თითოეული ვიტამინი დიდ გავლენას ახდენს ადმიანის ორგანიზმზე, კერძოდ ისინი შედიან თითოეული მცენარის შედგენილობაში ასევე მცენარეულ თუ ცხოველურ საკვებში. იმისათვის, რომ ვიცოდეთ რომელი მცენარე რა დანიშნულებისაა აუცილებელია განხილული გვქონდეს თუ რა ვიტამინებს შეიცავს იგი. კარგი ფიტოთერაპევტი უკვირდება თითოეული ბალახის შემადგენლობას, თუ რა ვიტამინებისაგან შედგება მცენარე და ამის მიხედვით ნიშნავს მას, რათა არ მოხდეს მცენარეების ერთმანეთთან დაჯახება. საერთოდ მცენარიდან მიღებული ვიტამინი ადამიანის ორგანიზმისთვის უფრო იოლად გადასამუშავებელია ვიდრე სინთეზური ვიტამინები და მათი კომპლექტები. ქვემოთ მოყვანილია იმ ბუნებრივ პროდუქტთა ჩამონათვალი, რომლებშიც შედის ესა თუ ის ვიტამინი:
ვიტამინი ”A" დიდი რაოდენობით არის თევზის ქონში, ასკილში,ღვიძლში, მუქ მწვანე და ნარინჯისფერ ბოსტნეულში, სტაფილოში, ჭარხალში, კვახში, ატამში და სხვა.
ვიტამინი ”C"-ს შეიცავს: ასკილი, კივი,მარწყვი, ქაცვი,ქლიავი, ოხრახუში, ნიახური, კომბოსტო, პომიდორი. დიდი რაოდენობით ”C"-ს მიღება არ შიძლება რადგან იწვევს უჯრედების გადაგვარებას.
ვიტამინები საკმაოდ კარგად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმის ცალკეულ ორგანოებზე, ისინი უნდა იქნენ სწორედ შერჩეულნი, რათა არ მოხდეს მათი დოზის გადაჭარბება. მათმა დიდმა დოზამ შეიძლება უკუ რეაქციები გამოიწვიოს. განვიხილოთ თითოეული ვიტამინის როლი ამა თუ იმ ორგანოზე და დაავადებაზე:
”A"ვიტამინი ხელს უწყობს ჩიყვის, ათეროსკლეროზის, ჰიპორტონიული დავადებების განკურნებას.
”B1" ვიტამინი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის პერესტალტიკას, ცხიმოვან ცვლას ორგანიზმში, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოწესრიგებას,ღვიძლის ფუნქციას.
”B2" ვიტამინი ხელს უწყობს გულის დავადებებს, ენდო-კრინულ სისტემას, კანის, თვალის, ინფექციურ დავადებებს.
”B15" ვიტამინი ეხმარება გულის კუნთს, ათროსკლეროზს, რევმატიზმებს, ღვიძლის დაავადებებს, ქრონიკულ ალკოგოლიზმს.
”D" ვიტამინი ეხმარება რაქიტის დაავადების დაძლევას ბავშვებში, ფრჩხილების გამაგრებას, კუნთების გამაგრებას, კრუნჩხვების დაძლევას.
”E" აძლიერებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას, სისხლის მიმოქცევას, ღვიძლის ფუნქციას, მხედველობას, სასქესო ორგანოს ფუნწციას.
”H" ეხმარება ორგანიზმს კანის სტრუქტურის აღდგენაში, გულისრევის შეჩერებაში, ენის ანთების დროს, ქოლესტერინის მაღალი დონის დროს.
”K" ვიტამინი ეხმარება სისხლს შედედებაში, ფილტვებიდან და კუჭნაწლავიდან სისხლდენის დროს, დიათეზის დროს, ქირურგიულ და სტომატოლოგიურ პრაქტიკაში.
”P" ვიტამინი ამაგრებს სისხლძარღვებს, წნევას ადბლებს, ნაღვლი ბუშტის ანთებას აადვილებს; ეს ვიტამინი უფრო ეფექტურია ”C" სთან ერთად.
”PP" ვიტამინი ეხმერება ორგანიზმს ნიკოტინ მჟავას შევსებაში, გულის დაავადების დროს, თვალის დავადების დროს, ღვიძლის დავადებისაა.
”F" ვიტამინს იყენებენ ათეროსკლეროზის, კანის დაავადებების პროფილაქტიკისათვის.
”U" ვიტამინი კეთილსასურველ მოქმედებას ახდენს ცხიმოვან ცვლაზე, ათეროსკლეროზე, კანის დაავადებებზე.
გამარჯობათ ეს ყველაფერი წავიკითე და გამომადგა ნამდვილად მაგრამ ხომ ვერ მეტყვით თმის ცვენის შესაჩერებლად რომელი ვიტამინი უფრო კარგი იქნება რომ მივიღო?და კიდე რომელი ვიტამინი უწყობს ხელს კუნთების ზრდას?
nnnnnnn
რა ვიტამინია სასარგებლო ნაადრევი ჭაღარის საწინააღმდეგოდ, თუ ბავშვს აქვს სამი ოთხი ღერი თმა ჭაღარა,ვგულისხმობ 12 წლის ბავშვს.მადლობას გიხდით წინასწინ.
m.futkaradze
ამ საიტზე კომენტარების დასატოვებლად თქენ უნდა შემოხვიდეთ მეტსახელით, ან თუ არ ხართ დარეგისტრირებული - დააჭირეთ აქ , დასარეგისტრირებლად
რეკლამა
ფორუმზე შეტყობინებები
დაამატა ekusha-gogi მაინტერესებს თუ იცით ანტისპერმულ ანტისხეულებზე როგ[ვრცლად...] 19 May : 01:49