საერთოდ თვალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჯანმრთელობაში. როდესაც მოწესრიგებულია ადამიანის მხედველობა, ორგანოები უფრო ჯანსაღად გამოიყურება. ალბათ გაგიკვირდებათ, რა კავშირშია მხედველობა ორგანოებთან, მაგრამ თუ აღმოსავლურ მედიცინას გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ მხედველობის და ყნოსვის ორგანოებს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ორგანოებისთვის.
ეს შესავალი გვჭირდებოდა იმისათვის, რომ განვიხილოთ ფერებით მკურნალობა, რომელიც უნიკალურ შედეგებს იძლევა სხვადასხვა დაავადებების დროს.
თვალის მეშვეობით აღიქმევა ფერები, რომლებიც თავის ტვინში გარკვეულ უბნებს აღაგზნებენ. ეს უკანასკნელნი კი ისეთ იმპულსებს უშვებენ მთელ ორგანიზმში, რომლებიც აიძულებენ ორგანოებს გამოიმუშავონ მომაწესრიგებელი ენერგიები. სხვადასხვა ფერს შეუძლია ადამიანში გამოიწვიოს აღგზნება, დამშვიდება, დათრგუნვა, გა-ხალისება, გამხიარულება, მოწყენა, ენერგიის მომატება ან მისგან დაშრეტა, სითბოს ან სიცივის შეგრძნება, მადის მომატება ან უმადობა და სხვა მრავალი შეგრძნება თუ ემოცია.
ძველი ეგვიპტელები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ფერებს. ისინი ტანსაცმელს და სამკაულებს ირჩევდნენ ღია, მკვეთრი ფერებში, რომლებშიც სჭარბობდა ყვითელი (მზის თაყვანისმცემლობის გამო), მწვანე (სიცოცხლის გამოხატულება მცენარეებში), ლურჯი (წყალი მაცოცხლებელი). ასევე ღია ფერებში ჰქონდათ საცხოვრებელი.
ფერების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებები ჩანს ყველა განვითარებულ ძველ ცივილაზაციებში: ბაბილონში, საბერძნეთში, რომში, ჩინეთში, ინდოეთში.
ადამიანი ოდითგანვე გრძნობდა ფერების მნიშვნელობას მისი ჯანმრთელობისთვის. ამ დამოკიდებულებამ დღემდე მოაღწია და სათანადო მეცნიერული დასაბუთებაც ჰპოვა ქრომოთერაპიის სახით.
აღმოსავლურ მედიცინაში ყველა ფერს თავისი სამკურნალო ღირებულება აქვს, ასე მაგა-ლითად. თუ ავადმყოფი გაციებულია, მას აყურებინებენ ოქროსფერს და წითელს, რათა ის გამთბარიყო. მათი შეხედულებით, ოქროსფერი და წითელი თბილ ენერგიებს იძლევა, შესაბამისად ავადმყოფი მათი ყურების შედეგად იღებს ამ ენერგიებს და თბება.
როდესაც საქმე ეხება ონკოლოგიურ დაავადებებს, ავადმყოფს, რომელსაც ეს დაავადება სჭირს აყურებინებენ ყვითელ, მუქ წითელ, ნარინჯისფერ ფერებს, რომლებსაც სიცოცხლის და სიხალისის ფერებათ თვლიან. ამ ფერების ყურების შემდეგ ავადმყოფს ეძლევა ხალისი და დაავადებასთან ბრძოლის სურვილი, რაც წინა პირობაა დაავადების უკან დახევისთვის. ამავე მიდგომით მკურნალობენ კუჭის წყლულს, რომლის მკურნალად თეთრი და ვერ-ცხლისფერი გვევლინება. სანაღვლე გზებს კარგათ ანთავისუფლებს ნალექებისაგან ყავისფერი და ყვითელი.
მხედველობის გაასაუმჯობესებლად იხმარება მწვანე, ლურჯი და ცისფერი. ამიტომ არის კარგი მხედველობისთვის მოწმენდილი ცის ყურება.
ელენთის და ღვიძლის გადიდების დროს კარგი შედეგი აქვს შავს და ნაცრისფერს.
შარდის შეუკავებლობას მკურნალობს სტაფილოს ფერი და ლიმონის ფერი. სისხლძარღვების დაავადება იკურნება ვარდისფერით.
აღმოსავლური მედიცინის მესვეურები პაციენტებს ურჩევენ დღის განმავლობაშიო 15 წუ-თით, დღეში 3-ჯერ, უყურონ შესაბამის ფერებს, შესაბამისი დაავადებების დროს ან ატარონ მკურნალი ფერების მინებიანი სათვალე დღეში 15-20 წუთი, 3-4-ჯერ.
დავით ბაგრატიონი თავის კრებულში “იადგარ დაუდში” აღწერს, თუ როგორ აწესრიგებდა ფერების მეშვეობით ავადმყოფი ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემას. გარკვეული ფერების კომბინაციით ის თავად მკურნალობდა გულის კუნთს, აწესრიგებდა გულ-სისხლძარღვთა სისტემას. ის კი არა, დავით ბაგრატიონი იმ პერიოდში ფერების საშუალებით ავადმყოფის დიაგნოსტირებასაც ახდენდა. მაგალითად, თუ ავადმყოფს შავი ფერის ყურება სიამოვნებდა, იგი ფსიქი-კური აშლილობით იყო დაავადებული. თუ ავადმყოფი ლურჯ ფერზე იყო ორიენტირებული, მას კუჭ-ნაწლავის დავადება აწუხებდა და ა.შ.
ფერებით მკურნალობას სანამ დავიწყებთ, უნდა მოვაწესრიგოთ ავადმყოფის მხედველობა. ამიტომ პირველ რიგში ავადმყოფს უნდა ვაყურებინოთ თვალის სამკურნალო ფერებზე: მწვანე, ლურჯი და ცისფერი.
განვიხილოთ თითოეული ფერის მოქმედება.
წითელი ფერი „თბილი“ ფერია, ეს ფერი ფიზიკურ დონეზე სითბოს შეგრძნებას იწვევს, აღაგზნებს ნერვულ სისტემას. იგი ორგანიზმში აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, აჩქარებს სისხლის მიმოქცევას, დაბალ წნევიანებში მაღლა წევს წნევას, ზრდის იმუნიტეტს. ორგანიზმიდან გამოყავს შხამები და ტოქსინები. ამ ფერით მკურნალობას იყენებენ ჩუტყვავილას, წითელას, ჩირქოვანი ჭრილობების და კანის ადაავადებების დროს.
ნარინჯისფერი ხსნის შიშს და აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას, ასრტიმულირებს ფარისებრ ჯირკვალს, ხსნის ცახცახს და სლოკინს. იგი ხელს უწყობს დეპრესიიდან გამოყვანას, ზრდის მადას, ხელს უწყობს ნაწლავებში საკვების ათვისებას, აწესრიგებს ჰორმონალურ სისტემას, ეხმარება ქალებს მენოპაუზის დროს, მამაკაცებს გარდატეხის პერიოდებში. ეს ფერი კარგად მოქმედებს ფსიქოლოგიური დაძაბულობის მოხსნაზე და გაორებისაგან განთავისუფლებაზე, ზრდის სხვების მიმართ შემწყნარებლობას და მოთმინებას. ეს ფერი აახალგაზრდავებს, ხელს უწყობს ნერვული სისტემის და კუნთოვანი ქსოვილის აღდგენას. გამოიყენება შარდ-სასქესო სისტემის და ელენთის დაავადებეის დროს.
ყვითელი არეგულირებს ნერვულ სისტემის და ღვიძლის მუშაობას, აუმჯობესებს მხედველობას, ზრდის ტონუსს, აუმჯობესებს გონებრივ და ლოგიკურ შესაძლებლობებს, ზრდის ოპტიმიზს. იგი ამაგრებს გულს, აკონტროლებს სისხლში შაქრის დონეს, დადებით გავლენას ახდენს კუჭზე-ნაწლავზე, შარდის ბუშტზე და ორგანიზმიდან გამოყოფის მთელ სისტემაზე, ორგანიზმიდან გამოდევნის შლაკებს და ტოქსინებს. ყვითელი აკონტროლებს წონას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ნაღვლის გადმოდინებას. გამოიყენება მელანქოლიის და შიზოფრენიის მკურნალობის დროს, ასევე უძილობისას და კანის დაავადებეის დროს.
მწვანე ფერი ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, აწესრიგებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ამცირებს ძლიერ გულისცემას, ასტაბილურებს არტერიულ წნებას. იგი ასუფთავებს თვალის ბროლს, ლურჯი ფერი აწყნარებს თვალს, ცისფერი ფერი აუმჯობესებს თვალის კუნთის მუშაობას და აღადგენს თვალის ნერვის ფუნქციას. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს დაახლოებით 15-20 დღე, რის შემდეგაც გადავდივართ შემდეგ ეტაპზე _ ავადმყოფის ორგანოების მოწესრიგებაზე. თითოეულ ორგანოს მოწესრიგებას სჭირდება შესაბამისი ფერი, ზოგჯერ ფერების ცვლილება ხდება კომპლექსურად, ზოგჯერ ინდივიდუალურად. მაგალითად, თუ გინდათ, რომ უმკურნალოთ გულს, როგორც ვიცით ჯერ ვაწესრიგებთ მხედველობას და შემდეგ ვმკურნალობთ გულს _ გააჩნია გულის რა პრობლემებით არის შეწუხებული ავადმყოფი; თუ არის მიოკარდიტის ინფარქტი (გულის კუნთის ნეკროზის ერთერთი ფორმაა, რომელიც გამოწვეულია გულის კუნთის მკვებავი ვენური სისხლის მწვავე უკმარისობით), მისი შესამსუბუქებლად ავადმყოფს აყურებინებენ ცისფერს, ვარდისფერს, მწვანეს და ლურჯ ფერებს.
ცისფერი ფერი ამშვიდებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, იქიდან წამოსული იმპულსები გადაეცემა გულის კუნთს, რომლის დამშვიდებასაც იწვევს. იგი დადებითად მოქმედებს უძილობისას, რადგან იწვევს მოთენთვას. ეს ფერი სამკურნალო თვისებებს ავლენს ასთმის დროს, ალერგიების დროს, მაღალი არტერიული წნევის დროს, ციებ-ცხელების დროს, ლარინგიტის, მწერების ნაკბენების, დამწვრობის, შაკიკის და სხვათა დროს.
იასამნისფერი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, გამოიყენება ფსიქიკური და ნერვული აშლილობების დროს, დადებითად მოქმედებს ანთებითი დაავადებების დროს, აწესრიგებს ლიმფურ სისტემას, შემოქმედებით ადამიანებში ზრდის შრომისნაყოფიერებას.
ვარდისფერი ფერი ააქტიურებს გულის კუნთს, იწვევს მის სისხლით ნორმალურ მომარა-გებას. მწვანე და ლურჯი ფერი კი ხელს უწყობს გულის რითმის მოწესრიგებას.
გასაკვირია მაგრამ, ნაღვლ_კენჭოვან დაავადებებს კარგად მკურნალობს ფერები: წითელი, შავი და ყავისფერი. ავადმყოფი, რომელიც უყურებს წითელ ფერს, აგზავნის იმპულსებს თავის ტვინში და იქიდან იმპულსები მიემართება ნაღვლის ბუშტშისაკენ, რომელსაც აიძულებს გამოიმუშავოს ენერგიები, რომლითაც სუფთავდება სანაღვლე გზები. შავი ფერი შლის ქვებს და ყავისფერი იწვევს სანაღვლე გზებიდან მათ გამოდევნას.
თირკმელების დაავადებებზე კარგათ მოქმედებს ლიმონის და ვერცხლის ფერი, რომელიც აქრობს თირკმელების ანთებით პროცესს, ხოლო ვერცხლისფერს სისტემატიზაციაში მოჰყავს თირკმელები.
სტატიის ავტორი:მაიკო ლომსაძე, სრული პროფესორი, დოქტორი
რეკლამა
ფორუმზე შეტყობინებები
დაამატა lenbparebi1988 Book of the Fallen by Pragmatic Play Canada in the[ვრცლად...] ხუთშაბათი, 06 აგვისტო 2026 წ. 06:11
დაამატა FrankJScott In reply to the person asking about iso 45001 mode[ვრცლად...] ხუთშაბათი, 06 აგვისტო 2026 წ. 05:54
დაამატა ThomasAnaws I've been exploring online casinos lately and stum[ვრცლად...] ხუთშაბათი, 06 აგვისტო 2026 წ. 05:24
დაამატა FrankJScott To the man talking about iso 14001 iso 9001, iso 9001 inspection requirements, system certification, iso quality certification and types, all iso standards list, iso 9001 haccp, iso 9001 structure, certified internal auditor iso 9001, iso 27001 registered companies list, iso 50001 iso 14001, I highly recommend this top rated ISO Consultant UAE tips or iso audit companies, iso facility management, iso audit services, iso 14001 costs, iso training online free, iso 9001 articles, iso safety accreditation, iso 9001 it, iso certification it, iso certification free, not to mention this cool ISO 20000 Certification details alongside all iso 22000 9001, iso management system standards list, iso 9001 compliance requirements, list of accredited iso 9001 certification bodies, accreditation services international, iso 9001 a, iso maintenance management system, apply for iso certificate, simple certification, 9001 accreditation, not to mention this ISO Certification Dubai site which is also great. Also, have a look at this ISO Certification Services site bearing in mind iso 9001 management system, iso audit guidelines, iso india, iso27001 accreditation, 9001 iso 2015 certification, iso management consultants, iso quality accreditation, to get iso certification, iso9001 and iso14001, iso certification for, alongside all this ISO Certification UAE info not to mention management system, iso 9001 list, iso 14001 criteria, qms 9001, iso 9001 certification fees, and for good measure. Check more @ [url]Excellent ISO Certification UAE e237426 ხუთშაბათი, 06 აგვისტო 2026 წ. 05:22
დაამატა FrankJScott To the guy asking about iso certification courses [ვრცლად...] ხუთშაბათი, 06 აგვისტო 2026 წ. 05:21
დაამატა FrankJScott To the person asking about iso certification requi[ვრცლად...] ხუთშაბათი, 06 აგვისტო 2026 წ. 05:14
დაამატა xenatader1971 Book of Dead is a 5 reel ten payline video slot fr[ვრცლად...] ხუთშაბათი, 06 აგვისტო 2026 წ. 04:19
დაამატა FrankJScott I think you could probably google that ხუთშაბათი, 06 აგვისტო 2026 წ. 04:05
დაამატა FrankJScott I think you could probably google that ხუთშაბათი, 06 აგვისტო 2026 წ. 03:59
დაამატა FrankJScott I think you could probably google that ხუთშაბათი, 06 აგვისტო 2026 წ. 03:54