რეგისტრირებულია: ორშაბათი, 14 ივნისი 2010 წ. 23:23
შეტყობინებები: 1
93 წლის მამაკაცს აწუხებს ზურგზე ქავილი მოვლითი სახით, პერიოდულად (შარშან). მოხუცს აქვს ბრონქიალური ასთმა. გულს სისტემატურად მკურნალობს. ბოლოს ვენაში 3 ჯერ სევუყვანეთ ტრენტალი რეოპოლიგლუკინთან ერთად და ბენევრონი 10 ინექცია კუნთებში. ცნობისთვის; ყოჩარად გამოიყურება
თქვენი მონათხრობიდან ბატონ მოხუცს აწუხებს ნაღვლის ბუშტი და სანაღვლე გზები, რაცი წვევს ნერვულ შეტევას, რომელიც ვლინდება ზურგის ქავილით; ამიტომ გირჩევთ უმკურნალოთ ნაღველს და სანაღვლე გზებს და ამავ დროულად ზურგი ბატონ მოხუცს დაუმუშავოთ დღეში 2-ჯერ კალენდულას სპირტხსნარით, რის შემდეგაც წაუსმევთ კალენდულას ან მალამოს ან ზეთს, ქავილი გაივლის.
ასეთი მწირი კლინიკით, დიაგნოზის დასმა გაჭირდება, მაგრამ სავარაუდოდ მაინც ღვიძლი გაქვთ ალბათ პრობლემური. თუ მოგვაწვდით თქვენს სისხლის ანალიზს ან გაივლით საიტზე არსებულ დიაგნოსტიკას მაშინ ყველაფერი ნათელი გახდება, მედიცინას მკითხაობა არ უყვარს!!!!!!!!!!!!!
რეგისტრირებულია: სამშაბათი, 03 ივლისი 2012 წ. 17:45
შეტყობინებები: 3
დაახლოებით 2 თვის წინ დამაწყო ქავილი მთელ სხეულზე. არანაირი გამონაყარი ან რამე სიწითლე არ მააქვს, თუნდაც ერთხელ მაინც მოვიფხანო ნებისმიერი ადგილი სხეულზე უფრო მეტად მიმძაფრდება. და ამ ბოლო დროს უფრო და უფრო მომემატა. თუ პასუხს გამაგებინებთ დიდად დამავალებთ.
ჩვენ როგორც ვვარაუდობთ, ასეთი კლინიკა ნეიროდერმიტს ახასიათებს, მაგრამ უფრო დაზუსტებისთვის ან მიმართეთ კანის დისპანსერს, ან ნევროპათოლოგს, ან საიტზე გაიარეთ დიაგნოსტიკა (როცა იქნება უფასო აქცია). მერე ვნახოთ. ჯერ უნდა დადგინდეს ზუსტი დიაგნოზი!
ნეიროდერმიტს იწვევს მომატებული ნერვული აღგზნებადობა, A და B ვიტამინების ნაკლებობა, ორგანიზმში აწეული ალერგიული ფონი, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები.
მიმართეთ კანის დისპანსერს, რომ გამოირიცხოს ინფექციური ფაქტორები და მერე ნევროპათოლოგს!!!
რეგისტრირებულია: სამშაბათი, 03 ივლისი 2012 წ. 17:45
შეტყობინებები: 3
როცა დამეწყო აღნიშნული სიმპტომები დაახლოებით მაშინ დავანებე სიგარეტის წევას თავი და შეიძლება ამას რაიმე კავშირი ქონდეს აღნიშნულთან? თუ შეიძლება მიპასუხეთ.