რეგისტრირებულია: ოთხშაბათი, 25 ოქტომბერი 2017 წ. 21:09
შეტყობინებები: 1
გამარჯობა ყველას. მოკლედ, 7 თვე შეუწყვეტლად ვსვამ ჰორმონულ პრეპარატს (ნოვოფემი), რომელიც ექიმმა გამოკვლევების შემდეგ დამინიშნა - საკვერცხეები ესტეროგენების ნაკლებობის გამო, პატარავდება და ფუნქციას კარგავს. მკურნალობის დაწყებამდე 6 თვე მენსტრუაცია არ მქონია. პრეპარატის მიღების პერიოდში რამდენჯერმე მქონდა მენსტრუაციის სიმულიაცია. უკანასკნელი 3 თვე (შეიძლება 4-იც) ეს მოჩვენებითი მენსტრუაციაც არ მქონია. გუშინ ვიყავი ექიმთან და ისევ გამიგრძელა პრეპარატი, მაგრამ რადგანაც სამუშაო დღის ბოლოს მივედი, ასევე, არ ვიყავი ჩაწერილი, ამიტომ, კონსულტაციას ვერ გავივლიდი (ეს პოლონეთში ხდება), ექიმმა მითხრა, რომ კიდევ ერთი თვე მივიღო პრეპარატი და შემდეგ ხელახალ გამოკვლევაზე მივიდე. რაღაცნაირად ძალიან ბევრი მეჩვენება 8 თვე გადაბმულად ჰორმონების მიღება, თუ შეიძლება?ასევე, მაინტერესებს, თუკი რომელიმე თქვენთაგანს აქვს გამოცდილება: კლიმაქსის დაწყებისას (42 წლის ვარ), ალებთან ბრძოლა მცენარეული პრეპარატით (ან ნაკრებით) თუ არის შესაძლებელი. ბევრი წავიკითხე ცაცხვისა და სალბის ნახარშზე. მინდა ვცადო, მაგრამ ჰორმონებთან ერთად, როგორც მითხრეს, აზრი არა აქვს მიღებას.ძალიან დამავალებთ, თუკი გაქვთ მსგავსი გამოცდილება და გამიზიარებთ.მადლობა.
რეგისტრირებულია: სამშაბათი, 12 დეკემბერი 2017 წ. 12:52
შეტყობინებები: 1
მოგესალმებით, სულ ვკითხულობ, მიყვარს ეს საიტი, ტუ შეიძლება მიპასუხეთ ფუტკრის დიდნდგილი ყოველ დღე რომ მივიღო, უშვილობის დროს დამეხმარება მადლობა წინსწარ