რეგისტრირებულია: ოთხშაბათი, 15 ივნისი 2016 წ. 12:34
შეტყობინებები: 2
გამარჯობა, ძალიან გთხოვთ თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ, ოთხი დღის წინ მეზობლის ლეკვმა ჩემს 3წლინახევრის შვილს გაკაწრა მკლავზე, რომ ვნახე ეგრევე საპნით ჩამოვბანე, ძაღლი აცრილიაო მეზობელმა კი მითხრა, მაგრამ მეორე დილით მაინც წავიყვანე იმუნოლოგთან, სისხლი არ გამოსვლია, ვარდისფერი შეფერილობის ხაზი ქონდა, და მიანც გამაკეთებინა აცრა ექიმმა, დღეს უწევს მეორე აცრა და აღარ მინდა რომ გავუკეთო და რომ არ გავუკეთო ხომ არ იქნება პრობლემა, ძაღლი კარგად არის. ძალიან გთხოვთ მითხრათ როგორ მოვიქცე