გამარჯობათ! ჩემს შვილიშვილს ფეხზე ოდნავ ჩამოკაწრა(უსისხლო ნაკბენი) კერძო სახლის ეზოში მცხოვრებმა კატამ!...ბავშვს გავუკეთეთ შრატი ორჯერადად,ახლა გვინდა წაყვანა დასასვენებლად ზღვაზე! გთხოვთ მირჩიოთ,საშიშია თუ არა შრატის გაკეთების შემდგომ ზღვა ბავშვისთვის! ..წინასწარ უღრმესი მადლობა!
რეგისტრირებულია: ოთხშაბათი, 30 დეკემბერი 2015 წ. 02:27
შეტყობინებები: 1
გამარჯობა. გაწუხებთ, რადგანაც 10 წლის ბავშვს უკვე 4-ჯერ აქვს ჩატარებული ვაქცინაცია ცოფზე, მხოლოდ ყოველთვის არასრული - 3 ნემსი. ბოლო შემთხვევა გვქონდა შარშან ზაფხულში (2014 წლის აგვისტოში). ვცხოვრობთ სოფელში (დაბა წაღვერი). ამ საღამოს შინაურმა ძაღლმა, რომელიც არ არის ცოფზე აცრილი, კბილი წაავლო ფეხზე, ბავშვს ეცვა თბილი ბამბაზიის შარვალი. შარვალი დაზიანებული არაა, ბავშვს ფეხზე ეტყობა ნაკბილარები, დალურჯებაც, თუმცა კანის ზედაპირი დაზიანებული არ ჩანს და წყალბადის ზეჟანგი არ აქაფდა. ნატკენი ადგილი დაუყოვნებლივ კარგად ჩამოვბანე სარეცხის საპნით, დავასხი ზეჟანგი. თუ არის მიზანშეწონილი ისევ აცრების გაკეთება, თუ შეიძლება, რომ ცხოველს 10 დღე დავაკვირდეთ და აღარ გავაკეთოთ ამდენჯერ აცრა? ბოდიში, რომ გაწუხებთ წინასაახალწლოდ, მაგრამ ძალიან ვნერვიულობ.