ეს მკურნალობა უხსოვარი დროიდან არსებობს და მოიცავს გარკვეული დადებითი აზრებს. ადამიანის გონება (ტვინი) ურთულესი მოწყობილობისაა. მასში ყალიბდება, როგორც დადებითი ისე უარყოფითი აზრები. გსურთ იყოთ კარგად, ჯამრთელად, ბედნიერად - იფიქრეთ კარგზე. ეცადეთ დღის განმავლობაში თუნდაც 5 წუთით დარჩეთ თქვენს თავთან მარტო და გონებაში ატრიალოთ მხოლოდ დადებითი აზრები. ეს არის მენტალური დონის მკურნალობის ერთ-ერთი ფორმა.
მართლაც, “იადგარ დაუდში” ვკითხულობთ, რომ ის მის ავადმყოფებს უნიშნავდა გამოჯამრთების თავისეულ ვერსიებს. ავადმყოფს დღეში რამდენიმე საათი გონებაში უნდა ეტრიალებინა აზრი გამოჯამრთელების შესახებ და ხშირად წარმოეთქვა სიტყვა “გამოჯამრთელება” ან “მე ჯამრთელი ვარ”. “იადგარ დაუდს” (დავით ბაგრატიონს) სხვადასხვა დავადებებზე თავისეული ფრაზები ჰქონდა შემუშავებული, რომლის სისტემური გამეორების შემდეგ ავადმყოფები კარგად ხდებოდნენ. მაგალითად, გულით მტკივანი ავადმყოფი იმეორებდა ფრაზას: “ჩემს გულს არაფერი სჭირს, დღითი-დღე გული უკეთესად მუშაობს”, ასევე კუჭის ტკივილი რჩებოდა ფრაზით: “ ჩემი კუჭი ჯანსაღია, ყველანაირ საკვებს კარგად ამუშავებს” და ასე შემდეგ.
მენტალურ დონეზე მკურნალობა საკმაოდ აქტუალური თემა იყო კორეელი მეცნიერის პაკ ჩჟე ვუსთვის. ის თავის წიგნებში დაწვრილებით და ნათლად აღწერს ამ მეთოდს. მისი პაციენტები, რომლებიც სრულად გააზრებულად მიმართავდნენ ამ მეთოდს, დადებით შედეგებსაც აღწევდნენ. აზრებით მკურნალობა იოლი არ არის - აღნიშნავს კორეელი ექიმი. ამ დროს ტვინი მაქსიმალურად მომართული და მობილიზებული უნდა იყოს. გაფანტული აზრებით ამ მეთოდის განხორციელებას ვერ შესძლებთ, ვერც უარყოფითი ემოციებით დატვირთული და უნებისყოფო ადამიანი შეძლებს ამას. ამიტომ მენტალურ დონეზე მკურნალობას საკმაოდ მაღალი თვითშეგნება, განათლება, ერუდიცია, და რაც ყველაზე მთავარია, რწმენა სჭირდება. ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ იგი მხოლოდ რაღაც მაღალი საზოგადოებრივი ფენის სამკურნალო მეთოდია. იგი ყველასათვის ხელმისაწვდომია, მთავარია მონდომება!
მენტალურ დონეზე მკურნალობის ერთ-ერთ მეთოდს ლოცვა-თერაპია წარმოადგენს.
სტატიის ავტორი: მაიკო ლომსაძე
სხვა საიტების ადმინისტრატორებს!
ნუ იპარავთ ამ საიტიდან სტატიებს!!!!!!!!
ან მიუთითეთ ეს საიტი მაინც!!!!!!!!!!!!!!!!
ამ საიტზე კომენტარების დასატოვებლად თქენ უნდა შემოხვიდეთ მეტსახელით, ან თუ არ ხართ დარეგისტრირებული - დააჭირეთ აქ , დასარეგისტრირებლად
რეკლამა
ფორუმზე შეტყობინებები
დაამატა ekusha-gogi მაინტერესებს თუ იცით ანტისპერმულ ანტისხეულებზე როგ[ვრცლად...] 19 May : 01:49