(სიცილი, ტირილი, სიმღერა, ცეკვა, ბგერებით მკურნალობა)
ძველად საკმაოდ ფართოდ იყო განვითარებული ემოციებით მკურნალობა. მიუხედავად მრავალი სამკურნალო მცენარის არსებობისა, მაინც ემოციებით: სიცილით, ტირილით, სიმღერით, ცეკვით, ბგერებით მკურნალობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ იმ დროინდელი მკურნალები. ისინი თვლიდნენ, რომ ადამიანს თავიანთი ემოციებით მრავალი დავადების მორჩენა შეეძლო და მართლაც გადმოცემები მოწმობს, რომ მუცელში არსებული სიმსივნური წარმონაქმნები დრო და დრო ქრებოდა სიცილის საშულებით. ჯანსაღი სიცილი და არა ნაძალადევი იწვევდა მუცლის მუსკულატურის ვიბრაციებს, ამასთანავე დადებითი ემოცია ყალიბდებოდა მთელს ორგანიზმში და განსაკუთრებით თავის ტვინში, რომელიც გარკვეულ დადებით იპულსებს აგზავნიდა ორგანიზმში და შედეგიც დადებითი იყო. ასევე დიდ შედეგებს იძლეოდა ტირილი, რომლის საშულებითაც უარყოფითი ემოციისაგან თავისუფლდებოდნენ ფსიქო-ნერვული, დეპრესის მქონე ავადმყოფები, ისინი ტირილის საშულებით თავისუფლდებოდნენ არსებული დაავადებისაგან. ცალკე აღნიშვნის ღირსია სიმღერა და მუსიკის მოსმენა, რომელიც ავადმყოფ ადამიანში იწვევს დადებით ემოციებს, ოპტიმიზმს და მას უჩნდება ინტერესი ცხოვრებისადმი, ქრება დეპრესია. დიდი ბრიტანეთის ექიმებმა შექმნეს მუსიკალური თერაპია, რომელიც დაეხმარება ბავშვებს დაიბადნონ ჯანმრთელები და შეებრძოლონ ზოგიერთ მემკვიდრეობით დავადებებს ჯერ კიდევ დაბადებამდე. ეს ტექნოლოგია შეიმუშავეს მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ ჩვილს მუცლად ყოფნის პერიოდში შეუძლია მუსიკის მოსმენა და მასზე რეაგირება, რომელიც გამოხატულია სწრაფ მოძრაობაში. უძველესი დროიდან მუსიკა დიდ ზემოქმედებას ახდენს ადამიანის განწყობაზე, თვითშეგრძნებებზე და შრომისუნარიანობაზე. მაგალითად გერმანელი ექიმები გვირჩევენ, რომ დილა დავიწყოთ ვივალდის, ჰენდელის მუსიკით. თუ კლასიკა არ გსიამოვნებთ, მაშინ შეგიძლიათ ელვის პრესლის სიმღერებით შეცვალოთ: გემოვნებაზე არ დაობენ! მოსაწყენი საქმე რომ შრომისუნარიანად შეასრულოთ, შეიძლება დაიანა როსის მსუბუქ კომპოზიციებს მოუსმინოთ. ჩვენს დროში მუსიკა ფართოდ გამოიყენება როგორც დადებითი მკურნალობის ხერხი სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობის, ინსულტის და სახვადასხვა ტვინის დარღვევისას. მეცნიერებმა მრავალი ექსპერიმენტი ჩაატარეს მუსიკის მოსმენასთან დაკავშირებით და აღმოჩნდა, რომ ჩქარი ტემპის მუსიკის მოსმენის დროს ადამიანები უფრო სწრაფად ჭამდნენ, ასევე სწრაფად იცვამდნენ და მათი შრომის უნარიანობა უფრო მაღალი იყო. ფსიქოლოგებმა საინტერესო მოვლენას მიაგნეს: დებიუსის მუსიკის ჩართვისთანავე მეტროსა და რკინიგზის სადგურებს ტოვებდნენ ბოროტმოქმედები. სწორედ ყველაფერ ზემოთ ხსენებულს საფუძველი ჩაუყარა ჯერ კიდევ შორეულ წარსულში არსებულმა ძველმა სიმღერებმა, რომლებმაც ადამიანებზე დადებითი გავლენა მოახდინეს. მაგალითად, “იადგარ დაუდში” ვკითხულობთ, რომ როდესაც ავადმყოფს მაღალი სიცხე ჰქონდა, მკურნალი მას ამღერებდა და ავადმყოფობაც ქრებოდა. ასევე სასურველი იყო დღის განმავლობაში ღიღინი, რომელსაც სხეული ფორმაში მოჰყავდა და ადვილად უმკლავდებოდა უსიამოვნო შეგრძნებებს. წიგნში აღნიშნულია, რომ ხშირი ღიღინის და ხანდისხან ხმამაღალი სიმღერის დიდი დამსახურება იყო ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა. ემოციებით მკურნალობის ერთ-ერთი გამოხატულებაა ცეკვა, რომელსაც მოძრაობაში მოჰყავს ორგანიზმის ყველა ორგანო. ის დიდი დადებითი ემოციის შემქმნელია და სწორედ ცეკვის შედეგია გამართული სიარული, ჯანმრთელი ხერხემალი და რაც ყველაზე მთავარია - კარგი ხასიათი. ძველთაგანვე ცნობილია, რომ მოცეკვავეები კარგი ხასიათით გამოირჩეოდნენ. ისინი ისეთ ილეთებს ასრულებდნენ, რაც მოწმობდა მათ შინაგან ბუნებაზე და ეს ყველაფერი გავლენას ახდენდა მათ ჯანმრთელობაზე. ჩქარი ცეკვა დადებითად მოქმედებს ჰიპოტონიკებზე (დაბალი წნევის მატარებელ ადამიანებზე). ცეკვის შედეგად მათ ურეგულირდებათ წნევა, გულის მუშაობის რითმი. ჩქარი ცეკვა სრულებით კურნავს ნერვულ დავადებებს, კარგად მოქმედებს გაღიზიანებულ და სტრესირებულ ადამიანებზე. ცეკვის სიჩქარე კარგად მოქმედებს სანაღვლე გზების შეგუბებაზე და გარკვეული სახის თირკმელების დავადებებზე (უფრთხილდით თუ თირკმელებში ან ნაღვლი ბუშტში კენჭებიაა!). ნელი ცეკვა მისაღებია იმ ავადმყოფებისთვის, ვისაც აწუხებს გული, სისტემატურად აქვთ გულის არითმია, შეწუხებულები არიან უძილობით და მუდმივი შიშის გრძნობით იტანჯებიან. მაგალითად, ქართულ ცეკვებს მართლაც, რომ გამაჯანსაღებელი თვისება აქვს, მასში შერწყმულია ისეთი მოძრაობები, რომელიც ეხმიანება მთელს ორგანიზმს და აიძულებს ორგანოებს გაცოცხლდნენ. ამოტომაც დიდ სუფრებზე მიღებული იყო ცეკვა-თამაში, რათა მირთმეული საკვები ადვილად მონელებულიყო. სწორედ სიმღერაა წინა პირობა ბგერა-თერაპიისა, რომელიც შემდეგში მდგომარეობს. ბგერები იწვევენ გარკვეულ ვიბრაციებს, ბგერითი ტალღა კი უშუალოდ აღწევს დაზიანებულ ორგანომდე და ანეიტრალებს ავადმყოფობის ვიბრაციას, ან უბრალოდ გამოდევნის მას და მაშინ ორგანო ნორმალურ რეჟიმში იწყებს ფუნქციონირებას. აი ასეთი ღრმა კავშირია ბგერების ვიბრაციასა და ორგანოს სახეობას შორის, რომელშიც მიემართება ეს ვიბრაცია. მაშასადამე ავადმყოფ ორგანოსათვის დამახასიათებელია ისეთი ვიბრაცია, რომელიც არ არის ჰარმონიაში სხვა ჯანმრთელ ორგანოსთან. თუ შევცვლით ამ ვიბრაციებს - გამოჯამრთელდება ორგანო. ყველა ორგანოს გამოჯამრთელება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწორედ შევარჩევთ ამ ორგანოსთვის აღსაქმნელ ბგერებს და რამდენად მკაფიოდ გამოვთქვამთ მას. მაგალითად, ძნელად განსაკურნებელი დაავადების მკურნალობა დადებითად წარიმართება, თუ ავადმყოფი დღეში 7-7 წუთით წარმოთქვამს ბგერათა თანაწყობას: “სი.” ასევე გათვლილი უნდა იყოს დროის ინტერვალი, რომელიც მოიცავს ყოველ ორ საათს და უნდა ემთხვეოდეს შესაბამისი ორგანოს ბიოლიგიურად აქტიურ პერიოდს. ამ ბგერათა თანაწყობა წმინდავს სისხლს და ამავ დროულად რჩება სისხლის დაავადებები, როგორიცაა: ჰემოფილია, ლეიკოზი. ბგერათა თანაწყობით მკურნალობა ზოგჯერ მიმდინარეობს კომპლექსურად, მაგალითად ზემოთ მოყვანილი კომბინაცია”სი” 20 დღის შემდეგ იცვლება კომბინაციით “ხუმ” და ეს უკანასკნელი წარმოითქმევა რაც შეიძლება გავრცობილად “ხუ-მ-მ-მ...”. ამ კომბინაციას იმეორებს ავადმყოფი იგივი დროის ინტერვალში 7 წუთის განმავლობაში. ამ დროს ხდება სისხლში ერითროციტების (სისხლის წითელი ბურთულები) გაჯანსაღება, ჰემოგლობინის დონის აწევა და ზემოთ ხსენებული უკურნებელი სენის ( კიბო) მიერ შთანთქმული უჯრედების გაჯანსაღება და დავადების უკან სვლა. მაგალითად, თუ პაციენტს აწუხებს ელენთა და პირის ღრუს კუნთები, კარგ შედეგებს იძლევა ბგერათა წყობა “ტხანგ”-ის გამეორება სულ რაღაც 5 წუთით დღეში სამჯერ. კუჭის ტკივილს შველის ბგერები “დონ”, მაგრამ მისი გამეორება სასურველია დღის მეორე ნახევარში, რადგან ამ პერიოდისთვის კუჭი უფრო დატვირთულია და საჭმლის მონელება უფრო წარმატებით მოხდება. თუ ამ ბგერათა წყობას გაიმეორებთ დილით, მაშინ საჭმლის მოთხოვნილება გაიზრდება. გულისა და ნაწლავების გამოსაჯამრთებლად კარგი იქნებოდა თუ წარმოითქმებოდა “ჩენ” გაღვიძებისთანავე მხოლოდ 3 წუთით, რადგან მთელი დღე გქონდეთ ხალისიანი და უზრუნველი, თქვენი გული წარმატებულად მუშაობდეს და კარგად გაუძლოს დღის თუნდაც უსიამოვნო ფაქტებს. თუ ადამიანს აწუხებს კანის დავადება, ან უჩივის კერძოდ მსხვილ ნაწლავს, უნდა წარმოთქვას “ჩან”. ეს ბგერათა კომბინაცია ხელს უწყობს ორგანიზმიდან ლორწოს გამოდევნას, ასევე ანთავისუფლებს ცხვირს და ჰაიმორიტულ უბნებს ლორწოსაგან და არა სასურველი სითხისაგან, კერძოდ ჩირქისგან. თირკმელების წამალია ბგერები “იუ”. ეს ამცირებს ავადმყოფი უჯრედების წარმოქმნას, აჩერებს მათ ზრდას და გაყოფას. შარდ-სასქესო სისტემის მოსაწესრიგებლად წარმოითქმევა ბგერები “გუნ”. ასევე ის მოქმედებს ძვლოვან სისტემაზე, ხერხემალზე. ღვიძლისა და სანაღვლე გზების გამოჯამრთელება შეიძლება ბგერებით “ხაო” ან “გუ-ო” ორივეს წარმოთქმა მონაცვლეობით დღის განმავლობაში უფრო მეტ შედეგს მოუტანს ორივე ორგანოს. ებერსის ძველ ეგვიპტურ პაპირუსში, რომელიც ჩვ. წ. აღრიცხვამდე XVII საუკუნით თარიღდება, მოთხრობილია შემდეგი: თუ წარმოითქმება ბგერები წამღერებით, სახის კუნთების დაჭიმვით, ეს მოქმედება წარმატებით შეცვლის მრავალი ორგანოს მკურნალობას. უეჭველია, რომ ბგერის ვიბრაცია ჩვენს ორგანოებზე ძლიერ დადებითად მოქმედებს. საერთოდ შემჩნეულია რომ, როცა ადამიანს კარგი გუნება-განწყობილება აქვს, მას სიმღერა სურს. ებერსის პაპირუსში ნათქვამია, რომ ბგერითი ვიბრაციები უნდა განმეორდეს დღეში რამოდენიმეჯერ და სასურველია ხანგრძლივობა იყოს 10 წუთი. ყოველი ბგერისათვის გარკვეული საათია ნაჩვენები, რომელზედაც მიიღწევა მაქსიმალური სამკურნალო შედეგი. მაგალითად, ბგერა “ა” უნდა წარმოითქვას გაწელილად: “ა-ა-ა...“, რაც კურნავს გრიპს, ანგინას, ყელის დავადებებს და ის უნდა წარმოითქვას დილის 6 საათზე. ბგერა “ი” : ”ი-ი-ი...”, კურნავს თირკმელების ანთებით პროცეს, დრო დღის 3 საათი. ორი ბგერის “ო-ი”-ს შერწყმა კურნავს გულს, დრო დღის 2 საათი, და ასე შემდეგ.
სტატიის ავტორი:მაიკო ლომსაძე
სხვა საიტების ადმინისტრატორებს!
ნუ იპარავთ ამ საიტიდან სტატიებს!!!!!!!!
ან მიუთითეთ ეს საიტი მაინც!!!!!!!!!!!!!!!!
10.0 - 2 votes
ამ საიტზე კომენტარების დასატოვებლად თქენ უნდა შემოხვიდეთ მეტსახელით, ან თუ არ ხართ დარეგისტრირებული - დააჭირეთ აქ , დასარეგისტრირებლად
რეკლამა
ფორუმზე შეტყობინებები
დაამატა ekusha-gogi მაინტერესებს თუ იცით ანტისპერმულ ანტისხეულებზე როგ[ვრცლად...] 19 May : 01:49