ფეხზე დღეში 3-ჯერ წაისვით კალენდულის სპირტხსნარი, რომ შეშრება შეიზილეთ კალენდულის მალამო. ორივე კომპონენტი იყიდება აფთიაქში. მკურნალობის კურსი 15 დღე. ღამე გაიკეთეთ ფეხის აბაზანა 1ს.კ. ზღვის მარილი 1 ლიტრი წყალი.
ვარ 27 წლის. სახე მიცხიმიანდება საშინლად და ამავე დროს მაქვს გამონაყარი თითქმის 14 წლიდან. მრავალი გზის მკურნალობა ჩავიტარე უშედეგოდ. წესის წინა დღეებშI მაყრის სახეზე და გრძელდება დაახლოებით 2 კვირა და მერე ისევ მიწყნარდება. ასე მეორდება ყველა თვე.. კუჭ-ნაწლავის მოწესრიგებული მაქვს.. ერთადერთი ჰორმონზე არ მიცდია ანალიზის გაკეთება, რომელი ჰორმონის ბრალი შეიძლება იყოს ან ანალიზი რომელზე გავიკეთო რომ ეს პრობლემა შემცირდეს..
სისხლის საერთო ანალიზი, და tsh დამჭირდება ე.ი ხომ? ამით გაგახსენებთ ჩემს თავს არ დამივიწყოთ გთხოვთ, 1 თვეში გავიკეთებ ზუსტად და მოგწერთ პასუხებს. თუმცა 2 წლის უკან გავიკეთე ორივეზე ანალიზი მაგრამ ვერ ვიმკურნალე, პასუხები ახლაც მაქვს და აზრი არ აქვს მის შენახვას თუ გითხრათ ეს პასუხები??
2 წლის უკან რაც გავიკეთე ასეთი იყო პასუხები: tsh იყო 3,8.. და T3 გავიკეთე კიდევ 0,5 იყო ამის პასუხი.. სისხლის ბიოქიმიური ანალიზი კი ასეთი იყო: საერთო ცილა-4,2.. ალბუმინი-42.. ალობულინები a1 იყო 1,8.. a2 -4,6.. g იყო 3,6 და y- 8,2.. თუ საჭიროა კიდევ გავიკეთებ და მოგწერთ, გამაგებინეთ გთხოვთ პასუხი.. წინასწარ უღრმეს მადლობას გიხდით..