რეგისტრირებულია: კვირა, 28 ოქტომბერი 2012 წ. 16:56
შეტყობინებები: 5
დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩემს პრობლემაზე გამოხმაურებისათვის. კიდევ მაწუხებს ასეთი რამ: მაქვს თავბრუსხვევა ხოლმე. ზოგჯერ დამჯდარი რომ ვარ, მაშნაც ვგრძნობ (ეს იშვიათადაა). როცა ძირს დავიხრები ან ჩავიცუცქები რამდენიმე წუთი, ადგომისთანავე თვალებში მიბნელდება და თავბრუ მეხვევა. თუ მაშინვე არ დავჯექი, შეიძლება წონასწორობა ვერ შევინარჩუნო... საერთოდ ვატარებ დაბალ წნევას:100/60 და არ მაწუხებს . უფრო დაბალიც მაქვს ხოლმე, მაგრამ ამას ვერ ვუკავშირებ ჩემს თავბრუხვევებს. ამ ბოლო დროს მეხსიერებაც გამიუარესდა. სამსახურში საკმაოდ დაძაბული რეჟიმი მაქვს. კომპიუტერთანაც მიწევს დიდხანს ჯდომა. გადაღლილობის ბრალი შეიძლ;ება იყოს თუ უფრო სერიოზულია რაიმე?
რეგისტრირებულია: კვირა, 28 ოქტომბერი 2012 წ. 16:56
შეტყობინებები: 5
nica1379 დაწერა ... დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩემს პრობლემაზე გამოხმაურებისათვის. კიდევ მაწუხებს ასეთი რამ: მაქვს თავბრუსხვევა ხოლმე. ზოგჯერ დამჯდარი რომ ვარ, მაშნაც ვგრძნობ (ეს იშვიათადაა). როცა ძირს დავიხრები ან ჩავიცუცქები რამდენიმე წუთი, ადგომისთანავე თვალებში მიბნელდება და თავბრუ მეხვევა. თუ მაშინვე არ დავჯექი, შეიძლება წონასწორობა ვერ შევინარჩუნო... საერთოდ ვატარებ დაბალ წნევას:100/60 და არ მაწუხებს . უფრო დაბალიც მაქვს ხოლმე, მაგრამ ამას ვერ ვუკავშირებ ჩემს თავბრუხვევებს. ამ ბოლო დროს მეხსიერებაც გამიუარესდა. სამსახურში საკმაოდ დაძაბული რეჟიმი მაქვს. კომპიუტერთანაც მიწევს დიდხანს ჯდომა. გადაღლილობის ბრალი შეიძლ;ება იყოს თუ უფრო სერიოზულია რაიმე?
რეგისტრირებულია: კვირა, 28 ოქტომბერი 2012 წ. 16:56
შეტყობინებები: 5
დიდი მადლობა მაიკო. დაბალი ჰემოგლობინისაკენ მიდრეკილება ნამდვილად მაქვს. აუცილებლად ავიღებ. 3 თვის წინ ვიმშობიარე. ორსულობისას ჩემი ჰემოგლობინი 66-ს არ ჩამოსცილებია. 68 მქონდა მშობიარობისას. ახლობელმა მითხრა, რომ შესაძლოა სისხლძარღვების შევიწროვება გქონდესო. ხშირად მაქვს დაბალი წნევა. გუშინ, მაგალითად, 80/30-ზე მქონდა. შაქრიანი წყალი დავლიე და საღამოს 80/45-მდე მოიმატა. თავსაც უკეთ ვგრძნობდი. კიდევ ერთი რაღაც მინდა გკითხოთ: აღნიშნული საიტიდან მიღებული რჩევის მიხედვით ვმკურნალობ ჩემს 3 თვის გოგონას (გნეისი აქვს). ვუსვამ აბუსალათინის ზეთს დღეში 3-ჯერ. (კურსი 20 დღიანია). უკვე მე-8 დღეა და შედეგი ჯერ არ ჩანს. თავზე ნადები უფრო გაუუხეშდა, გაუსქელდა და თავის კანიც გაუწითლდა. თმები თითქმის სულ გასცვივდა. ზეთმა უარყოფითად ხომ არ იმოქმედა-მეთქი - ვფიქრობ.
რეგისტრირებულია: კვირა, 28 ოქტომბერი 2012 წ. 16:56
შეტყობინებები: 5
ბავშვს თავზე გნეისი ჰქონდა. დღეს მყავდა პედიატრთან და ალერგიული დიათეზის გენერალიზებული ფორმა დაუდგინა. დაუნიშნეს ჰუმანას ჩაი, ნახშირი, ფენისტილი ან პარლაზინი და სპეციალური მალამო, რომელსაც ადგილობრივი ფარმაცევტი ამზადებს და სახელი არ ვიცი.