ნერვული სისტემის დაავადებებია: გაფანტული სკლეროზი, ნერვული აღგზნება, ნერვული სისტემის მოშლილობა, ნერვული დეპრესია, ქორეა და სხვა.
გაფანტული სკლეროზი-ქრონიკული, პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც ხასიათდება მიელინის (ცხიმისებრი ნივთიერება, რომელიც შეადგენს ნერვული ბოჩკოს მფარავი მიელინის გარსის მთავარ ნაწილს) დაშლით ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაში.
ქორეა-ნერვული სისტემის ორგანული და ფუნქციონალური დაზიანებაა, რომელიც ვლინდება კიდურების უნებლიე სწრაფი მოძრაობით: კრუნჩხვით, თვალის ჩაკვრით და სხვა.
ამ დაავადებებს კომპლექსურად მკურნალობს ფიტო თერაპია.
საერთოდ გაფანტული სკლეროზი სისტემატიური ნერვული დაძაბულობის შედეგია, მისი მკურნალობა დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ თუ სისტემურად მიუდგებით მკურნალობას შედეგიც არ დააყოვნებს; ასე მაგალითად Dღის განმავლობაში მიიღეთ 40-60 გრამი სიმინდის ზეთი, ასევე ერთი ცალი უმი გახეხილი ან 50 გრამი ცოცხალი კართოფილის წვენი, 50 გრამი ნუში, 100 გრამი ყველი, 100 გრამი რძე, 200 გრამი ცოცხალი ფორთოხლის წვენი, 50 გრამი ანანასი ეს ყველაფერი პაციენტმა უნდა მიიღოს ერთი თვის განმავლობაში; მენიუდან უნდა ამოიღოთ ჩაი და მის ნაცვლად ჩართოთ ქერის და შვრისს ნახარში.
ნეიროდერმიტი ეს ვიზიალურად კანის დაავადებად ითვლება, მაგრამ წარმოიშობა ღვიძლის ფუნქციის დასუსტებით და ნერვული სისტემის მოშლით. მისი მკურნალობა იწყება პირველ რიგში სისხლის გაწმენდვით და ნერვული სისტემის მოწესრიგებით, რასაკვირველია სასურველია ორგანიზმის სრული დიაგნოსტიკა, რათა ნეიროდერმიტი საფუძვლიანად ალაგდეს, მაგრამ შესამსუბუქებლად გამოგადგებათ შემდეგი რეცეპტი კომპლექსურად ნერვული სისტემისთვის და ღვიძლისთვის: აიღეთ 200 მლ-რი თაფლი, 200 მლ-რი კამის თესლი, 2ს.კ. ვალერიანის ძირები (დაქუცმაცებული), დაასხით 1 1/2 ლიტრი მდუღარე გააჩერეთ 24 საათი თერმოსში, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 50 მლ-რი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 15 წთ-თ ადრე. მიიღეთ 20 დღე; ასევე კომპლექსში მიიღეთ ფიტო ნაყენი: 1ს.კ. ბარამბო, 1ს.კ. სვია, 1ს.კ. ძახველი, 1ს.კ. კუნელი, 1ს.კ. მინდვრის შვიტა, 1ს.კ. ფშნის ეკალი, 1.ს.კ. გულყვითელა, 1ს.კ. გვირილა ამ ყველაფერს ერთად დაასხით 1 ლიტრი მდუჭარე გააჩერეთ 1 საათი გადაწურეთ და მიიღეთ 50 მლ-გრამი 3-ჯერ დღეში ჭამიდან 1 საათის შემდეგ. ესეც 29 დღე.
ეს თეთრი ლაქა, თვალზე არის ინფექციის ბრალი და შეგიძლიათ თვალში ჩაიწვეთოთ თვალის ლევომიციტინის წვეთები 2 წვეთი დღეში 3-ჯერ 10 დღის განმავლობაში ამავ დროულად უნდა მიიღოთ დილით უზმოზე 300 მილილიტრი სტაფილოს წვენი და დღის განმავლობაში 200 მილილიტრი ვაშლის წვენი. ეს წვენები მიიღეთ 15 დღე, რომ თვალის პრობლემა აღარ განმეორდეს.
[ რედაქტირება პარასკევი, 31 დეკემბერი 2010 წ. 01:12 ]
რეგისტრირებულია: ოთხშაბათი, 19 იანვარი 2011 წ. 18:24
შეტყობინებები: 14
უცებ მემართება ხოლმე ხელების კანკალი უფრო თითების 15-20წუთის შემდეგ გადამდის და შემდეგ მთელ ხელების კიდურებში სიმძიმის შეგრძნება მაქვს ხოლმე. ექიმმა ნევრასთენია არის ეგო დამინიშნა წამლები მაგრამ არაფერი შედეგი არ მომცა.სხვა რამ შეილება რო ეს კანკალი გამოიცვიოს? ახლობელმა მითხრა ეგ ჰიპოგლიკემია არისო.შემეშინდაააა.
არც ერთი თქვენს მიერ ნახსენები დაავადება თქვენ არ გჭირთ.თითების კანკალი და ხელებში სიმძიმე გამოწვეულია ხერხემლის პრობლემებით.მკურნალობისთვის აუცილებლად შეასრულეთ ადრე დანიშნული შეზილვები და დამატებით მიიღეთ შემდეგი ფიტო-ნაკრები:1 სფ.კ. ყვითელი ძიძო + 1 სფ.კ. კრაზანა + 1 სფ.კ. ოფის კვირტები + 1 სფ.კ. ფურისულა + 1 სფ.კ. კვიპაროსის გირჩები + 1 სფ.კ. იაპონური სოფორა, დაასხით 1 ლ მდიღარე, გააჩერეთ 40 წთ, გადაწურეთ და მიიღეთ 100 მლ ერთ მიღებაზე 3-ჯერ დღეში.ჭამას ნუ დაუკავშირებთ.ნაყენი შეინახეთ მაცივარში. მიღების წინ ცოტა შეათბობთ. მკურნალობის კურსი - 20 დღე.
რეგისტრირებულია: ოთხშაბათი, 19 იანვარი 2011 წ. 18:24
შეტყობინებები: 14
მადლობა დიდიიი.ჰიპოთირეოზი მაქვს.მუდმივად ვიღებ ელთიროქსინს და თან რათქმაუნდა გადაკონტროლებასაც ვაკეთებ 3თვეში ერთხელ დოზების შესაცვლელად და ამიტომ მუდმივად ნორმაში მაქვს და ეს კანკალი არ უკავშირდება ხო ჰიპოთირეოზს? აუცილებლად დავიწყებ ფიტონაკრებს.მადლობააააა.