რეგისტრირებულია: კვირა, 28 ოქტომბერი 2012 წ. 16:56
შეტყობინებები: 5
გამარჯობათ! მე ახლახანს დავრეგისტრირდი ამ საიტზე და არც კი ვიცი, კითხვას სწორი მიმართულებით ვსვამ თუ არა. მოკლედ: მყავს 3 თვის შვილი. 2 თვის ასაკში თავის კანზე გაუჩნდა ე.წ. გნეისი. დაბანამდე რამოდენიმე საათით ადრე თავზე ვუსვამ გადმოდუღებულ საკვებ ზეთს და დაბანის დროს ვვარცხნი, მაგრამ დღემდე ვერ მოვაშორე. უფრო მოედო. იქნებ მირჩიოთ რაიმე მცენარეული საშუალება ან მზა მალამო. საგონებელში ვარ ჩავარდნილი. რა იწვევს ამ დაავადებას? უფროს ბავშვს არ ჰქონია და ამასა საიდან გაუჩნდა, არ ვიცი.
რეგისტრირებულია: ოთხშაბათი, 13 თებერვალი 2013 წ. 02:42
შეტყობინებები: 1
მოგესალმებით.ვარ 24 წლის.ყოველდღე მაწუხებს ტკივილი გულმკერდის არეში...მთელი დღის განმავლობაში იშვიათად , მაგრამ ყოველღამე არ მაძლევს დაძინების საშუალებას.3 წელიწადზე მეტია ასეა..ყოველდღე ვმუშაობ და არასწორად ვიკვებებიუმეტესად დღეში ერთხელ ან მაქსიმუმ ორჯერ მოვახერხო დროის გამონახვა საჭმელად, ისიც საღამოს 7 -8 საათისთვის..ვიცი, გამოკვლევას მირჩევთ, მაგრამ ეს ჩემთვის გამოსავალი არაა, ერთი დღეც რომ გამიცდეს სამუშაოზე გამორიცხულია.ჩემის აზრით არასწორი კვებით და შესაბამისად კუჭის პრობლემებითაა გამოწვეული ეს ტკივილები, ამას დამატებული ნევროზი...ოჯახის პირობებში თუ არის შესაძლებელი მკურნალობა? პროფილაქტიკის მიზნით რა ზომების მიღებაა საჭირო?თუ შეგიძლიათ მირჩიეთ რამე... ეს ყველაფერი გულის ნევროზის სიმპტომებია თუ სხვა რაიმე დაავადების?
რეგისტრირებულია: სამშაბათი, 19 აგვისტო 2008 წ. 12:37
შეტყობინებები: 76
პასუხუ kaxa-kaxa-ს
სწორედ თქვნთვისაა ზედგამოჭრილი ამ საიტზე დიაგნოსტიკა, სახლიდან გაუსვლელად, ან კლინიკაში წაუსვლელად. გაიარეთ დიაგნოსტიკა და გაიგებთ რა გჭირთ. მერე თუ მოისურვებთ მკურნალობაც დაგენიშნებათ (ისევ სახლიდან გაუსვლელად!).