ჯერ კიდევ ძველთაგანვე ღვინო ითვლებოდა შეუცვლელ ენერგიის წყაროდ. ჰიპოკრატე აღნიშნავდა, რომ ”ღვინო საოცრად ეგუება ადამიანის ორგანიზმს”. ის ისეთი ფორმულისაა, რომ მისი ”წაკითხვა” ადამიანის ორგანიზმს იოლად შეუძლია. ყურძნის ღვინო შედგება ვიტამინებისაგან, როგორიცაა P, PP, C და B ჯგუფის ვიტამინები, რომლებიც ადამიანის ორგანოებზე დადებითად მოქმედებენ. დამტკიცებულია, რომ წითელი ღვინო 18.00-დან 21.00-საათამდე იწვევს სისხლში განსაკუთრებული ნივთიერებების წარმოქმნას, რომელიც ხელს უშლის სისხლძარღვებში თრომბის (ბერძ. thrombos - შენადედი) წარმოქმნას. ამავდროულად იგი დამღუპველად მოქმედებს კიბოს უჯრედებზე. მაგრამ ღვინის რაოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს დღეში 200-გრამს. წითელი ღვინო ანადგურებს თავისუფალ რადიკალებს, ვირუსებს და ბაქტერიებს. გაცივების დროს რეკომენდირებულია 200-გრამი წითელი ღვინო + 30 გრამი შაქარი + 2 ცალი მიხაკი + ½ ჩ. კ. დარიჩინი, აურიეთ კარგად და მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში ყლუპ-ყლუპით. ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისათვის ყოველ დღე 25 გრამი ღვინოს მიღება აუცილებელია; ქოლესტერინის დონეს სისხლში კარგად არეგულირებს თეთრი (ტანინიანი) ღვინო 200 გრამი დღეში; მოტეხილობის და დაჟეჟილობის დროს სასურველია 100 გრამი თეთრი ღვინო დილით და საღამოს. იგი აადვილებს ძვლის შეხორცებას და დაჟეჟილი ადგილების სწრაფად მორჩენას. თუ თეთრი ღვინო არ გსიამოვნებთ, შეიძლება მიიღოთ 200 გრამი წითელი ღვინო სადილზე. შენიშვნა: გირჩევთ გაიაროთ სრული დიაგნოსტიკა, რადგან არცერთი დაავადება ერთ ორგანოში არ წარმოიშვება სხვა ორგანოებში დარღვევების გარეშე. მხოლოდ კომპლექსური მკურნალობის შემთხვევაში აქვს ამ რეცეპტს დადებითი შედეგი. გაგიჩნდათ კითხვები - მიმართეთ საიტის ფორუმს!