დიდი მადლობა პასუხისთვის, ფარისებრი გადავამოწმე დაახლოებით 5-6 თვის უკან და ყველაფერი ნორმაში მქონდა ანალიზის პასუხებში, თუ არის საჭირო ხელმეორედ ავიღებ. მადლობთ
ბოლო სიტუაცია დასაზუსტებელია, 5-6 თვეში შეიძლება რამე ისევ შეცვლილიყო. ფაქტია, რომ რაღაც იწვევს წონის ისევ მომატებას. მიზეზი თუ არ გაირკვა, ისე სასურველი შედეგი არ მიიღება.
წონის მომატებას, გარდა ფიზიოლოგიური დარღვევებისა, ნერვიულობაც იწვევს, ასევე არანორმირებული კვება და ა.შ. ამიტომაა, რომ დიეტებიც კი ხანდისხან შედეგს ვერ იძლევა.
თქვენც უნდა გაანალიზოთ თქვენი ორგანიზმის მდგომარეობა, რამდენად სწორად უვლით თავს, როგორ იკვებებით, როგორ ისვენებთ, ემოციებს როგორ მართავთ და ა.შ.
მაგალითები:
1. ძალიან დიდი სიმსუქნის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი წლების განმავლობაში ტვინში, ქვეცნობიერში დაგროვილი შიმშილის გრძნობაცაა; ამიტომაა ასეთი ადამიანები საკმაო მოცულობის საკვების მიღებითაც ვერ კმაყოფილდებიან. კუჭს აღარ უნდა, გაივსო - ტვინი კი კიდევ თხოვს.
2. ხანდისხან ადამიანი ემოციურად გადაძაბვისას, ან გადაღლისას უაზროდ ჭამს, ვერც სიმაძღრეს ატყობს, ისე მექანიკურად "იყრის" საკვებს. ესეც იწვევს გასუქებას.
თუ კომპლექსურად არ დადგინდა მიზეზები, ისე არაფერი გამოვა. დროებით გახდებით სახვდასხვა საშუალებებით, მერე შეიძლება ორმაგად მოიმატოთ. დიეტების მეტი და გახდომის წამლების მეტი რაა (ტელერეკლამებზე რომ აღარაფერი ვთქვათ), მაგრამ ადამიანები ისევ სუქდებიან!
ყველაზე იდეალურია ბიოენერგეტიკის მოწესრიგება, ამ შემთხევაში ყველაფერი კომპლექსურად წყდება!