რეგისტრირებულია: ხუთშაბათი, 23 ივლისი 2015 წ. 12:46
შეტყობინებები: 6
სქესობრივი ცხოვრებისას უსიამოვნო შეგრძნების და შარდვის დროს ოდნავი წვის ჩივილით მივმართე ექიმს. (სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები არც მე და არც მეუღლეს არ გვაქვს). შარდის საერთო ანალიზი კარგი მქონდა, ბაქტერიოლოგიურში კი ამომივიდა ნაწლავის ჩხირი. მითხრეს არ არის ეს გადამდებიო მაგრამ მაინც გაიკეთა მეუღლემაც იგივე ანალიზი და მასაც აღმოაჩნდა ეს ჩხირი. გავიკეთე სენტრამის 10 ინექცია და მეორე თვეა ვსვამ სედაცისტის ტაბლეტებს. გავიკეთე საკონტროლო ანალიზი და არ ვარ განკურნებული, ისევ მაქვს ნაწლავის ჩხირი. ექიმის თქმით ესე იოლად არ ინკურნებაო და გააგრძელე სედაცისტის დალევაო. მეუღლეს თავისმა ექიმმა დაუნიშნა 1 კვირიანი მკურნალობა, მაგრამ გააფრთხილა, რომ სანამ ცოლს ჩხირი აქვს შენს მკურნალობასაც აზრი არ აქვს თუ თავს არ დაიცავთო. როგორც ვიგებ ნაწლავის ჩხირი შარდში და ცისტიტი თანმდევი პროცესია, ანუ მიუხედავად იმისა რომ შარდის საერთო ანალიზი კარგია, მაინც მაქვს ცისტიტი? რა ზომებს მივმართო დავიბენი, მხოლოდ სედაცისტის კაფსულები მიშველის? მე და ჩემმა მეუღლემ ერთდროულად უნდა ვიმკურნალოთ? ის რომ ორივე პარტნიოს აღმოგვაჩნდა ეს დაავადება უბრალოდ დამთხვევაა თუ გადამდებია სქესობრივი ცხოვრებით? არადა უკვე დაფეხმძიმებას ვგეგმავდი:( მირჩიეთ რა რამე, რა მივიღოთ რომ განვიკურნოთ. ტკივილები სქესობრივი ცხოვრებისას შემიმსუბუქდა, მაგრამ არ გამქრალა, მოშარდვის დროსაც ხან მაქვს უსიამოვნო შეგრძნება და ხან არა. ქ.ნ მაიკო, თქვენი იმედი მაქვს. ბოდიში ამდენი შეკითხვისათვის და წინასწარ გიხდით მადლობას.
[ რედაქტირება ხუთშაბათი, 23 ივლისი 2015 წ. 13:22 ]
რეგისტრირებულია: ხუთშაბათი, 23 ივლისი 2015 წ. 12:46
შეტყობინებები: 6
კიდევ გკითხავთ აქვე, ჩემი ექიმის თქმით ნაწლავის ჩხირი შარდში არ შემიშლის ხელს დაორსულებაში და საშიშიც არ არისო და მაინტერესებს თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით. არ იმოქმედებს ნაყოფზე ეს დაავადება?
გამარჯობათ,ვარ 6 კვირის ორსული და მაქვს ცისტიტი,ადრეც მქონდა რამოდენიმეჯერ,ვიმკურნალე და მაინც გამიმეორდა.ახლაც დამეწყო რამოდენიმე დღეა და შეიძელა ორსულობის დროს მკურნალობა?როგორ მოვიქცე?
პასუხი salome1989 ნაწლავის ჩხირი ჩნდება დაბინძურებული საკვებისაგან, გადამდები არ არის, ალბათ მეუღლემაც ასეთი საკვები მიიღო. დისტანციურად თქვენი პრობლემა სამწუხაროდ ვერ მოგვარდება.
პასუხი ქეთიკახა შეიძლება, მაგრამ მკურნალობა უნდა შეირჩეს, რომ ნაყოფს და ორსულობას არ ავნოს, ამავდროულად მიზეზი არის გამოსაკვლევი რატომ გემართებათ, რაც დისტანციურად არ ხდება.
მოგესალმებით ჩემი შვილი 13 წლისაა და ვიცოდი რომ სმენის პრობლემა ქონდა მაგრამ დიდი შრომის ფასად მეტყველებაც კარგი აქვს და დიდად არასდროს შეწუხებულა სმენის პატარა დაქვეითებით,მაგრამ გული სულ მღრღნიდა რატომ არ გამოვიკვლიემეთქი.ეხლახან ჩაუტარდა აუდიოგრამა და დიაგნოზი არის მე-2 ხარისხის სმენის დაქვეითების საშუალო ფორმა როგორ მოვიქცე?