რეგისტრირებულია: ოთხშაბათი, 03 თებერვალი 2016 წ. 16:01
შეტყობინებები: 2
გამარჯობა. 4 წლის ბიჭს დაუდგინდა მონონუკლეოზი 2 თვის წინ. შემდეგ გაგვირთულდა ძლიერი ალერგიით, კონიუქტივიტით. ამჟამად უკვე თვეზე მეტია აქვს ღამით ოფლიანობა შუბლზე, ყელზე და ტანის ზედა ნაწილში უპირატესად მხოლოდ როცა დაიძინებს სადღაც ღამის 3-4 საათამდე. კანიც ცივი აქვს, ტემპერატურა 35-36 ფარგლებში. ღამის 4 საათის შემდეგ კანიც უთბება და ოფლიანობაც ქრება. მაინტერესებს ეს მონონუკლეოზის ბრალია თუ არა, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს და თუ შესაძლებელია რამით ვუმკურნალო.მადლობა წინასწარ