სამედიცინო ტექნოლოგიების ჩამოყალიბება და განვითარება
ტექნოლოგია ბერძნული სიტყვისგან წარმოსდგება (τέχνη λόγος, τέχνη - ხელოვნება, λόγος - სწავლა) და ნიშნავს მოვლენის, პროცესის წარმართვის, ნაკეთობის შექმნის წესებს, მეთოდებს, ხერხებს. ტექნოლოგია ეს არის სისტემა, რომელიც მოიცავს საზოგადოების სტრუქტურას, მის დამოკიდებულებას მეცნიერების სხვადასხვა დარგთან. ჩვენ განვიხილავთ ტექნოლოგიურ პროცესებს - კერძოდ სამედიცინო თვალსაზრისით, მოვახდენთ მათ დაჯგუფებას კლასიფიკაციის მიხედვით და ფართოდ წარმოვადგენთ ტექნოლოგიის როლს სამედიცინო ასპექტებში. სიტყვა მედიცინა კოლხი მედეას სახელს უკავშირდება. დიდია მისი როლი მედიცინის ისტორიაში. სწავლულთა დასკვნით, ის ფარმაკოლოგიისა და კოსმეტიკის დედამთავრადაც ითვლება. მისი მეთოდები მეცნიერულს უახლოვდება. გამოჩენილმა გერმანელმა ექიმმა, კურტ იოჰიმ შპრენგელმა, თავის ნაშრომებში ფართოდ გააშუქა კოლხი მედეას მიერ გამოყენებული 36 სამკურნალო მცენარე. მედეამ მისცა დასაბამი მედიცინის ტერმინის სრულყოფას, მასში გაერთიანებულია, როგორც დიაგნოსტიკა, ისე მკურნალობა. ძველ საბერიოში ფართოდ იყო გავრცელებული ტრადიციული მედიცინის მეთოდები, ის მოიცავდა სხვადასხვა ტექნოლოგიურ ასპექტებს. მკურნალობა ძველი დროიდან მიმდინარეობდა ბალახებით, მინერალებით, ცხოველების გადამუშავებული ორგანოებით. გადმოცემები ცხადყოფს, რომ მედეა ახდენდა სასწაულებს, ჰქმნიდა არაბუნებრივ წამლებს, რომლთა შემადგენლობაში შედიოდა ბალახის ფესვები, შხამები, ნიადაგი, ზეთები. მათ დიდი შედეგი ჰქონდათ ადამიანების გამოჯამრთელებაში. ჯერ კიდევ IV-V საუკუნეებში ფართოდ იყო გავრცელებული ენერგიებით მკურნალობა - კერძოდ მზის, მთვარის ენერგიებით. მაგალითად, მომაკვდინებელი სენით დაავადებულ ადამიანს ნახევრად ჩაფლავდნენ მზის სხივებით გამთბარ მიწაში, რის შემდეგაც ის თავს უკეთ გრძნობდა. კანის დამწვრობას თიხის საშუალებებით არჩენდნენ, მძიმე ავადმყოფებს სპეციალურ სასაქმებელ და პირსაღებინებელ ბალახის ნახარშებს ალევინებდნენ და გამოჯამრთელებაც მალევე დგებოდა. ყველაფერი ეს იმას მოწმობს, რომ ჯერ კიდევ ძველ პერიოდში იყო გამოყენებული ბუნებრივი ტექნოლოგიები მკურნალობისთვის. სამედიცინო ტექნოლოგიები პირველყოფილი თემური წყობილებიდან არსებობს. ცხადია, დღევანდელი დაავადებები მაშინაც იყო, მაგალითად კარიესი, ართრიტი, ტუბერკულიზი და ა.შ. ამას ადასტურებს არქეოლოგიური გათხრების შედეგები. საფრანგეთში ნაპოვნია ნეანდერტალელის ჩონჩხი შეზრდილი კისრის მალებით, რომელიც სწორედ დაავადება ართრითზე მიგვითითებს. ამერიკელი აბორიგენების მუმიების გამოკვლევებისას აღმოჩენილია ქალა-ტვინის დაზიანებები, რომელიც მიგვანიშნებს ათერესკლეროზის ნიშნებზე და სხვა. ყველაფერი ამის შემდეგ ჩნდება დასკვნა იმის შესახებ, რომ პირველყოფილი ადამიანებიც არ ყოფილან ჯანმრთელები და რაღაც საშუალებებით ისინიც ახერხებდნენ ნებით თუ უნებლიეთ გამოჯამრთელებას, რასაკვირველია არა მთლიანად. ამის კარგი მაგალითია ირანის ტერიტორიაზე ერთ-ერთ გამოქვაბულში ნაპოვნი მამაკაცის ჩონჩხი, რომლის ამპუტირებული მარჯვენა კიდური და წინა კბილების მნიშვნელოვანი ცვეთა მიგვანიშნებს, რომ ამპუტაციის შემდეგ ადამიანი კბილებს იყენებდა დაკარგული კიდურის მაგივრად და აგრძელებდა საზოგადოებრივ ცხოვრებას. ამავე გამოქვაბულში ნაპოვნია ყვავილების მტვერი, რაც მოწმობს იმას, რომ ამ მტვერს ადამიანები სამკურნალოდ იყენებდნენ. ადამიანი უხსოვარი დროიდან ცდილობდა დაემუშავებინა ჯანმრთელობისათვის მისაღები ტექნოლოგიები, რომლის საშუალებითაც ის შეძლებდა შემდგომ არსებობას. პალეოლითის ეპოქაში (40 ათასწლეული ჩვ. წელთაღრიცხვამდე) მკურნალობის ტექნოლოგიები შემუშავებული ჰქონდათ ქალებს, რომლებიც ქირურგიულ ინსტრუმენტებსაც კი იყენებდნენ. ესენი იყო: ქვისა და ძვლის დანები, თევზის ქერცლი, ნაფოტი, ეკალი და სხვა. ისინი ასევე მარჯვედ ხმარობდნენ გამოსაჯამრთელებლად თილისმებს, ავგაროზებს, რომლის საშუალებითაც კურნავდნენ ქოლერას, ჭრილობებს, შავ ჭირს. სამკურნალო მაგიის არსებობაზე მოწმობენ გვიანი პალეოლითის ეპოქაში გამოქვაბულის კედლებზე აღ-მოჩენილი ნახატები. პირველყოფილი ადამიანები დაავადებების მიზეზად წინაპრების სულების ჩასახლებას ასახელებდნენ და კამეჩის რქის გამოყენებით ცდილობდნენ ასეთი ზნით შეპყრობილი ავადმყოფის შელოცვას. ასევე ისინი ცდილობდნენ მიეცათ მათთვის ისეთი წამლები, რომლებიც შეაწუხებდნენ ავადმყოფში ჩასახლებულ სულებს და გამოედევნიდნენ მათ. ეს გარკვეულ წილად შამანურ მოქმედებას ანუ ტექნოლოგიას წარმოადგენდა. პირველყოფილი თემური წყობილების დასრულების შემდეგ კაცობრიობა გადავიდა უფრო განვითარებულ კლასობრივ წყობილებაზე, რომლის დროსაც უფრო განვითარდა სამკურნალო ტექნოლოგიები. ლითონის დამუშავების შედეგად შეიქმნა დახვეწილი სამედიცინო ინსტრუმენტები.
სტატიის ავტორი:მაიკო ლომსაძე, სრული პროფესორი, დოქტორი
რეკლამა
ფორუმზე შეტყობინებები
დაამატა StevenFraus I help a community archive prepare old concert rec[ვრცლად...] პარასკევი, 11 სექტემბერი 2026 წ. 21:46
დაამატა odin 꾸준한 업데이트와 철저한 정보 검증을 통해 이용자들에게 늘 최상의 만족을 선사하는 힐링 정[ვრცლად...] პარასკევი, 11 სექტემბერი 2026 წ. 18:51
დაამატა MartaKEX The US president raged at NATO allies over defense[ვრცლად...] პარასკევი, 11 სექტემბერი 2026 წ. 16:13
დაამატა Davidlop Before committing to a Tretinoin order or subscrip[ვრცლად...] პარასკევი, 11 სექტემბერი 2026 წ. 02:02
დაამატა bakbak 모든 거래 전후의 영수 확인 내역을 투명하게 전송해 드려 이용자 만족도 조사에서 1위를 차[ვრცლად...] პარასკევი, 11 სექტემბერი 2026 წ. 00:25
დაამატა RichardCak Slots can differ considerably even when their them[ვრცლად...] ხუთშაბათი, 10 სექტემბერი 2026 წ. 12:38
დაამატა bakbak 금융 사기나 유령 업체의 보이스피싱 두려움이 전혀 없는 고도의 암호화 보안 솔루션을 완벽하[ვრცლად...] ხუთშაბათი, 10 სექტემბერი 2026 წ. 10:50
დაამატა odin 부산달리기 안내망은 과도한 가격 청구나 불투명한 운영을 사전에 차단할 수 있도록 정직한 이[ვრცლად...] ხუთშაბათი, 10 სექტემბერი 2026 წ. 04:09
დაამატა FrankJScott To the people asking about red shrimp pet, fresh f[ვრცლად...] ხუთშაბათი, 10 სექტემბერი 2026 წ. 02:35
დაამატა FrankJScott To the guy asking about construction site ideas, b[ვრცლად...] ხუთშაბათი, 10 სექტემბერი 2026 წ. 01:37
[შემცველობა] Naughtyscorts ავტორი naughtyscorts თარიღი პარასკევი, 04 სექტემბერი 2026 წ. 14:56 Our verified Mumbai Escorts at naughtyscorts.com o [ვრცლად...]