ცალკე აღნიშვნის ღირსია სამედიცინო ტექნოლოგიები ძველ ინდოეთში. იქაური მკურნალობის მეთოდების შესახებ ყველაზე სრულ წარმოდგენას იძლევა ჩვ. წ. აღრიცხვამდე II საუკუნეში შექმნილი ორი სამედიცინო ტრაქტატი, რომლებიც იმდროინდელ ექიმებს - ჩარავარას და სუშრუტს ეკუთვნის. ამ ტრაქტატებში მოყვანილი სამკურნალო მეთოდები ეფუძნება მცენარეულ, ცხოველურ და მინერალებით მკურნალობებს. ინდური სამედიცინო ცოდნა ეფუძნება აიურვედას (სანსკრიტულად სიცოცხლის არსი, მნიშვნელობა) - ინდური ვედური მე-დიცინის სისტემას, რომლის ფესვებსაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 50 საუკუნით ათარიღებენ!!! ინდური ეპოსის (ვედები) თანახმად ბრაჰმამ (უზენაესმა შემოქმედმა) გაანდო მედიცინის საიდუმლოები ერთ-ერთ ღმერთს (დაქშას), რომელმაც ეს ცოდნა გადასცა ღვთიურ ტყუპებს - აშვინებს, რომლებიც ითვლებოდნენ “უდიდეს მკურნალებად”. ასეთი გზით ადამიანებმა ისწავლეს მკურნალობა. ძველ ინდოეთში სრულყოფილი წარმოდგენა ჰქონდათ ადამიანის აგებულების შესახებ, რადგან რელიგია არ კრძალავდა გვამების გაკვეთას.
ჯავანტარი – აიურვედის ერთ-ერთი მამამთავარი, რომელიც ფლობდა ქირურგიას, ბალახებით მკურნალობას, ლოცვებით მკურნალობას.
ზემოთ ხსენებული ტრაქტატის მიხედვით დიაგნოსტიკა ემყარებოდა ავადმყოფის გამოკითხვას, სხეულის ტემპერატურის, ენისა და კანის ფერის დადგენას, გამონაყოფისა და ფილტვების ხმაურის შესწავლას, თუმცა არსად არ იყო ნახსენები პულსის, გულის ცემის სიხშირის გამოკვლევა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ინდური ცოდნა ადამიანის ენერგეტიკულ სისტემზე – ჩაკრების სისტემაზე, რომლის თანახმადაც ადამიანი იღებს გარედან ენერგიას 7 ძირითადი შესავლელიდან – ჩაკრებიდან.
7 ჩაკრების სისტემა
ძველ ინდოეთში დიაბეტს ადგენდნენ შარდის გემოს გასინჯვით, თუმცა სადღეისოდ ეს ტექნოლოგია სრულყოფილად ვერ ჩაითვლება, რადგან შარდში შეიძლება არ იყოს შაქარი, მაშინ როდესაც სისხლში შაქარი იყოს. ძველ ინდოეთში ადამიანის განკურნების პროგნოზს ექიმი აკეთებდა დაავადების თავისებურებების, წელიწადის დროის, ავადმყოფის ასკის, მისი ტემპერამენტის, ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით. ინდოელი ექიმები იყენებდნენ სამკურნალოდ ვერცხლისწყალს. საუკეთესო სამკურნალო მცენერეები ჰიმალაიდან ჩამოჰქონდათ, მათ კარგათ ჰქონდათ წარმოდგენილი ალპური ზონის მცენარების მაღალი ტექნოლოგიური თავისებურებები. ძველ ინდოეთის მედიცინაში დაავადების პროფილაქტიკის მიზნით დიდი ადგილი ეჭირა იოგას, რომელშიც შერწყმული იყო რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება, მორალურეთიკური სწავლება და ფიზიკური ვარჯიშის სისტემა. იოგას ვარჯიშებს დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა და უმრავი მიმდევარი ჰყავს გამოჯამრთელების მიზნით.
სტატიის ავტორი:მაიკო ლომსაძე, სრული პროფესორი, დოქტორი
რეკლამა
ფორუმზე შეტყობინებები
დაამატა Oliverkl I am rebuilding a small work wardrobe after a chan[ვრცლად...] ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2026 წ. 20:06
დაამატა SkyCrown-Jem If you’re a online gamer who also enjoys casino ga[ვრცლად...] ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2026 წ. 10:43
დაამატა odin 선물로 받은 후 마땅한 사용처를 찾지 못해 서랍 속에 방치되었던 다양한 지류권을 유용하게 [ვრცლად...] ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2026 წ. 09:46
დაამატა FrankJScott In reply to the people inquiring about software cl[ვრცლად...] ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2026 წ. 01:30
დაამატა FrankJScott To the person inquiring about power bi managed ser[ვრცლად...] ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2026 წ. 01:14
დაამატა FrankJScott In response to the person inquiring about send you[ვრცლად...] ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2026 წ. 00:31
დაამატა thoitiethomnay4 Thoitiethomnay.org la trang chuyen cap nhat thong[ვრცლად...] ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2026 წ. 20:04
დაამატა BennieDe A Blizzard continua trabalhando nas classes de Wor[ვრცლად...] ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2026 წ. 11:10
დაამატა Zimmerman If you are looking for a fast-paced online game th[ვრცლად...] სამშაბათი, 06 ოქტომბერი 2026 წ. 07:02
დაამატა FrankJScott In response to the man asking about herr silver ha[ვრცლად...] ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2026 წ. 19:56
ბოლო კომენტარები
[შემცველობა] Great Google Info ავტორი FrankJScott თარიღი ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2026 წ. 17:32 I think you could probably google that
[შემცველობა] Top Rated Google Site ავტორი FrankJScott თარიღი ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2026 წ. 16:52 I think you could probably google that
[შემცველობა] Topgirlsmumbai ავტორი topgirlsmumbai თარიღი შაბათი, 03 ოქტომბერი 2026 წ. 16:28 Nice blog with practical information. Thanks for s [ვრცლად...]