რეგისტრირებულია: სამშაბათი, 16 თებერვალი 2016 წ. 22:42
შეტყობინებები: 3
გამარჯობა. მაქვს ასეთი შეკითხვა: მაქვს ნევროზი. ორი თვეა ვმკურნალობ ნევროლოგთან. ვსვამდი ბუსპირონს და ბეტამაქს. დაახლოებით სამი კვირის წინ გათავების დროს გულმკერდის არეში ტკივილი ვიგრძენი, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოსდა ჯანგბადი არ მიეწოდებოდა გულს, ასევე შარდზე გასვლის დროს ანალოგიურად მემართებოდა მაგრამ არა იმ სიმძაფრით რაც სექსუალური აქტის დროს. გავესინჯე კარდიოლოგს და გულზე არანაირი პრობლემა არ მაქვს. ახლა ვსვამ რექსეტინს რომელიც კარდიოლოგმა გამომიწერა(დღეში 1/2 აბს) . ასევე მჭირს მიოზიტი გულმკერდის არეში და ამის გამო ვიგებ კოდიფენ ნეიროს. ჩემი კიტხვა შემდეგში მდგომარეობს: 1. ნევროლოგის მიერ დანიშნულ ბეტამაქს და ბუსპირონს აღარ ვიღებ ,რადგანაც კარდიოლოგმა რექსეტინის მიღება მირჩია და რექსეტინს ვსვამ- მაინტერესებს რამდენად სწორად ვიქცევი? 2. გათავების დროს გულმკერდის არეში ტკივილი არის თუ არა ნევროზის ან მიოზიტის ბრალი? მადლობა წინასწარ.
რეგისტრირებულია: ორშაბათი, 14 იანვარი 2013 წ. 16:41
შეტყობინებები: 27
ქალბატონო მაია,3-4 თვის უკან ვიყავი ძალიან ცუდად გემოგლობინი მქონდა დაბალი , წნევაც დაბალი და სისხლძAრღვების შევიწროება , დიდხანს ვერ გამოვედი მდგომარეობიდან და ამის გამო დამეწყო შიშები და დამემართა ნევროზი. დანიშნული მქონდა მედაზეპამი, ორნოვინი და მილდრონატი .წნევები დაბალი მაქვს ისევ და ნევროზი ისევ მაქვს და დეპრესიაც დამეწყო, ღამით არ მძინავს კარგად. თქვენ დამინიშნეთ ადრე 'ვამელანი' და ''ბენევრონი ბფ'' , ეს სამი დღეა ვსვამ და არამიშავს ,რა მინდა გთხოვოთ, ვამელანს რომ ვსვამ მამშვიდებს მაგრამ ღამე მაინც არ მძინავს კარგად და მეღვიძება ხშირად დღეც მინდა დავიძინო და ვერ ვიძინებ. რა შეიძლება რომ მივიღო იქნებ დამეხმაროთ .
რეგისტრირებულია: ოთხშაბათი, 11 იანვარი 2017 წ. 21:09
შეტყობინებები: 3
გამარჯობათ გადავიღე მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია მ.რ.ტ. კვლევებით გთხოვთ ამიხსნსთ რას ნიშნავს რადიოლოგის მიერ დაწერილი დასკვნა,ტერმინებმა შემაშინა იმის მიუხედავად,რომ თვითონ რადიოლოგიც და ნევროლოგიც მამშვიდებდნენ,რომ ეს დასკვნა არაა სანერვიულოო და ასაკთან ერთად ყველას ემართებაო,მე მაინც ვნერვიულობ დამინდა მოვისმინო თქვენი აზრიც, დასკვნა; მ.რ,ტ. კვლევებით ვლინდება ფრონტო-პარიეტალური კორტიკალური ატროფიის ქრონიკული პერივასკულური და პერივენტრიკულური ლეიკოენცეფალოპათიის მ.რ. ნიშნები მადლობთ პასუხისთვის