სანამ კენჭის დაშლაზე მიდგება საქმე, ჯერ უნდა ექოსკოპიით დაადგინოთ, თუ რა ადგილზეა კენჭი, რადგნა დაშლლის პროცესმა არ გამოიწვიოს კენჭის დაძვრა და შემდგომ გაჭედვა სანაღვლე სადინარში და მერე საოპერაციო არ გახდეთ.
ასე ბრმად არ დაიწყოთ თვითმკურნალობა! ეს რისკის შემცველია.
რეგისტრირებულია: სამშაბათი, 29 იანვარი 2013 წ. 20:15
შეტყობინებები: 3
გამარჯობა, ვარ 22 წლის და ნაღვლის ბუშტში აღმომაჩნდა კენჭები,რაც გენეტიკურია, ეხოზე რომ მივედი ექიმმა ამოიჭერიო. რისი წინააღმდეგიც ვარ. ( გთხოვთ მირჩიოთ რამე მკურნალობას აქვს თუ არა აზრი ,და კენჭის დატოვება არის თუ არა საშიში? და კიდევ, ბავშვის გაჩენას ხელს უშლის თუ არა? ( მადლობა
სანათური არის ნაღვლის ბუშტიდან გამომავალ სადინართან ადგილი.
ექოსკოპიისას უნდა დაზუსტდეს კენჭების მდებარეობა. თუ ნაღვლის ბუშტის გამოსასვლელთან (სანათურთან) ახლოსაა კენჭი, დიდი ალბათობაა მკურნალობისას დაიძრას და იქვე გაიჭედოს. თუ გამოსასვლელიდან შორსაა, მკურნალობისას იქვე (ბუშტშივე) დადნება.
განმეორებითი ექოსკოპია დაგჭირდებათ და ექოსკოპისტს სთხოვეთ დაგიზუსტოთ კენჭების მდებარეობა.