უხსოვარი დროიდან ლოცვას დიდი გამაჯანმრთელებელი ძალა ჰქონდა. ლოცვის დროს ვიბრირებს ადამიანის მთელი ოგანიზმი, ჩართულია და მოქმედებს ორგანიზმის მამოძრავებელი ძალები, ტვინი ახდენს ორგანოების სრულ სინქრონიზაციას და შედეგიც სახეზეა - ადამიანი ჯანმრთელდება.
ლოცვა უნდა წარმოითქმებოდეს რწმენით და გულით, გამოკვეთილად. ლოცვის დროს უნდა გამოითქვას თითოეული სიტყვა გარკვევით, რათა მან სათანადო გავლენა მოახდინოს ჩვენს ჯანმრთელობაზე. ბუტბუტით ან გაურკვევლად წაკითხულ ლოცვას ჯანმრთელობისთვის ძალა არა აქვს.
“ლოცვები ისწრაფივიან გამოაჯამრთელონ ავადმყოფნი” (ჰომეროსი “ილიადა”). ლოცვა - ეს უდიდესი საჩუქარია შემოქმედისა ადამიანისთვის. ლოცვა სულის სუნთქვაა და თუ ჩვენ ვასწავლით ჩვენს სულს სწორად სუნთქვას, არასოდეს დავაადდებით.
ლოცვის საშულებით განკურნების მეთოდი ჯერ კიდევ მაშინ არსებობდა, როდესაც სიტყვა “მედიცინაც” კი არ იყო, მაგრამ იყო წარმოდგენა “ავადმყოფობაზე” და მკურნალობდნენ არა დავადებებს, არამედ ავადმყოფს. წინაპრებს ესმოდათ, რომ ავადმყოფობის მთავარი მიზეზი ადამიანის სულში იფარება. ავადმყოფობა მხოლოდ შედეგია, მხოლოდ სახიერი გამოვლინებაა.
ლოცვებით მკურნალობის სასწაულებრივი ძალა ყველაზე უფრო თვალსაჩინოდ ვლინდება მართმადიდებლურ ეკლესიაში შესრულებულ კვეთის ლოცვებში, რომლის მოწმეც და მნახველიც ბევრი ჩვენთაგანია.
რა არის ლოცვა? ლოცვები ადამიანისათვის საუკუნეების წინათ იყო ცნობილი და ლოცვები განაპირობებდნენ ადამიანის ცხოვრების წესს. ის აჯანმრთელებს მას და უბრუნებს სიცოცხლის უნარს. სარწმუნოა, რომ ლოცვა ემსგავსება მკურნალი ენერგიის ფოკუსირებულ სხივს, როდესაც ჩვენ წარმოვთქვამთ წმინდა სიტყვებს.
გერმანელი ექიმის კარრელის გამოკვლევებით ლოცვა ადამიანის მიერ გამოსხივებული ენერგიის ყველაზე ძლიერი ფორმაა. სარწმუნოა, რომ ყოველდღიური ლოცვები კურნავს ადამიანის ორგანოებს. ლოცვის დროს იკურნება, როგორც ადამიანის სხეული, ისე სული.
ლოცვის სიტყვები მოწმდებოდა მრავალი საუკუნის განმავლობაში. ლოცვის შეთხზვისას არჩევდნენ ყველაზე მოქმედ სიტყვებს. საერთოდ დაავადების სათავე ადამიანის ტვინში არსებული აზრებია, რომლესაც იგი ხან დადებით, ხან უარყოფით გეზს აძლევს და ამისდა მიხედვით ყალიბდება დაავადებებიც. სწორედ ამ აზრების გაფანტვა ხდება ლოცვის დროს არსებული ენერგეტიკული ვიბრაციებით და დგება შედეგი - სულის და სხეულის გამოჯანმრთელება.
ლოცვის მოქმედება სხვადასხვა ძალის და სიღრმის მიხედვით ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, რისთვის და როგორ ვლოცულობთ. ლოცვას ბევრი რამ შეუძლია. ლოცვის სიტყვები პირდაპირ ზემოქმედებენ ავადმყოფობით დაზიანებული სხეულის უბნებზე. ლოცვის სიტყვები აღწევს ჩვენს ქვეშეცნეულში და გარდაქმნის მას. ისინი ცვლიან დამღუპველ განწყობას, რომლებმაც მიგვიყვანა დავადებასთან.
გახსოვდეთ, ყოველი ჩვენი აზრი და სიტყვა ქმნის ჩვენს მომავალს, მხოლოდ არასწორი აზროვნებით ვქმნით ე.წ. “ავადმყოფობას” ჩვენს სხეულში. ლოცვის სიტყვები ამშვიდებს ჩვენს გულს, აჭაბუკებს გონებას, ამტკიცებს ნებისყოფას, გვიფარავს ეჭვებისაგან, ვხდებით მიმტევებლები.
სტატიის ავტორი: მაიკო ლომსაძე
სხვა საიტების ადმინისტრატორებს!
ნუ იპარავთ ამ საიტიდან სტატიებს!!!!!!!!
ან მიუთითეთ ეს საიტი მაინც!!!!!!!!!!!!!!!!
9.0 - 3 votes
ამ საიტზე კომენტარების დასატოვებლად თქენ უნდა შემოხვიდეთ მეტსახელით, ან თუ არ ხართ დარეგისტრირებული - დააჭირეთ აქ , დასარეგისტრირებლად
რეკლამა
ფორუმზე შეტყობინებები
დაამატა ekusha-gogi მაინტერესებს თუ იცით ანტისპერმულ ანტისხეულებზე როგ[ვრცლად...] 19 May : 01:49