რეგისტრირებულია: პარასკევი, 20 აპრილი 2012 წ. 10:49
შეტყობინებები: 13
სადიაგნოსტიკო ბლანკზე გრაფაში წერია ერთ ორგანოზე და რა უნდა ვქნათ როცა გვინდა მთლიანი ორგანიზმის დიაგნოსტიკა?მაინტერესებს არის თუ არა ფასში განსხვავება ერთი ორგანოს დიაგნოსტიკასა და მღლიანი ორგანიზმის დიაგნოსტიკას შორის?
რეგისტრირებულია: სამშაბათი, 19 აგვისტო 2008 წ. 12:37
შეტყობინებები: 76
პასუხი toka-ს
ლაპარაკია მთელი ორგანიზმის დიაგნოსტიკაზე!
ბლანკში ირჩევთ ერთ ყველაზე უფრო თქვენთვის საინტერესო ორგანოს, რომელზეც გაკეთდება კონცენტარცია დიაგნოსტიკის დროს, მაგრამ მიიღებთ ასევე სხვა პრობლემური ორგანოები დიაგნოზსაც, ანუ სრულ დიაგნოზს (ფასი სრული დიაგნოზისაა!).
თქვენს მიერ მონათხრობი კლინიკიდან თქვენს დას აქვს ნეიროალერგიული ფონი, ამიტომაც ძილში, როდესაც ნერვული სისტემა შედარებით დაწყნარებულია, არ აღენიშნება პრობლემები.
აქედან გამომდინარე გირჩევთ ჩაიტაროს ფიტოთეტაპიული მკურნალობა:
1. დღეში ორჯერ ცხვირის თოთო ნესტოში ჩაიწვეთოს 4 წვეთი ნარევის: 2 წვეთი პიტნის სპირტხსნარი + 2 წვეთი წყალი;
2. მიიღოს შემდეგი ფიტონაყენი: 2 სფ.კ ორკბილა + 2 სფ.კ. ჭინჭარი + 800 მლ მდუღარე, გააჩერეთ 40 წთ, გადაწურეთ და მიიღოს 50 მლ 4-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ-ით ადრე. ნაყენი ინახება მაცივარში და მიღების წინ ცოტა შეთბება.
მკურნალობის კურსი 20 დღე.
ამავ დროულად 10 დღის განმავლობაში მიიღოს კალენდულის ფიტო წყალხსნარი ქყლის მაგივრად (დღეში 600 მლ ოდენობით): 3 სფ.კ კალენდულას (გულყვითელა - ბალახი) დაასხით 600 მლ მდუღარე, გააჩერეთ 20 წთ, გადაწურეთ და მოიხმაროს.
როზენბერგ-ჩუტორიენის სინდრომი საკმაოდ რთული დაავადებაა, იგი თანდაყოლილ დაავადებებს მიეკუთვნება, იწყება ადრეულ ასაკში სმენის დაქვეითებით და შემდგომში გადადის მხედველობის დაქვეითებაში. ასეთ დროს თავის ტვინის ტომოგრამაც უნდა იქნას გადაღებული.
რაც შემიძლია გირჩიოთ: გაიარეთ დიაგნოსტიკა საიტზე, ანკეტაში დამატებით გრაფაში მიუთითეთ თქვენი დაავადება და მისი მკურნალობის შესაძლებლობა. თუ ისინი ჩათვლიან შესაძლებლად თქვენს განკურნებას (ფიტოთერაპიული და აღმოსავლური მედიცინის საშუალებებით), აგიყვანენ სამკურნალოდ.