დიაგნოსტიკა ბერძნული სიტყვა ”Δυαгнσςтυкσς”-გან (დიაგნოსტიკოს) წარმოსდგება და ნიშნავს გამოცნობის უნარს. იგი მოიცავს ავადმყოფის ყოველმხრივ შესწავლაზე დაფუძნებულ საექიმო დასკვნას. როგორც წესი დაავადების დასადგენად აუცილებელია საკმაოდ მრავალი ნიშნის ან მათი კომბინაციების გამოცნობა, ამ ნიშნების გამოვლენის განსაზღვრა და სხვა, რადგან მრავალ დაავადებას შეიძლება ჰქონდეს მსგავსი ნიშნები (მაგ.; თავის ტკივილი, შემცივნება, პირღებინება და სხვა). დაავადების ვადების გამოსაცნობად მიმართავენ დიფერენციაციას კლინიკური სიმპტომების, ლაბორატორიული, რენტგენოლოგიური და სხვა მონაცემების ერთმანეთთან შედარებისა და ლოგიკური მსჯელობის საფუძველზე. ხდება მსგავსი ნიშნების მქონე დაავადებების დიაგნოზის დასაბუთება, რაც აქვს ავადმყოფს. ინფორმაციულ-სიმპტომატიური დიაგნოსტიკა, რომელიც უშუალოდ პაციენტის გარეგანი თუ შინაგანი დაკვირვებების შედეგად წარმოებს. ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღრიცხვამდე ფართოდ იყო გავრცელებული ინფორმაციულ-სიმპტომატიური დიაგნოსტიკა, რომელიც ეფუძნებოდა ავადმყოფი ადამიანის ხასიათს, მის გუნება-განწყობილებას, მის აზრებს, ქცევის და საუბრის მანერებს, მიხვრა-მოხვრას, მის მიერ დახატულ ფიგურებს. ყოველივე ამის და მასთან თანდართული ვიზუალური მხარის (თვალის და სახის ფერი, გამომეტყველება, ენის ფერი, შარდის ფერი, ხერხემლის მდგომარეობა) მეშვეობით საშუალება ეძლეოდათ იმდროინდელ ექიმებს ავადმყოფისათვის დაესვათ დიაგნოზი, რომელიც იქნებოდა ზუსტი და არ გამოიწვევდა ცდომილებებს. ჩინელები წერენ, რომ ენის უბნებით, რომლებიც შესაბამის ორგანოებს განსაზღვრავენ, შეიძლება დაისვას დიაგნოზი ღვიძლის, ელენთის, კუჭის, ფილტვის და გულის მდგომარეობის შესახებ. ზონა 1. გული და ფილტვები; ზონა 2. კუჭი და ელენთა; ზონა 3. თირკმელები, შარდის ბუშტი და ნაწლავები; ზონა 4. ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი.
ტრადიციული ჩინური მედიცინა თვლის, რომ ენა არის სარკე, რომელიც აირეკლავს შინაგან ორგანოების მდგომარეობას. ნორმალურ მდგომარეობაში ის უნდა იყოს ზომიერად სველი, ღია წითელი ფერის, დაფარული მსუბუქი თეთრი ნადებით. ჯანმრთელი ადამიანის ენას აქვს ღია ვარდისფერი შეფერილობა და გლუვი ზედაპირი. იგი დაფარულია დვრილებით. ეს დაახლოებით 10000-მდე გემოვნების, სითბური და ბიოქიმიური ანალიზატორია, რომლებიც გვატყობინებენ მჟავე, მლაშე თუ ტკბილია საკვები, რამდენად ცხელია თუ ცივი იგი და სხვა. ისინი დაკავშირებულია არა მარტო ნერვულ სისტემასთან, არამედ კუჭ-ნაწლავთან. კარგი ექიმი დღესაც კი ენის საშუალებით არკვევს პაციენტის მდგომარეობას, ცნობილია, რომ ენაზე ნაცრისფერ-თეთრი სოკოსებრი ფიფქები მოწმობს კუჭის მდგომარეობის გაუარესებას. ენის საიდუმლოებას ნაზიარები ადამიანი არ შეიძლება დიაგნოსტიკის ამგვარი მეთოდის საიმედეოობამ და სისწრაფემ არ განაცვიფროს. ეს მეთოდი საკვებ-მომნელებელი სისტემის ზუსტი სურათის მიღებისა და დაავადების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ და გავარკვიეთ, სიმტომატიკისა და ინფორმაციის საშუალებით მრავალი დაავადების დიაგნოზირებაა შესაძლებელი. ჯერ კიდევ ძველი დროიდან ცხვირის და ყურების ვიზუალური მხარეების საშუალებით შეიძლებოდა ისეთი დაავადებების დადგენა, როგორიცაა გაციება, თავის ტკივილი, სმენის დაქვეითება და სხვა. ცხვირის ფორმა და მისი ვიზუალური მხარე მიგვანიშნებს კუჭ-ნაწლავის მდგომარეობაზე, ასევე აღსანიშნავია, რომ ცხვირის წვერის პრიალი დამახასიათებელია ავადმყოფისათვის, რომელიც დაავადებულია აქვს პანკრიასით (კუჭ უკანა ჯირკვალი). თვალის საშუალებით ძველი სამედიცინო სწავლულები ადგენდნენ ფსიქო-ნერვულ მდგომარეობას. პაციენტის მხედველობის დასადგენად ისინი იყენებდნენ სპეციალურ ტესტებს, რომელიც გაკრული იყო კედელზე და გარკვეული მანძილის დაშორებით ამოწმებდნენ, თუ რამდენად ხედავდა ავადმყოფი არსებულ გამოსახულებებს. ეს მეთოდი, მრავალ ახალ მეთოდთან ერთად, დღესაც არის შემორჩენილი. აღსანიშნავია XVI საუკუნეში დავით ბაგრატიონის “იადგარ დაუდში” აღწერილი გამოკვლევები დაავადებებისა, რომელიც ინფორმაციულ-სიმპტომატიურ დიაგნოსტიკას ემყარება და დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა. ამ მეთოდებიდან აღსანიშნავია მაჯის ანუ პულსის გასინჯვა, შარდის შეფერილობა. პულსის გასინჯვით იგი იგებდა ავადმყოფის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას, ჰქონდა თუ არა შიშები, არასასიამოვნო ემოციები. ეგ კი არა ჩინელი მედიკოსები დღესაც იყენებენ პულსით დიაგნოსტიკას, რასაც ფანტასტიკური შედეგები მოაქვს. ძველი ტიბეტელები ცალკეული სიმპტომატიკის მეშვეობით ახარისხებდნენ ავადმყოფობებს, მაგ.; თუ ორგანიზმში სიმსივნური წარმონაქმნი იყო, მაშინ შეინიშნებოდა კანზე ტალახისებრი პიგმენტაცია (ლაქები). ზურგის ტვინის დავადებები_აცაბაცა სიარულიში და მოუსვენარ დგომაში გამოიხატება. ფსიქო-ნერვული აშლილობა ჩაცვენილ და მუქი ქვედა ქუთუთოებით გამოიხატება. ორგანიზმში A ვიტამინის ნაკლებობა_ტირილის უუნარობით აიხსნებოდა. ენის შეშუპება_B ვიტამინის არსაკმარისი რაოდენობაზე მიგვანიშნებდა. ორგანიზმში რკინის ნაკლებობას ფრჩხილებზე თეთრი ლაქების პერიოდული წარმოშობა მიუთიდებდა. ტორტმანით სიარული, პრიალა ყურის ზედაპირი კალციუმის ნაკლებობაზე მიგვანიშნებდა. კანის სიწითლე და ენის ბოლო ნაწილის სიყავისფრე ჟანგბადისა და მაგნიუმის უკმარისობას მოწმობდა და ეს უკანასკნელი ხდებოდა ამ გადასახედიდან სწორედ გულის უკმარისობისა და ინსულტის განვითარების მიზეზი. ნაადრევ გაჭაღარავებად ტიბეტელი ექიმები ფერმენტების ნაკლებობას მიიჩნევდნენ ავადმყოფის ორგანიზმში. კვების ცუდი მონელება აისახება დამჭკნარ ნიკაპზე. სუსტი თირკმლები ჰქონდათ იმ პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებოდათ სქელი კანი. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი დავადებებისა, ძველი ინდოელი ექიმები დავადების სამპტომატიკას უკავშირებდნენ ყურის ფორმებს, პირის ფორმებს, ნიკაპის ფორმებს, ღაწვების, კანის ფერს, ნაოჭების მდებარეობას. ასე მაგალითად, შარდის შეუკავებლობით გამოირჩეოდნენ ის ავადმყოფები, რომელთაც ძალზე პატარა პირი და დაბერილი ტუჩები ჰქონდათ. ნაღვლის ბუშტის ქვები აიხსნებოდა ცხვირსა და პირს შორის მარჯვენა მხარეს მკვეთრი ნაკეცით. ყურის სქელი ბიბილო დამახასიათებელი იყო სიმსუქნისაკენ მიდრეკილი ადამიანებისათვის. სახის კანის სიწითლით და ღრმა ნაოჭით შუბლზე ხასიათდებოდნენ გულის დავადებისკენ მიდრეკილი პაციენტები. ამ ყველაფრის შემდეგ შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ ინფორმაციულ-სიმპტომატიკური დიაგნოსტიკა მართლაც რომ სრულ სურათს ჰქმნიდა ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ. ის ზუსტად ასახავდა ამა თუ იმ დავადების მდგომარეობას და გამორიცხავდა დამთხვევებს. ეს მეთოდი - ტექნოლოგია ძველი პერიოდიდან მოდის და, მიუხედავად ცივილიზაციის განვითარებისა, დღესაც აქტუალურია. იგი მაინც საჭიროა ხოლმე, რაც არ გინდა მაღალი აღჭურვილობის აპარატურით მოხდეს ადამიანის დიაგნოსტირება, გამოცდილი და ჭკვიანი ექიმი ახდენს ავადმყოფის ინფორმაციულ თუ სიმპტომატიკურ გამოკვლევას.