რეგისტრირებულია: ორშაბათი, 16 სექტემბერი 2013 წ. 18:55
შეტყობინებები: 12
ძვირფასო მოდერატორებო, თუ შესაძლებელია მიპასუხოთ ჩემს კითხვაზე. ბევრი ანალიზის ჩატარება მჭირდება და ამის შესაძლებლობა არ მაქვს. ამიტომაც გულმოუთმენლად ველოდები პასუხს თქვენი დიაგნოსტიკისაგან.
რეგისტრირებულია: ორშაბათი, 28 ოქტომბერი 2013 წ. 13:44
შეტყობინებები: 23
გამაარჯობათ,ისევ მე გაწუხებთ.ჩემს პატარას (3წლის არის) დაახლოებით 6 თვის შეიძლება მეტიც არის გასული,გავუკეთე ანალიზი ჭიებზე აღმოაჩნდა ასკარიდები,მივეცი ვერმოკსი,ჭიებზე კი იყო შედეგი მაგრამ კუჭ-ნაწლავზე ცუდად იმოქმედა გაუღიზიანა.ეხლა ანალიზი არ გამიკეთებია მაგრამ სიმპტომებით ვხვდები რო ისევ ჭია ყავს,ჭამას მოუკლო ენაზე თეთრი ნადები აქვს და რა შეიძლება რო მივცე?კიდევ ერთჯერ დიდი მადლობა რომ არსებობთ,ძალიან მეხმარებით.
რეგისტრირებულია: ორშაბათი, 14 იანვარი 2013 წ. 16:41
შეტყობინებები: 27
მოგესალმებით,მაწუხებს ნაღველი 4 დღის წინ გავიკეთე მუცლის ღრუს ორგანოების გამოკვლევა სადაც წერია ნაღვლის ბუშტი უზმოზე ზომით 78/23/30 მმ.კედლის სისქე–4 მმ,ლორწოვანის რელიეფი სადა.ღრუში ბილიალური ნალექი დიდი რაოდენობით.მაქვს მარჯვენა ფერდქვეშ სიმძიმის შეგრძნება ,საწყენს არ ვჭამ და მაინც მტკივა რაფაქოლინ ც–ს ვსვამ.საჭმლის ჭამა მეზარება მერე უფრო ცუდად ვარ მაქვს დამძიმებული კუჭიც და ნაღველიც,რა შეიძლება მივიღო რომ შვება ვიგრძნო ან თუ შეიძლება ნაღვლიდან ნალექის გამორეცხვა.ძალიან გთხოვთ მირჩიოთ რამე.
რეგისტრირებულია: სამშაბათი, 02 დეკემბერი 2014 წ. 13:44
შეტყობინებები: 1
ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ. 3 დღის წინ ჩემი 4 წლის შვილი დაკაწრა 5 თვის ლეკვმა. ეს ლეკვი ჩვენი ოჯახისაა და სულ დაბმულია, იმ დღეს ავუშვით, ბავშვს ეთამაშებოდა და სახეზე დაკაწრა. სისხლი არ წამოსვლია, სულ ოდნავ გაუწითლდა. დღემდე ძაღლი დაბმული გვყავს და არაფერი ცვლილება არ აღენიშნება. მაინტერესებს ბავშვს ავუცრა თუ არა, ძალიან ვნერვიულობ. ნემსის დანახვაზე ისტერიკა ემართება, როგორ მოვიქცე მირჩიეთ. გმადლობთ.