საერთოდ ორგანიზმს მოვლა და გაფრთხილება სჭირდება. ამის საშუალებას იძლევა თითოეული ორგანოების გაწმენდვა. კერძოდ თირკმელისათვის აუცილებელია გაწმენდვის პროცედურა, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: პირველი დღე არის მოსამზადებელი; აიღეთ 2 სუფრის კოვზი მინდვრის შვიტას დაასხით 250 გრამი მდუღარე, გააჩერეთ ერთი საათი, გადაწურეთ და მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში ყლუპ-ყლუპით. მთელი დღე მიირთვით 300 გრამი მოხარშული ბრინჯი (მრგვალი)-უმარილო და 200 გრამი მოხარშული უცხიმო ხორცი, წყლის მაგივრად კალენდულას წყალხსნარი: (დამზადების წესი 4 სუფრის კოვზი კალენდულას ბალახი დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე, გააჩერეთ 30 წუთი, გადაწურეთ და მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში). მეორე დღეს წყლის მაგივრად ისევ კალენდულა იგივე რაოდენობით, ასევე აიღეთ 2 სუფრის კოვზი სტაფილოს თესლი დაასხით 400 გრამი მდუღარე გააჩერეთ მთელი ღამე დილით წამოადუღეთ 5 წუთი, გადაწურეთ და მიიღეთ მთელი დღე ყლუპ-ყლუპით. პირველი დღის დიეტა გრძელდება მეორე დღესაც. ეს პროცედურა კეთდება წელიწადში ერთხელ.
გამარჯობათ, მეგობარს რომელიც 26 წლისაა, აქვს კისრის დაჭიმულობა და თავის ტკივილი, უთხრეს შეიძლება ოსტეოხონდროზი ან ნერვიული აშლილობა იქნება მიზეზიო. რას ურჩევთ რა ფიტოთერაპიული კურსი მოუხდება?