პასუხი ni1983-ს გაიკეთეთ გამორეცხვა შემდეგი ფიტონაკრებით: 1 ს.კ. გულყვითელა + 1 ს.კ. ჭინჭარი+ 1 ს.კ. ორკბილა+ 1 ს.კ. სალბი +1 ს.კ. გვირილა +1 ს.კ. ვირისტერფა დაასხით 1,5 ლიტრი მდუღარე გააჩერეთ 20 წუთი გადაწურეთ გააგრილეთ და გაიკეთეთ დღეში ერთხელ გამორეცხვა სასურველია ღამე ძილის წინ, ამავდროულად 10 დღის განმავლობაში თქვენ და მეუღლემ მიიღეთ გულყვითელას ნაყენი: 30 წვეთი გულყვითელას სპირტხსნარი ცოტა წყლით 4 ჯერ დღეში მკურნალობის კურსი 10 დღე!!!!!!!!!!!
რეგისტრირებულია: სამშაბათი, 20 ნოემბერი 2012 წ. 06:19
შეტყობინებები: 2
ვარ 24 წლის გოგო, მქონდა სასქესო ორგანოზე სოკო, გამიჩნდა წვრილი გამონაყარი, რაზეც გინეკოლოგმა მითხრა რომ არაფერი არ იყო, ვიმკურნალე 10 დღე, ვხმარობდი ციტეალს, სანთლებს, მაზს... ქავილი და გამონადენი შემიჩერდა, მაგრამ გამონაყარი ისევ მაქვს ბაგეებზე, ვფიქრობ ბოლომდე არ განვიკურნე და თუა ეს შესაძლებელი, რომ მხოლოდ ერთი სახის სიმპტომი დამრჩენოდა? რას მირჩევთ? ბოლომდე რომ მივიყვანო მკურნალობა. დიდი მადლობა.
რეგისტრირებულია: სამშაბათი, 20 ნოემბერი 2012 წ. 06:19
შეტყობინებები: 2
იგივე პრეპარატებით? იმ გინეკოლოგს ვეღარ ვენდობი. დიდი მადლობა პასუხისთვის. კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს, მენსტრუაცია მქონდა ამ ტვეში, ორი დღის უკან სქესობრივი აქტი მქონდა და დღეს უმიზეზოდ წამომივიდა სისხლი, რისი ბრალი შეიძლება იყოს?
პასუხი pikaso-ს კლინიკას რასაც თქვენ ასახელებთ მიგვანიშნებს ორგანიზმში არსებულ ინფექციაზე, ზოგადად ხართ გამოსაკვლევი, გირჩევთ გაიაროთ საიტზე უფასო დიაგნოსტიკა, ვნახოთ კვალიფიცირებული ექიმები რას გეტყვიან!
[ რედაქტირება ოთხშაბათი, 21 ნოემბერი 2012 წ. 00:23 ]
რეგისტრირებულია: ხუთშაბათი, 14 მარტი 2013 წ. 12:29
შეტყობინებები: 1
მოგესალმებით. სასქესო ორგანოზე მაქვს ქავილი როგორც შიგნით ასევე გარედან. განსაკუთრებით მაწუხებს ღამე.ძილშიც კი.ვფირობ რო ეს სოკოა. იქნებ მირჩიოთ როგორ ვიმკურნალო სახლის პირობებში?