qrani, ჩემს დას უკვე სამი წელი იქნება, რაც ჩხვლეტები (ნემსი რომ შეგერჭობა) აწუხებს ნაღველთან. ხანდახან იძახის - თითქოს ფეთქავს, ერთი ორჯერ ღამე ძლიერი ტკივილიც ჰქონდა. კუჭზე გადადიოდა და სუნთქვა უჭირდა, თან აქვს ყრუ ტკივილი. რისი ბრალი შეიძლება იყოს? ძალიან მაინტერესებს და რას გვირჩევთ? მადლობა.
თქვენი ნაამბობი კლინიკით ნაღვლის ბუშტის ანთება უნდა ჰქონდეს ალბათ პირი უმწარდება ხოლმე; მიეცით ”რაფაქოლინ-ც”1 აბი 3-ჯერ დღეში და ”წუბაჟი” თაფლით და ბორჯომით. რეცეპტი ფორუმზე მივწერე ვიღაცას და ნახეთ.
რეგისტრირებულია: სამშაბათი, 07 ივნისი 2011 წ. 13:02
შეტყობინებები: 3
გამარჯობა! ძალიან მიხარია ეს საიტი რომ აღმოვაჩინე. დამაინტერესა, რომ წავიკითხე. შეკითხვა მაქვს: მაქვს გადატანილი ტუბერკულიოზი, სამჯერ შემხვდა. ეხლა რომ ვიმკურნალე, გავიდა 5 წელი. ხშირად ვცივდები, შარშან გავცივდი და კონტროლზე გავედი. არაფერი მქონდა ფილტვებში. ეხლა გავცივდი და სამი დღე მქონდა 38-ი სიცხე. ერთი თვის წინ მივიღე რაღაც ცხელი ჩაიები და ფერვეკსი. სიცხემ დამიკლო, აღარ მქონდა. ეხლა ცოტა ხველაც დამიტოვა და საღაამოობით სიცხეს ვიზომავ და მაქვს37-ი. თითქმის ყოველდღე. შეიძლება გავიდეს დღე და არ მქონდეს. ცოტას დილით რომ ვდგები, მახველებს. შემდეგ - არა. ხანდახან მახველებს. ვსვამ ლიმონიან ჩაის და მეშინია, ფილტვში ხომ არ დამრჩებოდა რამე. ისე, რაც ახასიათებს ტუბს, სიპტომები არ მაქვს. ჭამის მადაც კარგი მაკვს. არც წონასჰი მომიკლია და არც ოფლიანობა მაქვს ღამით და არც სისუსტე და ამ სიცხეს ვერ ვხდები რატომ უნდა მაძლევდეს? ან ხველებითაც ხანდახან რატომ მახელებს. დამიტოვა გრიპმა ერთი თვეა უკვე და თუ შეგიძლიათ მირჩიეთ რამე. მადლობა წინდაწინ.
ხელის გარე ზედაპირზე არის თირკმელების შესატყვისი წერტილები, რომლებიც ცივ წყალში რეაგირებენ რასაკვირველია, როდესაც თირკმელების პრობლემები არის, ამიტომ თირკმელები არის სამკურნალო ასევე თირკმლის ზედა ჯირკვლებიც.
ტუბერკულიოზი და ფილტვის პრობლემები უშუალოდ დაბალი - სუსტი იმუნური სისტემის ბრალია.
რაც შეეხება თქვენს კლინიკას: კარგი იქნება ვინმე კვალიფიციური ექიმი თუ მოისმენს თქვენს ფილტვებს, რომ რამე არ გამოგეპაროთ. რაც შეეხება სუფებრულ ტემპერატურას - არ არის სასურველი, ასე დიდხანს რომ გაქვთ გაგრძელებული. ამიტომ გირჩევთ ექიმს მოასმენინოთ ფილტვები და მიიღოთ პროფილაქტიკის მიზნით:
200 გრამი მარწყვის წვენი დილით უზმოზე;
დღეში ერთხელ 1 ცალი გაწურული ლიმონის წვენი;
300 მილილიტრი ქერის და შვრიის ნახარში დღეში ერთხელ: 100 გრამი ქერი, 100 გრამი შვრია +11/2 ლიტრი მდუღარე წყალი ადუღეთ, რომ გახდეს 1 ლიტრი, გადაწურეთ და მიიღეთ 20 დღის განმავლობაში ეს ყველაფერი კომპლექსურად.