თავდაპირველად სამხრეთ ამერიკაში მცხოვრებმა მაიას ტომის ხალხმა აღმოაჩინა და დააგემოვნა. ისინი დაქუცმაცებულ თამბაქოს ამავე მცენარის ფოთლებში ახვევდნენ და რელიგიურ დღესასწაულებზე ეწეოდნენ. ამერიკის აღმოჩენამდე, თამბაქოს შესახებ არავითარი ცნობები არ არსებობდა. პირველად აბორიგენებმა თამბაქო ქრისტეფორე კოლუმბს შესთავაზეს. თამბაქო ევროპას კოლუმბმა გააცნო.ერთ და მრავალწლოვან მცენარეთა გვარი ძაღლყურძენასებრთა ოჯახის ნაყოფი კოლოფია. ამერიკასა და ავსტრალიაში გავრცელებულია 60-ზე მეტი სახეობა.მოსაწევი თამბაქო მრავალწლოვანი მცენარეა, მაგრამ მოჰყავთ როგორც ერთწლოვანი. აქვს სწორი, მომრგვალო, 2,5 მ-მდე სიმაღლის ღერო, რომელიც ზემოთ დატოტვილია. თამბაქოს დიდი ფოთლები და სურნელოვანი ყვავილები აქვს. მისი სამოცამდე სახეობიდან მხოლოდ ორია ცნობილი: ნიკოტინიანი ტიბაკუ და ნიკოტინიანი რუსტაკა. პირველის სამშობლო სამხრეთ ამერიკაა, თუმცა დღეს მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაშია კულტივირებლი. ნიკოტინიანი რუსტაკა კი ძირითადად ინდოეთსა და ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთში ხარობს. თამბაქო ოცდაათამდე ინგრენტიენტს შეიცავს. ძირითადი ნივთიერებებია ნიკოტინი და ფისი. ერთ ღერ სიგარეტში 9მგ-მდე ნიკოტინი და თითქმის ორჯერ მეტი ფისია. მოწევისას ადამიანის ორგანიზმი 90-დან 10პროცენტამდე ნიკოტინს შეიწოვს. თამბაქოს სავეგეტაციო პერიოდია 135-170 დღე. იგი სითბოსმოყვარული (თესლის გაღივებისათვის ოპტიმალური ტემპერატურა 27-28 °C, ღეროსა და ფოთლების ზრდა-განვითარებისათვის 24-28 °C) და ტენის მომთხოვნი (განსაკუთრებით სრული შეფოთვლის პერიოდში) მცენარეა, საკვებ ნივთიერებებსაც დიდი რაოდენობით ითვისებს. კარგად ხარობს მსუბუქ და საშუალო შავმიწებზე, რუხსა და წაბლა ნიადაგებზე. თამბაქოს სამშობლოდ ითვლება სამხრეთ ამერიკა. ამერიკიდან შემოიტანეს XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის I ნახევარში. პირველად მოაშენეს დეკორატიულ და სამკურნალო მცენარედ. რუსეთში თამბაქო გავრცელდა XVII საუკუნის დასაწყისში. საქართველოში თამბაქო XVII საუკუნის ბოლოს და XVIII საუკუნის დასაწყისში შემოიტანეს. ეს იყო დაბალი ხარისხის წეკო. მაღალხარისხოვანი საპაპიროსე თამბაქოს კულტურა კი ჩვენში XIX საუკუნის I ნახევარში გავრცელდა. პირველად იგი აფხაზეთში გააშენეს, შემდეგ - აჭარაში და ბოლოს - აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში (მარნეული, ბოლნისი, ყვარელი, ლაგოდეხი და სხვა. თამბაქო ერთადერთი ლეგალური მოსაწევია, რომელიც იწვევს ადამიანის სიკვდილს. ადამიანები ხშირად არასერიოზულად უყურებენ ფრაზას „მოწევა კლავს“ და ამბობენ რომ არავინ უნახავთ თამბაქოს მიერ მოკლული. არადა სტატისტიკა სხვა რამეზე მიუთითებს–მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ დაადგინა, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი კვდება თამბაქოს მოხმარების გამო. მათ შორის, 600 ათასი პასიური მწეველია. მსოფლიოში ყოველი მესამე ადამიანი თამბაქოს მომხმარებელია და მათი 80% განუვითარებელ და განვითარებად ქვეყნებზე მოდის. ეს პრობლემა მწვავედ დგას საქართველოშიც.გამოკვლევებმა ცხადყო რომ 35 წლის ქართველ მამაკაცებს შორის 5-დან ერთი თამბაქოსგან გამოწვეული პრობლემებით გარდაიცვლება. უპირველეს ყოვლისა ზემოთ ნახსენები სტერეოტიპი უნდა დაინგრეს– ადამიანებმა უნდა გაიგონ, რომ თამბაქო ვნებს მათ ჯანმრთელობას.არსებობს მეორე სტერეოტიპიც–თითქოს თამბაქოსთან განშორება თითქმის შეუძლებელი იყოს, ანდა შხამით ერთხელ და სამუდამოდ დაბინძურებულ ორგანიზმს ჯანმრთელობას ვეღარაფერი უბრუნებდეს. მნიშვნელობა აქვს ყოველ დღეს. ყოველი მოწეული ღერი სიკვდილთან უფრო აახლოებს ადამიანს. თავის დანებება კი, რამდენი წლისაც არ უნდა იყოთ და მოწევის რა ხანგრძლივი გამოცდილებაც არ უნდა გქონდეთ, რისკს მაინც შეამცირებს. თუმცა, ცხადია, სხვადასხვა ხარისხით და რაც უფრო გვიან, მით უფრო ნაკლებად. დამტკიცებულია რომ ყოფილი მწეველები ჯერ კიდევ მწეველებზე უფრო მეტხანს ცოცხლობენ. თავის დანებება ამცირებს გულის დაავადების, კიბოს, ინსულტის, ფილტვის ქრონიკული დაავადების განვითარების საფრთხეს. ქალებს, რომლებმაც თამბაქოს წევას დაორსულებამდე ანდა ორსულობის პირველი 4 თვის განმავლობაში დაანებეს თავი, მცირეწონიანი ბავშვის დაბადების ალბათობა თითქმის ისევე მცირე აქვთ, როგორც არამწეველებს.განსაკუთრებით მწვავე საკითხია თამბაქოს გავრცელება არასრულწლოვნებში. ყოველდღიურად მოწევას იწყებს 80–100 ათასი არასრულწლოვანი. პლანეტის მასშტაბებით ეწევა ყოველი მეხუთე მოზარდი 13–15 წლის ასაკში. მსოფლიოში მოზარდები ყოველწლიურად სიგარეტზე 400 მილიონ დოლარს ხარჯავენ.საქართველოში თამბაქოს მასობრივ მოხმარებას ვაჟები 10-11 წლის ასაკში იწყებენ, გოგონები _ 12-13 წლის ასაკში. თუ ისინი გააგრძელებენ თამბაქოს წევას, ჩამოუყალიბდებათ მისდამი ძლიერი დამოკიდებულება, რაც მრავალი გართულების წინაპირობაა. საქართველოში მოქმედებს კანონი რომლის მიხედვითაც არ შეიძლება არასრულწლოვნებისთვის თამბაქოს მიყიდვა. მაგრამ, ჩვენს გარშემო უამრავი ბავშვია, ვინც თამბაქოს შეძენას მაინც ახერხებს. ძნელია სავაჭრო პუნქტების გაკონტროლება და იმის გარკვევა, მიჰყიდეს თუ არა არასრულწლოვნებს სიგარეტი. საჭიროა კანონის გამკაცრება. ასევე, მოზარდების (და არა მარტო) ცნობიერების ასამაღლებლად, სასურველია მოეწყოს მეტი პროექტები.