კუჭის წვის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს; პირველ რიგში კუჭის მაღალი მჟავიანობა, ქრონიკული ქოლეცისტიტი, დიაფრაგმის პრობლემები. ამიტომ კლინიკა ზუსტად მომწერეთ და პასუხსაც ზუსტად გაგცემთ.
ეს სიმპტომატიკა კუჭის პრობლემის გარდა სანაღვლე გზების პრობლემაზე მიუთითება, ამიტომ დაგინიშნავთ კომლექსურ მკურნალობას: 1 ს. კ. გლერძა, 1ს.კ. გვირილა, 1ს.კ. გვერდელა, 1ს.კ. კამის თესლი, 1ს.კ. ცოცხალი დაჭრილ კამას დაასხით 1 ლიტრი მდუღარე გააჩერეთ 30 წუთი გადაწურეთ და მიიღეთ 50 მილილიტრი 4 ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე. დილით უზმოზე მიიღეთ 200 მილილიტრი ცოცხალი სტაფილოს წვენი + 100 მილილიტრი კარტოფილის წვენი უმი (ეს რაოდენობები უნდა იყოს სუფთა წვენების და არა ინგრედიენტების), ამ წვენის მიღებიდან 30 წუთის შემდეგ გადაყლაპეთ დაახლოებით 3 გრამი თაფლის სანთელი მკურნალობის კურსი 20 დღეაა. მკურნალობთ კომლექსურად ყველაფერს აკეთებთ ერთად!!!!!!!!!!!!!!! გისურვებთ გამოჯანმრთელებას.
გამარჯობათ, დილით რომ ვდგები მარცხენა ფეხის დადგმა მიჭირს ქუსლის ტკივილის გამო, ტრავმა არ მქონია, გარეგნული დათვალიერებით ქუსლს არაფერი ეტყობა, რაღაც პერიოდის შემდეგ თავისთავად გადის, მაგრამ თუ დიდხანს მომიწია ჯდომამ, ადგომისას ტკივილი მეორდება. რისი ბრალი შეიძლება იყოს?
კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს: ფეხებზე მეტყობა კაპილარები( სიმძიმესაც ვგრძნობ და ხანდახან მტკივა კიდეც). თუ არსებობს რაიმე საშუაკლება კაპილარების მოსაცილებლად?