დიაგნოსტიკისთვის ბლანკში სიმპტომების ჩამოთვლისას ის დაავადებებიც უნდა დავწეროთ რაც უკვე ვიცით რომ გვაქვს, მაგალითად დიაბეტი?.თუ რომელიმე ორგანოს დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს ისიც გამოჩნდება?მაგ.ლეიკოზი,სიმსივნე,ანევრიზმა.დიაგნოსტირების შემდეგ მკურნალობასაც თქვენვე ნიშნავთ?პასუხისთვის წინასწარ გიხდით მადლობას.
რეგისტრირებულია: სამშაბათი, 19 აგვისტო 2008 წ. 12:37
შეტყობინებები: 76
პასუხი xato-ს!
დიაგნოსტიკაში თქვენ მიიღებთ პასუხს ორგანოების და ორგანიზმის მდგომარეობის შესახებ.
მაგალითად, ნაცვლად დიაბეტისა - იქნება "კუჭუკანა ჯირკვალი გადიდებულია, ინსულინის გამომუშავება შემცირებულია. ეს თქვენთვის საკმარისი იქნება შემდგომი დაწვრილებითი ანალიზისთვის, მიზანმიმართული მკურნალობისთვის შესაბამის სპეციალისტთან.
ამ დიაგნოსტიკის გამორჩეული უპირატესობა ისაა, რომ ერთბაშად თქვენ მთელ ორგანიზმში ძირითად პრობლემებს გებულობთ ძვირადღირებული საერთო გამოკვლევების ნაცვლად. გამოვლენილი რომელიმე პრობლემის სპეციფიური მკურნალობა კი კონკრეტულ სპეციალისტთან ხდება.
სიმსივნე და ანევრიზმა დგინდება.
რაც შეეხება სისხლის დაავადებებს (მაგ. ლეიკოზი) ეს მხოლოდ ბიოქიმიური ანალიზით დგინდება და ამ დიაგნოსტიკაში ვერ გამოვლინდება.
მკურნალობას ისინი დანიშნავენ, თუ აგიყვანეს სამკურნალოდ.