ქალის სასქესო ორგანოებში, უფრო ხშირად საშვილოსნოსა და საკვერცხეებში შეიძლება განვითარდეს როგორც კეთილთვისებიანი, ისე ავთვისებიანი სიმსივნეები. კეთილთვისებიანებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია საშვილოსნოს (ფიბრომიომა) და საკვერცხეების კისტა. ხშირად მიომა არღვევს მენსტრუაციულ ციკლს. თუ დიდი გაიზარდა მიომა, შეიძლება შეაწუხოს მეზობელი ორგანოები და გამოიწვიოს ხშირი შარდვა ან შეკრულობა.
ფიბრომიომის სამკურნალოდ ხალხური მედიციის რეცეპტები
სტაფილო იღებენ სტაფილოს ნედლ ან მშრალ ფოთლებს (2 კონა) და ასხამენ 1 ლ მდუღარეს. აჩერებენ 30-40 წთ. სვამენ დოზების გარეშე, სანამ არ გაჩერდება ფიბრომიომით გამოწვეული სისხლდენა.
ალოე იღებენ 375 გ ალოეს, ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში. უმატებენ 626 გ მაისის ნატურალურ თაფლს და 675 მლ. წითელი ღვინოს. ყველაფერს ურევენ ერთმანეთში და დგამენ 5 დღე-ღამით გრილ, ბნელ ადგილას. პირველი 5 დღე ღებულობენ 1 ჩაის კოვზს დღეში 3-ჯერ ჭამამდე 1 საათით ადრე. მკურნალობის კურსი 2-3 კვირიდან 1,5 თვემდეა. ალოე უნდა იყოს 3-5 წლის და ფოთლების მოჭრამდე 5 დღის მოურწყავი. ეს საშუალება გამოიყენება არა მხოლოდ ქალის სასქესო ორგანოების სიმსივნეების, არამედ კუჭის ონკოლოგიური დაავადებების, ღვიძლის, ფილტვის ტუბერკულოზისა და სხვადასხვა ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ.
ფარსმანდუკი და ჭინჭარი ფარსმანდუკისა და ჭინჭრის ფოთლებს (სულ 25 გ) წვრილად აქუცმაცებენ და ურევენ. 1 სუფრის კოვზ ნაკრებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს, აჩერებენ, ფუთავენ 2 საათით. მიღება: 100 მლ დღეში 3-ჯერ ჭამამდე 1 საათით ადრე. ფარსმანდუკის ყვავილებს აგროვებენ მაშინ, როცა ყვავილთა უმრავლესობა გაშლილია.
ბალახების ნაკრები იღებენ ჭინჭარს, ქრისტესისხლას, ორკბილასა და ვალერიანას ძირებს, შავბალახას, კრაზანას, პიტნას, ასკილისა და კუნელის ნაყოფებს, თითოეული 1 ჩაის კოვზი. ასხამენ 1 ლ მდუღარესა და აჩერებენ. სვამენ დღეში 2-ჯერ დილით უზმოზე და ღამე ძილის წინ.
კაკალი იღებენ 1 კგ კაკლის ნაჭუჭს და უღელს (ტიხარი ლებნებს შორის). ასხამენ 0,5 ლ არაყს. აჩერებენ 10 დღე. ღებულობენ სუფრის კოვზით დღეში 3-ჯერ ჭამის შემდეგ. ამ საშუალებების გამოყენების შემდეგ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია და მიომის მდგომარეობის დადგენა. ეფექტის შემთხვევაში კურსი უნდა განმეორდეს.
შენიშვნა: გირჩევთ გაიაროთ სრული დიაგნოსტიკა, რადგან არცერთი დაავადება ერთ ორგანოში არ წარმოიშვება სხვა ორგანოებში დარღვევების გარეშე. მხოლოდ კომპლექსური მკურნალობის შემთხვევაში აქვს ამ რეცეპტს დადებითი შედეგი. გაგიჩნდათ კითხვები - მიმართეთ საიტის ფორუმს!