პასუხი: დისბაქტერიოზი არის ნაწლავებში ბაქტერიების ნორმალური წონასწორობის დარღვევა, როდესაც დადებითი (საჭმლის მომნელებელი) ბაქტერიების რაოდენობა მცირდება, ხოლო უარყოფითი (პარაზიტული) ბაქტერიების რაოდენობა შეიძლება გაზრდილიც იყოს. ანსხვავებენ წვრილი ნაწლავის დისბაქტერიოზს და მსხვილი ნაწლავის დისბაქტერიოზს. ზოგადად დადებითი ბაქტერიების მეშვეობით ნაწლავებში ხდება საკვებიდან გამომუშავება ვიტამინების (საკვებში არის პროვიტამინები - ვიტამინების წინა სახე), ნახშირწყლების, ცხიმების და საკვების ასათვისებელ სახემდე მიყვანა. მათი რაოდენობის შემცირების მიზეზებია:
ა) იმუნიტეტის დაქვეითება;
ბ) ხანგრძლივი ანტიბაქტერიული მკურნალობა;
გ) გარკვეული ფერმენტების დაქვეითებული გამომუშავება.
დისბაქტერიოზის დროს ხშირად ჩაკეტილი წრე იქმნება: ვიტამინების გამომუშავების დაქვეითება (განსაკუთრებით B ჯგუფის) აქვეითებს იმუნიტეტს, რაც თავის მხრივ ზრდის არასასურველ ბაქტერიებს (მაგ. სტაფილოკოკებს) ორგანიზმში და მათ შორის ნაწლავებში, რომლებიც ავიწროებენ დადებით ბაქტერიებს, ეს კიდევ უფრო ამძიმებს ნაწლავების მიკროფლორას. მკურნალობის მთავარი პრინციპი: შეიქმნას დადებითი ბაქტერიებისთვის გასამრავლებელი გარემო! ხელოვნურ ბაქტერიულ პრეპარატებს დიდი შედეგი ამ დროს ვერ მოაქვს.
გარდა ადრე მოყვანილი რეცეპტისა (იხ. რეცეპტი №53) გთავაზობთ დისბაქტერიოზის სამკურნალო კიდევ ერთ ფიტო რეცეპტს:
3 ს.კ. კამის თესლი + 2 ს.კ. კრაზანა + 3 ს.კ პიტნა + 2 ს.კ. კუნელი (წითელი) + 1 ს.კ. გვირილა. ფიტო ნაკრები კარგად დაიფშვნას და აირიოს. ამ ნარევიდან იღებთ 2 ს.კ., დაასხით 300 მლ მდუღარე, გააჩერეთ 30 წთ, გადაწურეთ და მიიღეთ 150 მლ დილას და ისევ 150 მლ საღამოს ჭამიდან 1 საათის შემდეგ.
მკურნალობის კურსი არის 1 თვე და 10 დღე, რომლის პერიოდში კატეგორიულად იკრძალება ცხარე, მჟავე საჭმელები, გაზიანი და ალკოჰოლიანი სასმელები.
[ რედაქტირება ხუთშაბათი, 24 იანვარი 2013 წ. 10:45 ]