ზემოთ ხსენებულ პარაგრაფებში განვიხილეთ, თუ როგორ ხდებოდა ჩვ. წ. აღრიცხვამდე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დაავადების დიაგნოსტირება - ეს იყო მარტივი მეთოდი, რომლის შედეგადაც შედარებით მიახლოებული სურათი იქმნებოდა ავადმყოფი ადამიანის შესახებ, რომელიც შემდგომ ჟამთა სვლამ შეცვალა აპარატული დიაგნოსტიკით. სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის კვალობაზე ვითარდებოდა სადიაგნოსტიკო აპარატები, როგორიცაა: წნევის აპარატები, კარდიოგრაფები, რენტგენის აპარატები, ექოსკოპიიის მოწყობილობები, ელექტრონული მიკროსკოპები და სხვა.
სინდიყიანი წნევის აპარატები (ტონომეტრი)
წნევის აპარატები დრო და დრო ვითარდებოდა, ადრე იყო სინდიყიანი აპარატები, რომლებიც ე.წ. საათიანმა აპარატებმა შეცვალა, რის შემდეგაც გაუმჯობესებული მაჯის აპარატები მოგვევლინა, რომლების საშუალებითაც ერთდროულად იზომება ადამიანის მაღალი (ჰისტონური) და დაბალი (დიასტონური) წნე-ვა და პულსი. ეს აპარატი წინა პერიოდის აპარატებზე უფრო მოქნილი და კომფორტულია, მაგრამ ჯერ სიზუსტით ვერ შეედ-რება სინდიყიან აპარატს.
წნევის საზომი ხელის აპარატები
წნევის ავტომატური საზომი (მაჯის)
გულის მდგომარეობას ადგენენ კარდიოგრაფით და გულის ექოსკოპიის საშუალებით. კარდიოგრაფის მეშვეობით ხდება გულის კარდიოგრამის გადაღება, რომელშიც ასხულია გულის მუშაობა. თვით კარდიოგრამა ბერძნული სიტყვაა: “კარდია” გულს ნიშნავს, ხოლო “გრამმა” - ჩანაწერს, გულის მოძრაობის გრაფიკული გამოსახულებას, მიღებულს კარდიოგრაფიის საშუალებით.
კარდიოგრაფი
კარდიოგრამა
ასევე გულის მუშაობის უფრო დაწვრილებით დიაგნოსტირებას ახდენს გულის ექოსკოპია.
ექოსკოპიის აპარატი
ადამიანის ავადმყოფობის გამოვლენა დამატებით შესაძლებელია მისი ორგანიზმის რენტგენული დიაგნოსტიკით. კერძოდ, იგი კარგ დიაგნოზს იძლევა ფილტვების გამოკვლევისას, ასევე მოტეხილი კიდურების საილუსტაციოდ, სტომატოლოგიაში პირის ღრუს - კბილებისა და ღრძილების მდგომარეობის გამოსაკვლევად.
რენტგენის აპარატი (გადასატანი)
ცალკე შეიძლება აღინიშნოს ელექტრო-რეზონანსული, ტომოგრაფიული, მაგნიტო რეზონანსული, ლაზერული დიაგნოსტიკა, რომელთა მიღწევები დიდ შედეგებს იძლევა. ზემოთ აღნიშნული ბიო-ქიმიური დიაგნოსტიკა მიმდინარე-ობს მიკროსკოპის და ეხლა უკვე კომპიუტერის საშულებით. ვახსენეთ მიკროსკოპი, რომელიც არის ოპტიკურიც და ელექტრონულიც. მათი მეშვეობით ხდება უჯრედების, ქსოვილების, ორგანოების აგებულებას გამოკვლევა.
ელექტრონული მიკროსკოპი
სწორედ ეს ხელსაწყო წარმოადგენს სისხლის ბიო-ქიმიურ ანალიზის სადიაგნოსტიკო ხელსაწყოს, თუმცა სადღეისოდ იგი შეცვლილია კომპიუტერული აპარატურით, რაც ანალიზის სიზუსტეს უზრუნველყოფს, რადგან, როდესაც სისხლის საერთო ანალიზის გამოკვლევა მიკროსკოპით კეთდებოდა ის მაინც დამოკიდებული იყო იმ ექიმ-ლაბორანტის ფსიქო-ემოციურ განწყობაზე, რომელიც ითვლიდა მიკროსკოპში ერითროციტებს, ლეიკოციტებს, მონოციტებს და სხვას. შეიძლება ცდომილება დიდი ყოფილიყო, რაც შედარებით გამორიცხულია კომპუტერული ანალიზის დროს.
სტატიის ავტორი:მაიკო ლომსაძე, სრული პროფესორი, დოქტორი
რეკლამა
ფორუმზე შეტყობინებები
დაამატა Harryei I have made a practice pair of trousers, and I am [ვრცლად...] ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2026 წ. 01:11
დაამატა crypjunkhatde1982 Flagman Kasino Polska Oficjalne Flagman Spielothek[ვრცლად...] ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2026 წ. 00:18
დაამატა MiaFror For a remote style workshop, I need to present sev[ვრცლად...] კვირა, 25 ოქტომბერი 2026 წ. 08:57
დაამატა EllameRy I inherited a patterned scarf with a damaged borde[ვრცლად...] კვირა, 25 ოქტომბერი 2026 წ. 08:30
დაამატა SophieSomy My new identification photo makes my natural brown[ვრცლად...] კვირა, 25 ოქტომბერი 2026 წ. 07:14
დაამატა NoraOi Our family archive has two portraits that may show[ვრცლად...] კვირა, 25 ოქტომბერი 2026 წ. 06:26
დაამატა EmilyMab Our digital literacy workshop will discuss how web[ვრცლად...] კვირა, 25 ოქტომბერი 2026 წ. 05:05
დაამატა Harryei My next beginner drawing session will introduce th[ვრცლად...] კვირა, 25 ოქტომბერი 2026 წ. 04:43
დაამატა merlidura1980 Wiodący operator Casino Polska w roku 2025 możliwo[ვრცლად...] შაბათი, 24 ოქტომბერი 2026 წ. 19:51
დაამატა EllaRods While preparing a glossary for new illustrators, I[ვრცლად...] შაბათი, 24 ოქტომბერი 2026 წ. 19:22
ბოლო კომენტარები
[შემცველობა] Great Google Info ავტორი FrankJScott თარიღი ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2026 წ. 17:32 I think you could probably google that
[შემცველობა] Top Rated Google Site ავტორი FrankJScott თარიღი ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2026 წ. 16:52 I think you could probably google that
[შემცველობა] Topgirlsmumbai ავტორი topgirlsmumbai თარიღი შაბათი, 03 ოქტომბერი 2026 წ. 16:28 Nice blog with practical information. Thanks for s [ვრცლად...]