რეგისტრირებულია: ოთხშაბათი, 09 მაისი 2012 წ. 18:36
შეტყობინებები: 4
მოგესალმებით, მადლობას გიხდით წინასწარ. ძალიან გთხოვთ უპასუხოდ ნუ დამტოვებთ, ვარ 29 წლის 10 წლის უკან გავიკეთე კისტის და გარე ორსულობის ოპერაციები ამომკვეთეს ერთი საკვერცხე, ერთი მილი და მეორე საკვერცხის პატარა ნაწილი დამიტოვეს რის შემდეგაც მენსტრუაცია შემიწყდა . ერთი წლის უკან კი ბრმანაწლავის ოპერაცია გავიკეთე, ბრმანაწლავის ოპერაციის შემეგ დამემართა ცისტიტი თითქოს ვიმკურნალე უროლოგთან მაგრამ უშედეგოდ, უკვე ერთი წელია ამ მდგომარეობაში ვარ მთელი ზაფხული დათბილული დავდივარ და ნერვებზე აღარაფერს ვამბობ რა მდგომარეობაში მაქვს. ერთი თვის უკან გავიკეთე ნარცხის ანალიზი და კოლპიტი მიჩვენა პასუხმა. იქნებ მირჩიოთ რამე შინაურ პირობებში? უკვე ნერვებიც აღარ მაქვს ექიმთან მისვლის და გამოკვლევების.დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს პასუხს.
პასუხი ni1983-ს როდესაც ასეთი კლინიკაა სასურველია მიიღოთ შემდეგი ფიტო ნაკრები: აიღეთ 1 ს.კ. მინდვრის შვიტა + 1ს.კ. თირკმლის ჩაი + 1 ს.კ. დათვის კენკრა დაასხით 600 მილილიტრი მდუღარე გააჩერეთ 40 წუთი გადაწურეთ და მიიღეთ 100 გრამი 3 ჯერ დღეში, ჭამას ნუ დაუკავშირებთ. ასევე კომპლექსში მიიღეთ წამალი "5 ნოკი" 1 აბი 3 ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე. ასევე მიიღეთ ფიტო წამალი "ნევროზალი" 1 აბი 2 ჯერ დღეში ჭამას მნიშვნელობა არ აქვს. მკურნალობის კურსი 20 დღე!!!!!!!!!!!