იგი წარმოიშვა და განვითარდა ევროპაში და სადღეისოდ ფართოდ არის განვრცელებული მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნაბში. დასავლური მედიცინა თავის ძალისხმევას პირდაპირ ორგანოზე ან დაავადებაზე წარმართავს. თუ მაგალითად ადამიანს გული აქვს დაავადებული, მაშინ დასავლური მედიცინის წარმომადგენლები მას პირდაპირ გულის სამკურნალო საშუალებებს უნიშნავენ. მართალია მთელი ორგანიზმის გამაჯანსაღებელ საშუალებებსაც იყენებენ, მაგრამ ამას მეორე ხარისხოვანი დატვირთვა აქვს. ასეთი მიდგომის დადებით თვისებად თვლიან დაავადების შედარებით მოკლე დროში შემცირებას. დასავლური მედიცინის ძირითადი მიღწევები გამოკვეთილად ჩანს ქირურგიაში და, თანამედროვე ტექნიკის წყალობით, დიაგნოსტიკაში. სამწუხაროდ თერაპია ამით ვერ დაიკვეხნის. ცალკე აღნიშვნის ღირსია თანამედროვე ქიმიის მიღწევების ფარმაცევტულ მრეწველობაში გამოყენება. სინთეზური და კომპოზიციური წამლები იმდენად ფართოდ გამოიყენება, რომ ადამიანის საერთო ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დგება. ქიმიური მეთოდებით დამზადებული წამლების უარყოფითი შედეგების უკეთ გასაგებად საჭიროა უფრო დაწვრილებით შევეხოთ ამ საკითხს. ბუნებაში არსებული ყველა არსებასთან შედარებით ადამიანი გამოირჩევა აგებულების სირთულით და სრულყოფით. ადამიანი მრავალფუნქციური და მოაზროვნე არსებაა. დედამიწის რთულ გარემოში სიცოცხლის უნარიანობისა და არსებობისათვის იგი აღჭურვილი არის ძლიერი დამცავი მექანიზმით, რაც კარგად ჩანს საჭმლის მიღების პროცესში. ორგანიზმში მოხვედრამდე საკვები სამ დამცავ ბარიერს გაივლის: ჯერ იგი მოწმდება ვარგისიანობაზე პირში გემოვნების მიხედვით - თუ არ მოგვეწონა, მაშინ ჩვენ მას უკან გადმოვაგდებთ. შემდეგ ამისა საკვები მოწმდება კუჭში შესაბამისი ფერმენტებით, აქაც ტესტირებით დაწუნების შემთხვევაში ორგანიზმი მას იშორებს პირღებინებით. და ბოლოს, საკვების ვარგისიანობა მოწმდება ნაწლავებში - თუ იქ ვერ დააკმაყოფილებს ვარგისიანობის მოთხოვნებს, მაშინ კუჭის აშლით გარეთ გამოიდევნება. ეს შემოწმების სისტემა გათვლილია ბუნებრივად შექმნილი საკვებისათვის - ცხოველური თუ მცენარეული წარმოშობის საკვებისათვის. ამდენად, ხელოვნური გზით მიღებული პროდუქტი, იქნება ეს ქიმიური სინთეზური წამალი, თუ გენმოდიფიცირებული საკვები, ორგანიზმის შესამოწმებელი სისტემისათვის უცნობი რჩება. ამიტომ ისინი თითქმის უპრობლემოდ შეითვისებიან ორგანიზმის მიერ და ასევე ძნელად გამოიდევნებიან სხეულიდან. ამის ნათელი მაგალითია ქიმიური წამლებით ტოქსიკოზი (მოწამვლა), რომლის განკურნებაც ძალიან ძნელად მიმდინარეობს, საჭირო ხდება დიდი ხნის განმავლობაში ორგანიზმის გარეცხვა შესაბამისი გამანეიტრალებელი რეაგენტებით (საშუალებებით). კაცობრიობისათვის განსაკუთრებით დიდ საშიშროებას ქმნის გენური ინჟინერიით მიღებული პროდუქტების საკვებად მოხმარება. ჯერ კიდევ ბოლომდე არც კია შესწავლილი ასეთი პროდუქტების ადამიანზე დამღუპველი ზემოქმედების შედეგები. ამ მხრივ აღსანიშნავია ევროკავშირის გადაწყვეტილება, ასეთი გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტების მის ტერიტორიაზე შეტანის აკრძალვაზე. სამწუხაროდ, დიდ მოგებას დახარბებული მწარმოებელი ფირმები მესამე რიგის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, ფართოდ ნერგავენ გადაგვარებული (გენმოდიფიცირებული) საკვები მცენარეების გამრავლებას და ასეთი მცენარეებით გამოკვებილი შინაური ცხოველების ხორცის საკვებად გამოყენებას. ეს დამღუპველი ტექნოლოგიაა!
სტატიის ავტორი:მაიკო ლომსაძე, სრული პროფესორი, დოქტორი
რეკლამა
ფორუმზე შეტყობინებები
დაამატა brocenepar1970 Benutze die neue NineCasino-Anwendung auf Android [ვრცლად...] ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2026 წ. 02:59
დაამატა Harryei I have made a practice pair of trousers, and I am [ვრცლად...] ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2026 წ. 01:11
დაამატა crypjunkhatde1982 Flagman Kasino Polska Oficjalne Flagman Spielothek[ვრცლად...] ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2026 წ. 00:18
დაამატა MiaFror For a remote style workshop, I need to present sev[ვრცლად...] კვირა, 25 ოქტომბერი 2026 წ. 08:57
დაამატა EllameRy I inherited a patterned scarf with a damaged borde[ვრცლად...] კვირა, 25 ოქტომბერი 2026 წ. 08:30
დაამატა SophieSomy My new identification photo makes my natural brown[ვრცლად...] კვირა, 25 ოქტომბერი 2026 წ. 07:14
დაამატა NoraOi Our family archive has two portraits that may show[ვრცლად...] კვირა, 25 ოქტომბერი 2026 წ. 06:26
დაამატა EmilyMab Our digital literacy workshop will discuss how web[ვრცლად...] კვირა, 25 ოქტომბერი 2026 წ. 05:05
დაამატა Harryei My next beginner drawing session will introduce th[ვრცლად...] კვირა, 25 ოქტომბერი 2026 წ. 04:43
დაამატა merlidura1980 Wiodący operator Casino Polska w roku 2025 możliwo[ვრცლად...] შაბათი, 24 ოქტომბერი 2026 წ. 19:51
ბოლო კომენტარები
[შემცველობა] Great Google Info ავტორი FrankJScott თარიღი ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2026 წ. 17:32 I think you could probably google that
[შემცველობა] Top Rated Google Site ავტორი FrankJScott თარიღი ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2026 წ. 16:52 I think you could probably google that
[შემცველობა] Topgirlsmumbai ავტორი topgirlsmumbai თარიღი შაბათი, 03 ოქტომბერი 2026 წ. 16:28 Nice blog with practical information. Thanks for s [ვრცლად...]