ყურის ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით: ყურის ანთება, ყურის ზონაში ინფექციის შეჭრა, შუა ყურის ანთება და ა.შ. ტკივილის გაყუჩება შეიძლება როგორც გარეგანი (ჩასაწვეთებელი) საშუალებებით, ასევე შინაგანი გამაყუჩებლის მიღებით (ტკივილ გამაყუჩებელი წამლის დალევა). მაგრამ მთავარია ამ ტკივილის გამომწვევი მიზეზის დადგენა და შემდგომ მისი მკურნალობა. ჩვენის მხრივ აღვნიშნავთ, რომ ამ მხრივ საკმაოდ დიდი ეფექტი აქვთ ფიტო თერაპიულ საშუალებებს, რომელთა გამოყენებაც მხოლოდ ფიტო თერაპევტის დანიშნულებითაა მიზანშეწონილი და ეფექტური.
[ რედაქტირება ოთხშაბათი, 23 სექტემბერი 2009 წ. 01:58 ]
პასუხი anauk -ს კითხვაზე: ”ყურში მაქვს რაღაც მუწუკივით ასე 7 წელია, ვფიქრობ სოკო შეიძლება იყოს? ექიმთან მივედი და ვერაფერს ვხედავო! არადა ეს მუწუკი თუ ხელით ( ფრჩხილით თორემ თითო არ წვდება, ღრმადაა) შევეხე ღიზიანდება და მტკივა, სისხლიც მომდის ხოლმე. მაქვს ასევე ყურის თუ თავის შუილები, არ ვიცი ამასთან თუ კავშირშია, რა შეიძლება იყოს ამ ყურში და როგორ დავეხმარო თავს ეგებ ვინმემ იცოდეს, მადლობა ”
საერთოდ კარგი იყო საიტზე დიაგნოსტიკა ჩაგეტარებინათ, რომ უფრო ვრცელი წარმოდგენა გვქონოდა თქვენს ყურის მდგომარეობაზე; რჩევის სახით შემიძლია შემოგთავაზოთ მეტად უწყინარი ფიტოთერაპიული რეცეპტი, რომელსაც გიგზავნით თქვენს ელ.ფოსტაზე. ეს ზეთი ასევე კარგია სახსრებისთვის და ხერხემლის პრობლემების დროსაც. გისურვებთ გამოჯამრთელებას!
[ რედაქტირება ხუთშაბათი, 24 იანვარი 2013 წ. 10:54 ]
ტრავმის შედეგად ხშირად ხდება მსგავსი შემთხვევები, ამიტომ სასურველია მკურნალობა კომპლექსურად ჩაიტაროთ: ვუმკურნალოთ ყურსაც და თავსაც, რომ მივიღოთ კარგი შედეგი; ყურში ჩასაწვეთებელი დაფნის წვეთები, ამზადებთ ასე: აიღეთ 10 ცალი დაფშვნილი დაფნა დაასხით 50 მილილიტრი ზეითუნის ზეთი და ადუღეთ წყლის აბაზანაზე 2 საათი (თავღია) მერე დატოვეთ მთელი ღამე, დილით გადაწურეთ და მოიხმარეთ - იწვეთებთ 3 - 3 წვეთს ორივე ყურში 2 - ჯერ დღეში. ასევე მიიღეთ " ცინარეზინი" 1 აბი 3 - ჯერ დღეში, 15 დღე მკურნალობა, შემდეგ მომწერეთ როგორ გავაგრძელოთ მკურნალობა.
გამარჯობათმე ყურში მაქვს ხმაირი წუილის სახით, მივედი ექიმთან და მითხრეს აუდიოგრამის გადაგების შემდეგ რომ დაქვეითებული მქონდა სმენა გამიკეთეს გადასხმები და იანვრის შემდეგ ვმურნალობ,იმის მერე კიდე ორჯერ გამიკეთეს აუდიოგრამა და მიტხრეს რომ ორივეზე უკეტესი შედეგი იყო და სმენა აგდგენილიაო,ეს ხმაური კი ესევ მაქვს და ძალიან მაცუხებს,ვარ 25 წლისმაინტერესებს თუ გამივლის ოდესმე ეს ხმაური,ან როგორ , შეიძზლება უმკურნალო,დიდი მადლობა წინასწარ
ყურში ხმაური ცენტრალური სისტემის ბრალია, ამიტომ მოდით ვუმკურნალოთ ცენტრალურ ნერვულ სისტემასაც და ყურსაც; 3-ჯერ დღეში მიიღეთ 30 წვეთი ვალერიანის წვეთები ცოტა წყლით; რაც შეეხება ყურს გაიკეთეთ ვაშლის ძმრის ინგალაცია ყურზე - პროპორცია 200 მილილიტრი მდუღარე 1 ს.კ. ვაშლის ძმარი! (ღამე ძილის წინ და მერ გქონდეთ თბილად, რომ არ გაგიცივდეთ). 30 წუთის შემდეგ ჩაიწვეთეთ დაფნის ზეთი (დამზადების წესი: 25 გრამი დაფშვნილი დაფნა + 100 მილილიტრი ზეითუნის ზეთი ადუღეთ წყლის აბაზანაზე 2 საათი დადგით მთელი ღამე და დილით გადაწურეთ და მოიხმარეთ, სასურველია გაფილტროთ ბამბით ანუ ბამბაში გაატაროთ ეს სითხე) 3 -3 წვეთი ორივე ყურში 2 -ჯერ დღეში. ე.ი. დილით მარტო ზეთს იწვეთებთ და საღამოს ძმრის ინგალაციის შემდეგ!
ხო მართლა ეგ დამავიწყდა რომ მეთქვა ნერვოპათოლოგტანაც ვიმკურნალე,ეს ხმაური რომ მაწუხებს ნეტვებზე მოქმედებს და ერთი რვე ცჰამიტარა მკუტნალობის კურსი,ციტომაქსი,ატარაქსი და ბეტალოკზოკი მერე კიდევ ეხლა ატარაქცი და ერთი ანტიდეპრესანტის 2კვირიანი კურსი დამინიშნა და ამ წამლებს ვსვავ,ექიმმა მითხრა რომ ეს ხმაური ყურის ნერვისგან არის გამოწვეული არასწორი კვება რომ ხდება და სისხლისმიმოქცევის წამლებს მაძლევენ,თქვენი აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით
ძალიან ბევრ წამალს სვამთ და ამან შეიძლება უფრო დატვირთოს თქვენი ცენტრალური ნერვული სისტემა, ამიტომ გირჩევთ რაც დაგინიშნეთ ის მიიღე და დამატეთ სტუგერონი 1 აბი 3 - ჯერ დღეში; ეს მკურნალობა 20 დღე გაგრძელეთ და ყველაფერი კარგად იქნება - ყურში შუილი გაქრება და ნერვებიც დაწყნარდება!