ძნელია ორგანიზმის მოვლა, რათა ის შედგება ურთულესი ნაწილებისაგან, მაგრამ იმისათვის, რომ გაუფრთხილდეთ ორგანიზმს აუცილებელი პირობაა მივხედოთ ისეთ წამყვან ორგანოებს, როგორიცაა: გული, ღვიძლი, ფილტვები, ელენთა, თირკმელები და რაც მთავარია კუჭი, რომელშიც მიმდინარეობს საჭმლის გადამუშავება და არასწორედ გადამუშავებული საკვები საწინდარია ყველა დავადებების. გულის მოვლა იწყება ცენტრალური ნერვული სისტემის მოწესრიგებით, მოწესრიგება კი იწყება მენტალურ დონეზე და ასევე ფიტოთერაპიის მიხმარებით. შეძლების დაგვარად პაციენტმა უნდა ეცადოს ტვინში დადებითი აზრები იტრიალოს და შეეცადოს ცუდზე არ იფიქროს. ამვ დროულად დილით 10 წუთი ისუნთქეთ პიტნის წვეთები და საღამოს 10 წუთი ვალერიანის წვეთები და სასურველი იქნება ამასთან ერთად თუ მიახმართ ფიტო ნაკრებს: 1სადილის კოვზი შროშანა, 1სადილის კოვზი გულყვითელა, 1 სადილის კოვზი აბზინდა დაასხით 400 გრამი მდუღარე გააჩერეთ 1 საათი გადაწურეთ და მიიღეთ 50 გრამი 2-ჯერ დღეში ჭამიდან 30 წუთის შემდეგ.
ძალიან ეფექტური საშუალება ვიცი ფიტოთერაპევთისაგან. აიღე 1სუფრის კოვზი სვიის გირჩები, 1 სუფრის კოვზი ყვითელი ყვავილი (ზაფრანა), 1სუფრის კოვზი ფარსმანდუკი დაასხი 400 გრამი მდუღარე გააჩერე 1 საათი გადაწურე და მიიღე მთელი დღის განმავლობაში ცოტა ცოტა.
რეგისტრირებულია: ორშაბათი, 19 ნოემბერი 2012 წ. 13:17
შეტყობინებები: 1
ვარ 41 წლის.აპრილში გადავიტანე გულის ინფარქტი.დაიგნოზი ასეთი იყო:მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი,არტერიული ჰიპერტენზია,გულის უკმარისობა.გულის მარცხენა კედელზე იყო 20 მილიმეტრი ზომის ტრომბი,გამიკეთდა სტენტირება,ამჟამად ეს ტრომბი ისევ არსებობს.მითხრეს ეს ასე იქნება და თუ მოწყდა ,მაშინ გაკეთდება ოპერაციაო.ეს ნამდვილად სარისკოა.ვარ მედიკამენტოზურ მკურნალობაზე.ვსვამ კორვიტოლს 50-იანს,კარდიომაგნილს 150-ს და დეტრალექსს.რას მირჩევთ?
რეგისტრირებულია: ორშაბათი, 21 ივლისი 2014 წ. 11:36
შეტყობინებები: 2
დიდი სიყვარულით მოგმართავთ ქალბატონო მაიკო!თქვენი საიტი შემთხვევით აღმოვაჩინე და ძალიან გამეხარდა. ეს ის არის რასაც ვეძებდითქო გავიფიქრე. ადამიანს თვითაღდგენის უნიკალური უნარი აქვს. ღმერთს ეს ჩვენი სამყარო ისე შეუქმნია, რომ ყველაფერს კურნავს ეს დალოცვილი მცენარეული სამყარო. მთავარია მიგნება და ცოდნა.1997 წელში გამიკეთდა გულის მანკის ოპერაცია, კერძოდ მიტრალური სარქველი იყო შევიწროვებული. მას მერე გავიდა 16 წელი. პერიოდულად ვიღებ ექოსკოპიას გულზე. ვიყავი ბიცილინოთერაპიაზე (ყოველ თვეში ერთხელ ბიცილინ 5 -ს ვიკეთებდი) ბოლო რამდენიმე თვე შევწყვიტე ბიცილინის კეთება, ორგანიზმი დავასვენოთქო ვიფიქრე. ა. წლის 7 იანვარს ასთმური შეტევა დამემართა. მე ვაბრალებ ჩემს ბოლოდროინდელ ნერვულ დაძაბულ ცხოვრებას და ამავე დროს უკულტურო კვებას. იმ შეტევის ღამის 12 საათზე შევჭამე შოკოლადის ტორტი ორი ნაჭერი. ამ დროისათვის უკვე ვატყობდი ჩემს თავს სახის შეშუპებას, ქავილს, ფეხების შეშუპებას და აგზნებულობას, ამავე დროს გულის არითმიას ემოციურად საუბრის დროს. იმავე ღამის 4 საათზე დამჭირდა სასწრაფო დახმარების გამოძახება, ვინაიდან გული მქონდა აჩქარებული ძალიან, ისე, როგორც ამ 17 წლის წინ მიჩქარდებოდა როცა სტენოზი მქონდა.... წმ. მიქაელის საავადმყოფოში წამიყვანეს, სადაც სრულყოფილი გამოკვლევა ჩამიტარდა და მითხრეს, რომ ამჯერად მიტრალურ რესტენოზს აქვს ადგილი. ანუ 1.15 არის მიტრალურის დიამეტრი. იქ მითხრეს, რომ ამისათვის საჭიროა ან ოპერაცია ან სისხლის კარგად გათხელება, რომ გულმა ადვილად გადაქაჩოს სისხლი. გადასხმების შემდეგ გამომიშვეს. ვსვავდი ვარფარენს რაღაც პერიოდი. მკურნალობის პარალელურად ჩემს თავს ვატყობდი, რომ ნერვები უფრო ცუდ დღეში მქონდა, ვიდრე გული. საგონებელში ჩავვარდი. დავიწყე ფიქრი. ინტერნეტში ათასნაირი ინფორმაციები მოვიძიე. ინტერნეტ სივრცეში კარგად ცნობილ მკურნალებს დავუგზავნე წერილები, რომ დახმარება გაეწიათ ჩემთვის რჩევის სახით, რომ ოპერაციას ავცდენოდი. გადავაწყდი რიჩარდ შულცის ვიდეოებს, სადაც ის ძალიან კარგად აღწერს, თუ როგორ იხსნა საკუთარი სისცოცხლე მცენარეული ნახარშებით, ფიტოთერაპიით და ცოცხალი საკვების გამოყენებით. გადავწყვიტე მეც მთლიანად შემეცვალა ჩემი კვების რაციონი, არა მარტო რაციონი არამედ ცხოვრების წესიც. ის საშინელი ღამე ღვთის მადლით აღარ განმეორებულა დღემდე. ყველანაირად ვცდილობ, რომ ქიმიურ წამლებს ვერიდო, განსაკუთრებით ვარფარენს, რომელსაც ხშირად მახსენებენ "ყურადღებიანი" ექიმები. იმ ვარფარენს, რომელსაც ამერიკაში ვირთხების დასახოცად იყენებდნენ. ქალბატონო მაიკო, მოგმართავთ თხოვნით, რომ გამიწიოთ მეგზურობა, როგორც პროფესიონალმა მკურნალმა... ამჯერად ვარ მთლიანად ბოსტნეულზე და ხილზე, შიგადაშიგ მოხარშულ საკვებზე. ვსვავ წაბლის ნაყენის წვეთებს, ნივრის ნაყენის წვეთებს, ვსვამ ეხლა უკვე ნორმის ფარგლებში წყალს. წყალს ადრე ძალიან ცოტას ვსვავდი. სამი დღის წინ გავიკეთე INR-ის ანალიზი. 1,29 არის. მინდა ავიყვანო 1,5-მდე. ძიძოს ნაყენს ვფიქრობ, რომ დავლიო, თქვენ რას მირჩევთ ამის შესახებ და საერთოდ... ქალბატონო მაიკო, იქნებ ახლოს გვესაუბრა? ექიმობა ისეთი პროფესიაა, რომ ყველას არ შეიძლება იყოს... მინდა თქვენთან მოსვლა. ამჯერად კურაციოში მყავს ოჯახის ექიმი, რომელიც მართლაც რომ მოვალეობის მოხდის მიზნით იღებს პაციენტებს და ერთი სული აქვს როდის ჩაათავებს სამუშაო დღეს... ასეთი ექიმი ნამდვილად არ მინდა... ჩემი ეხლანდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ასეთია: ვცხოვრობ ვაკეში, ტიციან ტაბიძეზე. მოგეხსენებათ ეს ქუჩა რა მაღალზეა. შემიძლია დღეში სამჯერ ავიდე ჩავიდე სახლიდან დაბლა ჭავჭავაძემდე. ისე, რომ არ ვქოშინობ. ყოველშემთხვევაში ქოშინს არ შეუხსენებია თავი თორემ შევამჩნევდი.... წინა გული ზომიერად დილატირებული მქონია. სისხლის გათხიერება მაინც საჭიროა ქალბატონო მაიკო და მირჩიეთ რამე, რაც სხვა ორგანოებს არ დააზიანებს. დიდი მადლობა
[ რედაქტირება კვირა, 07 სექტემბერი 2014 წ. 16:07 ]