებები
დაამატა ekusha-gogi მაინტერესებს თუ იცით ანტისპერმულ ანტისხეულებზე როგ[ვრცლად...] 19 May : 01:49