დიაგნოსტიკისათვის თქვენ მხოლოდ უნდა შეავსოთ ფორმა მონაცემებით და გამოაგზავნოთ თქვენი ახალი ფოტოსურათი, რომელშიც თქვენ უნდა ჩანდეთ მთელი სიმაღლით, გადაღებული უნდა იყოთ ახლო მანძილიდან გაზაფხულის ან ზაფხულის ტანისამოსში (პალტოს, ლაბადის, მოსასხამის, პიჯაკის, შარფის, ქუდის, ზედმეტად ჩაფუთვნის გარეშე!!!). ფოტოსურათის სიგანე უნდა იყოს არანაკლებ 1024 პიქსელი, სიმაღლე 1500 პიქსელი. ფოტოს ფაილის დასაშვები ფორმატებია -JPEG, JPG, BMP, PNG. გაითვალისწინეთ, რომ დიაგნოზი ისმება სურათის გადაღების მომენტისათვის, ამდენად სურათის სიახლე თქვენს ინტერესებშია. თუ მაგალითად სურათი გადაიღეთ 10 წლის უკან, მაშინ ჩვენი დიაგნოზი იქნება 10 წლის უკანდელი თქვენი ორგანიზმის ჯანმრთელობის შესახებ!
ასევე აუცილებელია სურათი გადაღებულ იქნას ციფრული კამერით ან არანაკლებ 1 მეგაპიქსელიანი კამერის მქონე მობილური აპარატით. ძველებური, ობიეტქივიანი ფოტოაპარატით გადაღებული და შემდეგ დასკანერებული ფოტოსურათი უვარგისია.
სურათი არ უნდა იყოს დამუშავებული Photoshop-ით ან სხვა რაიმე პროგრამით.
ყურადღებით დაიცავით ქვემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნები სურათისადმი, განსაკუთრებით წითლად დაწერილი აკრძალვის მოთხოვნები!
ქალის ჩაცმულობა:
ღია ფერებში, საზაფხულო (სასურველია) ან საგაზაფხულო (არა ჩაფუთნული); კაბა, შარვალი, თხელი ჟაკეტი, შორტები, სპორტული, დასაშვებია კოსტუმი და სხვა.
მამაკაცის ჩაცმულობა:
ღია ფერებში, ახალგაზრდულ-სპორტული (ჯინსები, შარვალი, შორტები, თხელი სვიტერი, ღია ფერის პერანგი, პულოვერი, თხელი პიჯაკი.
დაუშვებელია:
მუქი (შავი) ჩაცმულობა, პალტო, შუბა, ლაბადა, ქურთუკი, ტყავის ტანსაცმელი, ქუდი, შარფი, პარიკი, ანუ ზამთრის ჩაცმულობა!
პოზა და გარეგნობა:
სურათზე უნდა ჩანდეთ სრული სიმაღლით (თავიდან ფეხებამდე), სწორად იდგეთ ”სმენა”-ს მდგომარეობაში.
დაუშვებელია:
მჯდომარე, მოსიარულე, მორბენალი, გვერდზე გადახრილი, მიტრიალებული და ა.შ.
ფოტოს ზომები:
სიგანე - არანაკლებ 1024 პიქსელი, სიმაღლე არანაკლებ - 1500 პიქსელი.
სასიამოვნოა ამ საიტის აღმოჩენა ჩემთვის, მაგრამ ჯერჯერობით ალბათ ვერ მოვახერხებ შესაბამისი მოთხოვნებით სურათის შემოტანას. ძალიან მაინტერესებს: რატომ არაფერია ბევშვებთან დაკავშირებით? ანუ შეგვიძლია თუ არა დიაგნოსტიკა და მკურნალობა, როცა ბავშვებს აქვთ სხვადასხვა პრობლემები?
მ.ანდღულაძე
ბავშვების დიაგნოსტირებასაც ახდენენ ჩვენი საზღვარგარეთელი სპეციალისტები ასევე შეიძლება ბაცშვების მკურნალობაც, თუ დიაგნოსტიკა ზუსტი იქნება და ამავ დროულად სწორედ მოგვაწოდებთ კლინიკის სიმპტომატიკას თუ დიაგნოსტირებას არ გაივლით!