შარდის მწვავე შეკავება წინამდებარე ჯირკვლის ადენომის ხშირ გართულებას წარმოადგენს და შეიძლება დაავადების მიმდინარეობის ყველა სტადიაში გამოვლინდეს. იგი შეიძლება იყოს სრული ან ნაწილობრივი. სრული შეკავების პირობებში ავადმყოფს არ შეუძლია თავისუფლად დაცალოს შარდის ბუშტი და იძულებულია დახმარებისათვის მიმართოს სამკურნალო დაწესებულებებს. რაც შეეხება შარდის ნაწილობრივ შეკავებას, ამ დროს, მართალია, ავადმყოფი შარდავს, მაგრამ არასრულად, ე.ი. გამოყოფს შრდის მხოლოდ ნაწილს, რის გამოც შრდის ბუშტში ნარჩენი შრდი გროვდება. შრდის მწვავე შეკავება შეიძლება არ იყოს ხანგრძლივი და მოშრდვის აქტიც აღდგეს. უმრავლეს შემთხვევაში შარდის შეკავება გრძელდება და სასწრაფო ოპერაციულ მკურნალობს მოითხოვს. შარდის შეკავების მკურნალობა ხალხური მედიცინის რეცეპტებით
ნიახური ნიახურის ფესვების ცოცხალი წვენი საუკეთესო საშუალებაა შარდის შეკავების სამკურნალოდ. მიღება: 1-2 ჩაის კოვზი ნიახურის ფესვების წვენი დღეში 2-3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. შეიძლება მომზადდეს ნაყენი: ამისათვის დაჭრილ ნიახურის ფესვებს თერმოსში ასხამენ მდუღარე წყალს. 2 საათის შემდეგ გადაწურავენ და ღებულობენ 1/2 ჩაის ჭიქას ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ოხრახუში რძით 80 გრ გარეცხილ ოხრახუშს ავლებენ მდუღარე წყალს და შემდეგ ჭრიან. ათავსებენ ემალის ქვაბში და ასხამენ იმდენ რძეს, რომ მთლიანად დაიფაროს. დგამენ ცეცხლზე და აცხელებენ ადუღებამდე. წურავენ. ღებულობენ 1-2 სუფრის კოვზს ყოველ საათში 1 დღის განმავლობაში.
შავი მოცხარის ფოთლები შავი მოცხარის ფოთლების ჩაის მიღება ყოველდღიურად ათავისუფლებს ორგანიზმს ზედმეტი შარდმჟავას კრისტალებისაგან. ხსნის შარდის შეხუთვას.
შენიშვნა: გირჩევთ გაიაროთ სრული დიაგნოსტიკა, რადგან არცერთი დაავადება ერთ ორგანოში არ წარმოიშვება სხვა ორგანოებში დარღვევების გარეშე. მხოლოდ კომპლექსური მკურნალობის შემთხვევაში აქვს ამ რეცეპტს დადებითი შედეგი. გაგიჩნდათ კითხვები - მიმართეთ საიტის ფორუმს!
სტატიის ავტორი: მაიკო ლომსაძე
ამ საიტზე კომენტარების დასატოვებლად თქენ უნდა შემოხვიდეთ მეტსახელით, ან თუ არ ხართ დარეგისტრირებული - დააჭირეთ აქ , დასარეგისტრირებლად
რეკლამა
ფორუმზე შეტყობინებები
დაამატა ekusha-gogi მაინტერესებს თუ იცით ანტისპერმულ ანტისხეულებზე როგ[ვრცლად...] 19 May : 01:49