იმისათვი, რომ ფილტვი იყოს ჯანმრთელი აუცილებელია მისი მოვლა, მოვლაში შედის სუფთა გარემო პირობები და თავის დაცვა ზედმეტი გაცივებებისგან და თუ მაინც გაცივდით რამოდენიმე რჩევა ფილტვების ანთების დროს. აიღეთ 1სუფრის კოვზი ქაფურის ზეთი, 1სუფრის კოვზი საჭმლის ზეთი, 1სუფრის კოვზი ქაცვის ზეთი, 1 სუფრის კოვზი თხის ქონი ეს ყველაფერი წამოადუღეთ ერთი მასის მიღებამდე, გააგრილეთ წაუსვით ქაღალდის ფურცელზე დააკარით ავადმყოფს ორივე ფილტვზე საღამოს ძილის წინ და თბილი სახვევით შეუხვიეთ მთელი ღამე. ასე გაიმოერეთ 5 პროცედურა და ფილტვების ანთებაც უკან დაიხევს.
ტამუსა ძალიან კარგი ფიტონაკრები ვიცი, ჩემი მეგობარი მკურნალობდა ფიტოთერაპევტთან გვარის დადება არ მინდა ფურუმზე, რეკლამად არ ჩამითვალონ, რავიცი ეს მოდერატორები ყველაფერს აკრიტიკებენ. ფიტო ნაკრები: 1 სუფრის კოვზი გველის სურო, 1 სუფრის კოვზი მარწყვაბალახა, 1სუფრის კოვზი ტუხტი, 1სუფრის კოვზი ნაძვის გირჩები, 1 სუფრის კოვზი სოჭი დაასხი 600 გრამი მდუღარე და გააჩერე 2 საათი გადაწურე და მიიღე 100 გრამი 3-ჯერ დღეში, ჭამიდან 1 სათის შემდეგ. მკურნალობის კურსი 20 დღეაა, მერე დასვენება და მერე სხვა რეცეპტით უნდა გააგრძელო თუ დაგაინტერესებს შემდეგში მომწერე და დანარჩენს მერე მოგწერ.
რეგისტრირებულია: სამშაბათი, 20 იანვარი 2009 წ. 00:14
შეტყობინებები: 1
მე როგორც ექიმი პირველ რიგში იმუნიტეტის გაძლიერებას გირჩევ; იმუნიტეტის გასაძლიერებლად 10 დღის განმავლობაში მიიღე ნაძვის გირჩების ნაყენი. თუ ფილტვების ანთება სიცხით მიმდინარეობს საჭირო იქნება ანტიბიოტიკი რაციოცეფი (ინექცია) 12 საათში ერთხელ 5 დღე. ფიტო ნაკრები: ასკილი, ბალბა, ტუხტი, კულმუხო, გულყვითელა ამ ბალახების ჩაი 3-ჯერ დღეში. ეს რასაკვირველია რჩევაა და მეტი არფერი. თუ უფრო დაწვრილებით გაინტერესებს. საჭიროა უფრო დეტალურად მოწერო შენი ორგანოების მდგომარეობა, რათ სწორედ დაინიშნოს მკურნალობა.
რეგისტრირებულია: ორშაბათი, 09 თებერვალი 2015 წ. 23:53
შეტყობინებები: 2
მამაჩემი 80 წლისაა,დაემართა ფილტვების ანთება,ვუმკურნალეთ ანტიბიოტიკებით(ექიმის დანიშნულებით),თავს უკეთესად გრძნობს,მაგრამ ძლიერი ხველა აქვს,მშრალი.ექიმმა,ყველაფერი რიგზეაო,ფილტვი სუფთააო და არაფერი აღარ დაუნიშნა,ეს ხველაც თანდათან აღარ გექნებაო,უკვე 10დღეა მკურნალობის დამთავრებიდან. იქნებ,მართლაც ნორმალურია და სულ ტყულა ვნერვიულობთ.